ავტორიზაცია

პეპე რეინამ დაასახელა საუკეთესო მეკარე, რომელთან ერთადაც უთამაშია

პეპე რეინამ დაასახელა საუკეთესო მეკარე, რომელთან ერთადაც უთამაშია
თარიღი 10 ნოე 2020, 20:04
„ლაციოს“ გოლკიპერმა, ხოსე რეინამ, აირჩია საუკეთესო მეკარე, ვისთან ერთადაც ერთ გუნდში უთამაშია.

„იკერ კასილასი. მრავალი წლის მანძილზე იკერი იყო ის, ვინც უმაღლეს დონეს და სტაბილურობას განასახიერებდა. კასილასმა ეპოქა შექმნა, ამიტომ მას ავირჩევ.

იყვნენ ასევე ნოიერი, დონარუმა, დე ხეა, ვალდესი... მე ყოველისგან რაღაც ვისწავლე.“ - აღნიშნა რეინამ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალურად, კასილასმა კარიერის დასრულების შესახებ ამა წლის აგვისტოში გამოაცხადა. ისე კი, მოედანზე 2019 წლის 1 მაისის შემდეგ არ გასულა, როდესაც „პორტუს“ ვარჯიშზე ინფარქტი გადაიტანა.