მოლაპარაკებები დაიწყო! რამოსი რეალში 2024 წლამდე დარჩება?

მადრიდის „რეალმა“ გუნდის კაპიტან სერხიო რამოსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები წამოიწყო.
ESPN-ს ინფორმაციით, მხარეებს კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი აქვთ, მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
რამოსს „რეალში“ 2024 წლამდე სურს დარჩენა და კლუბი, მისი ფორმიდან გამომდინარე, მოვლენათა ასეთი განვითარების წინააღმდეგი არ არის. ასევე განიხილება ვარიანტი, რომლის შემთხვევაშიც, კონტრაქტი წლიდან წლამდე იქნება გახანგრძლივებული.
„რეალი“ ცდილობს, 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს კონტრაქტი მხოლოდ ერთი წლით გაუხანგრძლივოს, თუმცა გუნდისთვის რამოსის მნიშვნელობის ფონზე, შესაძლოა დათმობაზე წავიდეს და ესპანელს სასურველი კონტრაქტი შესთავაზოს.
მიმდინარე ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში იწურება.