» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

რა ღირს კვარაცხელია? - ქართველის სატრანსფერო ღირებულების დეტალური შესწავლა


რა ღირს კვარაცხელია? - ქართველის სატრანსფერო ღირებულების დეტალური შესწავლა

ოქტომბრის დასაწყისში, რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ყაზანის "რუბინის" შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ "კრასნოდარი" 10 მილიონ ევროს იხდიდა. განვიხილოთ, რა ღირს ქართველი ვინგერი რეალურად და ამ საქმეში ჩვენ Transfermarkt-ი დაგვეხმარება.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულების შესაჯამებლად, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი - მისი ასაკი, პოზიცია, მოქმედი კონტრაქტის ვადა, მოლაპარაკებებში მონაწილე კლუბების ყიდვა-გაყიდვის ისტორია, თავად მოთამაშისა და გუნდის დამოკიდებულება, ცხადია, კლაუსულაც.

რა ღირს კვარაცხელია? - ქართველის სატრანსფერო ღირებულების დეტალური შესწავლა

ამ ყველაფრის დათვლის შედეგად, ჩვენ მივიღებთ რიცხვს, რომელიც რუსული გუნდის გარემარბის სატრანსფერი ღირებულების შესაფერისი იქნება. ერთი სიტყვით, დავიწყოთ. ჩვენი ფლანგელი არის 19-წლის და Transfermarkt-ის მონაცემების მიხედვით, ამ ასაკის მოთამაშეებში კლუბები 95% შემთხვევაში იხდიან იმაზე მეტს, ვიდრე ის იმ მომენტში ღირს.

"ქვების" 21-ნომრის სატრანსფერო ღირებულებას დაახლოებით 20%-ით წევს მისი პოზიციაც, ანუ შემტევი, იგივე მცველისგან განსხვავებით, ახალგაზრდულ ასაკში ასტრონომიულად ძვირად ფასობს. ცხადია, ვაწყდებით გამონაკლისებს, იგივე 20-წლის მატეის დე ლიგტი, რომელიც 75 მილიონად გაიყიდა.

რა ღირს კვარაცხელია? - ქართველის სატრანსფერო ღირებულების დეტალური შესწავლა

რაც შეეხება მოქმედ ხელშეკრულებას, კვარაცხელიას ვოლგისპირელებთან კონტრაქტის თანახმად აკავშირებს კიდევ ოთხი წელი, რაც ცოტა ნამდვილად არ არის. Transfermarkt-ის მიხედვით, დაინტერესებული მხარე მხოლოდ 35% შემთხვევაში იხდის ადეკვატურ თანხას იმ მოთამაშის სანაცვლოდ, რომელსაც ამჟამინდელ კლუბთან მინიმუმ 3-წლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

უკანასკნელი მონაცემების თანახმად, ქართველის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ზე შეადგენს 4.5 მილიონ ევროს, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ მისი პროფილი 2020 წლის 29 ივლისის შემდეგ, არ განახლებულა. გავიდა თითქმის 3 თვე და უნდა ითქვას, ხვიჩამ მნიშვნელოვნად მოუმატა.

რა ღირს კვარაცხელია? - ქართველის სატრანსფერო ღირებულების დეტალური შესწავლა

"წითელ-მწვანეების" შემტევმა გაიტანა ორი გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა. ამის გარდა, აგვისტოსა და სექტემბერში ის თავისი კლუბის თვის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მატჩების MVP-ის ჯილდოები კი 19-წლის ვინგერს თაროებზე აღარ ეტევა. ცხადია, უყურადღებოდ არც ერთა ლიგას ვტოვებთ.

ჩვენიანმა ესტონეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან სექტემბერში გამართულ შეხვედრებში თავის ანგარიშზე ჩაიწერა ორი საგოლე გადაცემა, 14 ოქტომბერს კი მან საქართველოს ნაკრების რიგებში სადებიუტო ბურთიც შეაგდო. ლეონიდ სლუცკის გუნდის 21-მა ნომერმა ულამაზესი დარტყმით ისევ და ისევ "ლომები" გაამწარა.

კვარაცხელიას ულამაზესი გასროლა ჩრდილოეთ მაკედონიის კარში



შეგვიძლია ვივარაუდოთ, კვარაცხელიას პროფილის განახლების შემდეგ, მისი სატრანსფერო ღირებულება გაორმაგდება, ანუ ცხრა მილიონი ევრო იქნება. გასათვალისწინებელია კიდევ 3 ფაქტორი: "რუბინი" გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგია, კლუბის გამოცვლის იდეა ჯერჯერობით არც ქართველს ხიბლავს, შიდა კონკურენტებს კი უბრალოდ შანსი არ აქვთ.

ისევ და ისევ Transfermark-ის თანახმად, მსგავსი სახის კატეგორიული გარემოებები ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულებას დაახლოებით 30%-ით წევს. რეზიუმე - ხვიჩას ადეკვატური ფასი ამ დროისთვის 11.5 - 12 მილიონი არის. შეგახსენებთ, ყაზანელებმა "ხარების" 10-მილიონიანი ოფერი გაისტუმრეს უარით, გარემარბის სახელი კი მოგვიანებით "გალათასარაისაც" დაუკავშირეს.

რა ღირს კვარაცხელია? - ქართველის სატრანსფერო ღირებულების დეტალური შესწავლა

გამოკითხვა:

შეაფასეთ კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რა ხდება ბარსელონაში, მას შემდეგ, რაც ბართომეუ გადადგა?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" აწი უკვე ყოფილი პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა.

დღეს, 12:48

"შენების პროცესში ვართ, თუმცა ქულების ფლანგვა მაინც არ გვეპატიება", - პირლო

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ თავისი გუნდის შესახებ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:27

"მანჩესტერის ინტერესი სანჩოზე უარყოფითად აისახა", - დორტმუნდის მწვრთნელი

დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ლუსიენ ფავრმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ჯეიდონ სანჩოს შესახებ:

დღეს, 12:20

"მესიმ იუვენტუსის შესახებ ყველაფერი იცის", - პიანიჩი

"ბარსელონას" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა ტურინის "იუვენტუსთან" შეხვედრის წინ, საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:34

რონალდუ: "გალიაში გამომწყვდეული ცხოველივით ვარ"

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ "ბარსელონასთან" დაპირისპირებას გამოტოვებს.

დღეს, 11:16

"მიზანს მივაღწიეთ - ბარსა მსოფლიოსთვის პატივსაცემი და საყვარელი კლუბი გახდა", - ბართომეუ

"ბარსელონას" პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ხოსეპ მარია ბართომეუმ პირველი კომენტარი გააკეთა:

დღეს, 10:58

"მარსელს არ აქვს გვარდიოლას შესანახი ფული და ამიტომ, მათ მე ვყავარ", - ბოაში

მარსელის "ოლიმპიკის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა "მანჩესტერ სიტისთან" განცდილი მარცხი შეაფასა:

დღეს, 10:48

კაზემირო: "გლადბახმა სულ ორჯერ შეგვიტია"

მადრიდის "რეალის" საყრდენმა ნახევარმცველმა, კარლოს კაზემირომ მიუნხენგლადბახის "ბორუსიასთან" შეხვედრა შეაფასა:

დღეს, 10:39

ქამბექების მეფეები - რეალმა პირადი რეკორდი განაახლა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" მიუნხეგლადბახის "ბორუსიასთან" 87-ე წუთამდე ანგარიშით 0:2-ს აგებდა.

დღეს, 10:32

ჩემპიონთა ლიგა: გამოკვეთილად ცენტრალური მატჩი, თუნდაც ეპოქალური დუელის გარეშე

დღეს საღამოს საფეხბურთო გურმანებს ელით ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დასკვნითი აკორდი. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

დღეს, 10:01

ენფილდის მეფე: სალაჰის ბრწყინვალე სტატისტიკა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 03:09

"იმედია, მალე გათენდება" - კლოპი ფაბინიოს ტრავმაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 03:07

"ფრე? მოგებასაც ვიმსახურებდით", - ზიდანი მატჩის შემდეგ

მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგზე "გლადბახთან" 2:0 აგებდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:55

"ასე უნდა გავაგრძელო" - ჟოაო ფელიქსი დუბლით კმაყოფილია

ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "ატლეტიკო" "ზალცბურგს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 02:51

შვარცერი: "ვეტერანი პეტრ ჩეხი ჩელსის მოქმედ მეკარეებზე უკეთესი იყო"

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი მეკარე მარკ შვარცერი ლონდონური გუნდის კიპერებზე საუბრობს.

დღეს, 02:45

კაზემიროს დიდებული მატჩი - პირველად 54 შეხვედრის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალმა" "გლადბახთან" ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:39

დიეგო ჟოტას გოლი ლივერპულისთვის ისტორიული გამოდგა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" "მიდტიულანდს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:30

უახლესი ინფორმაცია: როგორია დავით ხოჭოლავას ტრავმის სიმძიმე?

დონეცკის "შახტარის" ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ "ინტერთან" მატჩში მოედანი ტრავმის გამო დატოვა.

დღეს, 02:26

გვარდიოლას ხელში სტერლინგი ბრწყინვალე შედეგებს აფიქსირებს

ინგლისელმა შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა კვლავ გაიბრწყინა და ამჯერად "მარსელს" გაუტანა.

დღეს, 02:23

ბენზემამ მესის, რონალდუს და რაულის შედეგი გაიმეორა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მადრიდის "რეალი" "გლადბახს" დაუპირისპირდა და ფრედ 2:2 ითამაშა.

დღეს, 02:20

კვლავ გოლგაუშვებლად: ლივერპულმა მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპული" "ზალცბურგს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 02:03

ფელიქსის დუბლი - ატლეტიკომ პირველი მატჩი მოიგო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "ატლეტიკო" და "ზალცბურგი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:00

ბეწვის ხიდზე - რეალი გლადბახთან მარცხს სასწაულებრივად გადაურჩა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „რეალი“ სტუმრად „გლადბახს“ დაუპირისპირდა და მარცხს სასწაულებრივად გადაურჩა - 2:2.

დღეს, 01:58

სიტიმ სტუმრად მარსელი არ შეიმჩნია [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში „სიტიმ“ სტუმრად „მარსელი“ 3:0 გაანადგურა.

დღეს, 01:58

ოფიციალურად: ბართომეუ ბარსელონადან წავიდა

„ბარსელონას“ პრეზიდენტის გადადგომა ოფიციალურად დადასტურდა.

დღეს, 01:06

ხოჭოლავას შახტარის მორიგი ბრწყინვალე მატჩი და ფრე ინტერთან!

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დონეცკის "შახტარი" "ინტერს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

გუშინ, 23:54

ბაიერნმა მოსკოვიდან დაგეგმილი 3 ქულა წამოიღო [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის ფარგლებში მიუნხენის "ბაიერნი" მოსკოვის "ლოკომოტივს" ესტუმრა.

გუშინ, 23:48

ოფიციალურად: რონალდუმ კორონავირუსი ვერ დაამარცხა, მესისთან დუელი არ შედგება

ოფიციალურად დადასტურდა, რომ კრიშტიანუ რონალდუს კორონავირუსის ტესტმა კიდევ ერთხელ დადებითი პასუხი აჩვენა.

გუშინ, 23:41

ინტერთან მატჩში ხოჭოლავამ მოედანი ტრავმის გამო დატოვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს დონეცკის "შახტარი" და "ინტერი" უპირისპირდებიან.

გუშინ, 23:33

ბართომეუ ბარსელონას პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა

ესპანური წამყვანი გამოცემების უმეტესობა, მათ შორის Marca, Mundo Deportivo და Diario Sport-ი ამტკიცებენ, რომ ხოსეპ მარია ბართომეუ

გუშინ, 23:11
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10