ავტორიზაცია

VIDEO: როცა 98-ე წუთია, 0:1 მარცხდები და... უხეიროდ შესრულებული პანენკა პრემიერ ლიგაში

VIDEO: როცა 98-ე წუთია, 0:1 მარცხდები და... უხეიროდ შესრულებული პანენკა პრემიერ ლიგაში
თარიღი 08 Nov 2020, 19:49
"ფულემის" მთავარმა მწვრთნელმა, სკოტ პარკერმა პრემიერ ლიგის მე-8 ტურში "ვესტ ჰემთან" (0:1) გამართული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ გუნდის თავდამსხმელ ადემოლა ლუკმანზე გაბრაზებულია.

98-ე წუთზე, ინგლისელმა თერთმეტმეტრიანი ანტონინ პანენკას სტილში შეასრულა და ვერ გაიტანა.

"პენალტის გაფუჭების დაიგნორებას არ ვაპირებ, მეც გაბრაზებული ვარ და ლუკმანიც", - ციტირებს პარკერის სიტყვებს BBC.

"ასეთი თერთმეტმეტრიანის ვერგატანა არ შეიძლება. თუ ასეთ პასუხისმგებლობას იღებ, უნდა გაიტანო", - დასძინა სპეციალისტმა.