12 ქვეყნის ნაცვლად, ევროპის ჩემპიონატი შესაძლოა მხოლოდ ერთში გაიმართოს - რუსეთში

უეფა ევროპის ჩემპიონატის ყველა მატჩის ერთ ქვეყანაში ჩატარებაზე ფიქრობს.
Le Parisien-ის ინფორმაციით, კონტინენტის პირველობა, 12 ქვეყნის ნაცვლად შესაძლოა რუსეთის ტერიტორიაზე გაიმართოს.
ასეთი გეგმის განხილვას უეფა იმის გამო შეუდგა, რომ ევროპის წამყვან ქვეყნებში კოვიდ19-ით გამოწვეული სიტუაცია დამძიმდა, ახლიდან ინიშნება ლოქდაუნები და იკრძალება მასშტაბური ღონისძიებები.
თუმცა, ევროპის ჩემპიონატის ხელმეორედ გადადება არ განიხილება და უეფა ამჟამად ყველა მატჩის ერთ ტერიტორიაზე ჩატარების საკითხს განიხილავს. ყველაზე აქტიურად, განიხილება რუსეთის ვარიანტი.
ეპიდსიტუაციის გაუარესების გარდა, დიდი ალბათობით მატჩების ჩატარების უფლების გარეშე დარჩება აზერბაიჯანი. მთლიან ყარაბაღში არსებული საომარი ქმედებები ბაქოს ერთ-ერთი მასპინძლის სტატუსის გარეშე ტოვებს.
თავის მხრივ, რუსეთი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად იმის გამო იქცა, რომ ქვეყანაში 2018 წლის მუნდიალის გამო, საჭირო ინფრასტრუქტურა უკვე არის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლა-არგასვლის საკითხი 12 ნოემბერს გადაწყდება, როდესაც თბილისში ჩრდილოეთ მაკედონიას ვუმასპინძლებთ.