ავტორიზაცია

"იტალიის ნაკრების სათავეში, ორი შეცდომა დავუშვი", - მწვრთნელი, რომელმაც სკუადრა აძურა მუნდიალზე ვერ გაიყვანა

"იტალიის ნაკრების სათავეში, ორი შეცდომა დავუშვი", - მწვრთნელი, რომელმაც სკუადრა აძურა მუნდიალზე ვერ გაიყვანა
თარიღი 10 Nov 2020, 23:13
იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჯანპიერო ვენტურამ, გუნდში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

მასთან ერთად, სკუადრა აძურამ 2018 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპი ვერ გაიარა, როდესაც შვედეთთან პლეი-ოფში დამარცხდა.

„ჩემი პირველი შეცდომა იყო, რომ ნაკრებში დაპატიჟებას დავთანხმდი, მეორე კი - უფრო ადრე რომ არ წავედი.

მიკროკლიმატი საკმაოდ მტრული იყო, ყველაფერი ჩვენს წაგებაზე მიანიშნებდა. იტალიის სასიკეთოდ, უფრო ადრე უნდა წავსულიყავი.

სიმართლე გითხრათ, როდესაც ნაკრების მწვრთნელობისთვის ვემზადებოდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ პოლიტიკოსები სხვა ადამიანის დანიშვნას აპირებენ.

„ტორინოსთან“ კონტრაქტით კიდევ ორი წელი მქონდა დარჩენილი, მაგრამ მარჩელო ლიპიმ თქვა, რომ მე მთავარ კანდიდატად შემარჩიეს, ამ ვარიანტზე დიდხანს ვფიქრობდი. ყველა დათანხმებას მირჩევდა, ეს ჩემი კარიერის მწვერვალი უნდა ყოფილიყო. მხოლოდ კლუბის თანამშრომლები მირჩევდნენ, კარგად დავფიქრებულიყავი.

შემოთავაზებას დავთანხმდი და გემის კაპიტანი გავხდი, რაც საშინელი შეცდომა აღმოჩნდა. როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სხვა მწვრთნელის ხილვას ელოდა, გასაგები გახდა, რომ ყველაფერი იდეალურად არ იწყებოდა. თავიდანვე უნდა მივხმვდარიყავი, რომ გაუგებრობა იყო.“ - აღნიშნა ვენტურამ.