» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა


10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

წარმოგიდგენთ გასული საფეხბურთო უიკ-ენდის 10 ყველაზე დასამახსოვრებელ მოვლენას. ერთი სამწუხარო მიზეზის გამო, საუბარი იქნება არა მხოლოდ ევროპის ტოპ-5 ლიგის შესახებ.

ბეილის ჩაშხამებული შინ დაბრუნება

"ტოტენჰემსა" და "ვესტ ჰემ იუნაიტედს" შორის გამართული ლონდონური დერბის მთავარი მოვლენა გარეტ ბეილის სახლში დაბრუნება უნდა ყოფილიყო. ქამბექი შედგა, მაგრამ არა ისე, როგორც ეს "ჰოტსპურის" ქომაგებს ჰქონდათ წარმოდგენილი. უელსელი მოედანზე შემოვიდა 72-ე წუთზე, მაშინ, როდესაც მისი გუნდი "ჩაქუჩებს" 3:0-ს ანადგურებდა.

ბევრს ეგონა, რომ "დეზების" შემტევი გაზრდიდა სხვაობას, თუმცა მოხდა სრულიად საპირისპირო, კერძოდ კი "ლურჯ-წითლების" დაუჯერებელი ქამბექი შეხვედრის მიწურულს. 82-94 წუთის შუალედში, "სპურსმა" მიიღო 3 ბურთი და ცნობისთვის, მასპინძელთა 9-იანს მატჩის გადარჩენა შეეძლო.

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

ბარსელონამ კუმანის ხელში პირველი წაგება იგემა

"ბარსელონას" პირველმა მარცხმა რონალდ კუმანის ხელში დიდხანს არ გვალოდინა. საერთაშორისო შესვენებამდე, გუნდმა დაკარგა პირველი ქულები, საკლუბო ფეხბურთის განახლების შემდეგ კი "ბლაუგრანამ" "ხეტაფესგან" მინიმალური ანგარიშით (1:0) წაგებაც იგემა.

ლა ლიგაში ჩატარებული ოთხი შეხვედრის შემდეგ, კატალონიელების ანგარიშზე ფიქსირდება ორი გამარჯვება, ერთი ფრე და ერთი მარცხი. ცალკე აღნიშნვის ღირსია ანტუან გრიზმანის უბრალოდ კოშმარული სტატისტიკა, რომელმაც სეზონის დაწყების შემდეგ, ერთი სასარგებლო ქმედებაც კი ვერ განახორციელა.

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

დაცვის გარეშე მოთამაშე ჩელსი

ლონდონის "ჩელსიმ" კვლავ დაკარგა ქულები და თანაც ისევ სამი გოლის გაშვებით. პრემიერ ლიგაში ჩატარებული ხუთი ტურის შემდეგ, გუნდის ანგარიშზე ფიქსირდება 13 გატანილი და 9 გაშვებული ბურთი. ცალკე აღნიშნვის ღირსია კეპა არისაბალაგას კატასტროფული შედეგი.

ბასკის კარში განხორციელებული უკანასკნელი შვიდი დარტყმიდან, ხუთი სწორედ გაშვებული გოლით დასრულდა. რაც შეეხება მის ახალ კონკურენტს, ედუარდ მენდის, სანაკრებო მატჩებიდან ის დაბრუნდა ტრავმირებული, რის შედეგადაც "არისტოკრატების" კარში ჩადგომა მან ვერ მოახერხა.

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

დიბალას ჭირვეულობა - იუვენტუსის კიდევ ერთი პრობლემა

კორონავისურით დაინფიცირებული კრიშტიანუ რონალდუს გარეშე მყოფმა ტურინის "იუვენტუსმა" გასვლაზე "კროტონეს" დამარცხება ვერ მოახერხა (1:1). აღნიშნული მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა "ბებერი ქალბატონის" შემტევმა, პაულო დიბალამ, რომელიც ანდრეა პირლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო აღმოჩნდა.

არგენტინელი ღიად დაუპირისპირდა "ბიანკონერის" სპორტულ დირექტორს, ფაბიო პარატიჩის და უნდა ითქვას, ფეხბურთელის მოთვინიერება მან ვერ მოახერხა. "სინიორას" ფორვარდმა გუნდს წაუყენა ულტიმატუმი: გარანტირებული ადგილი სასტარტოში კიევის "დინამოსთან" მატჩზე.

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

ფერნანდეშმა პენალტი გააფუჭა

"ნიუკასლ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში პენალტი ვერ გამოიყენა პრემიერ ლიგის 11-მეტრიანების მთავარმა დამრტყმელმა, ბრუნო ფერნანდეშმა. ცნობისთვის, "კაჭკაჭებთან" მატჩამდე, მისი მაჩვენებელი 10/10-ს უდრიდა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: გასული სეზონის დაწყებიდან დღემდე, "ეშმაკებს" დაუდეს 17 პენალტი.

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

კვარაცხელიამ ტრავმა მიიღო

"კრასნოდარისა" და ყაზანის "რუბინის" შეხვედრა დასრულდა მასპინძლების გამარჯვებით, თუმცა ჩვენთვის ამ შეხვედრაში დაფიქსირდა ერთი უსიამოვნო ფაქტი - მოედანზე შემოსვლიდან 25 წუთში, ხვიჩა კვარაცხელიამ მიიღო ტრავმა და მოედანი დატოვა. მისი დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

მილანის საჩემპიონო კურსი

"მილანმა" დერბი დელა მადონინაში ზლატან იბრაჰიმოვიჩის დუბლით დაამარცხა მეზობელი "ინტერი", ანგარიშით 2:1. როგორც ვხედავთ, სერია -ს მიმდინარე სეზონის მთავარი აღმოჩენის ანგარიშზე უკვე 4/4 მოგება ფიქსირდება. "როსონერი" კალჩოში ჯერჯერობით ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულები არ დაუკარგავს.

ამის გარდა, სასტარტო ოთხ შეხვედრაში გამარჯვების მოპოვებით, "შავ-წითლებმა" გაიმეორეს 1995-1996 წლების მიღწევა და აღსანიშნავია ის, რომ მაშინ იტალიის ჩემპიონატი სწორედ მათი ტრიუმფით დასრულდა. "ეშმაკებს" წვრთნიდა ფაბიო კაპელო, რომელიც თავის ყოფილ გუნდს წელს მოულოდნელ ფავორიტად უწოდებს.

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

რეალის მშრალი, შინაური მარცხი სეგუნდადან აღზევებულ გუნდთან

მადრიდის "რეალისა" და "კადისის" შეხვედრაში აშკარა ფავორიტად მოიაზრებოდნენ მასპინძლები, სრულიად დამსახურებულადაც, თუმცა სეგუნდა დივიზიონიდან აღზევებულმა გუნდმა მოულოდნელი სიხარული გაიზიარა. "სამეფო კლუბი" დამარცხდა შინ ანდალუსიელებთან და ცნობისთვის, პირველად თავის ისტორიაში.

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

სუარესზე წინ მხოლოდ რონალდუა

სანამ "ბლანკოსისა" და "ლურჯ-ბროწეულისფრების" თავდასხმაში მძინვარებს კრიზისი, მადრიდის "ატლეტიკო" ლუის სუარესთან ერთად, მორიგ მოწინააღმდეგეს ამარცხებს. ურუგვაელმა გაუტანა ვიგოს "სელტას" და პრიმერაში 150-ე გოლი ჩაიწერა. მას საამისოდ დასჭირდა 195 მატჩი და ჩემპიონატს ახსოვს მხოლოდ ერთი მოთამაშე, რომელმაც ეს "ინდიელთა" ფორვარდზე მალე გააკეთა.

საუბარია რონალდუს შესახებ - 150 გოლი, 140 შეხვედრაში, "თეთრების" შემადგენლობაში. "როხიბლანკო" "ასულგრანას" უსწრებს ერთი ქულით, მეზობლებს კი ორი ქულით ჩამორჩება. აღარავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ "თეთრ-წითლები", სამხრეთ ამერიკელთან ერთად, საჩემპიონო გუნდი არიან.

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

ვან დეიკს დავემშვიდობეთ, დიდი ხნით

"ლივერპულისა" და "ევერტონის" შეხვედრის მთავარი მოვლენა გამოდგა არა ანგარიში, ან რომელიმე გოლი, არამედ ვირჯილ ვან დეიკის ჯვარედინი მყესების გაწყვეტა. ნიდერლანდელმა მოედანი დატოვა უკვე მე-11 წუთზე და როგორც ირკვევა მინიმუმ 6 თვით. მოკლედ, მერსისაიდელთა დაცვაში პრობლემებია, მინიმუმ სეზონის ბოლომდე.

10 ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი, რაც გასულ საფეხბურთო უიკ-ენდზე მოხდა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მოურინიო: "არავის ადარდებს ის ფაქტი, რომ ტოტენჰემმა ერთ კვირაში 4 მატჩი ჩაატარა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის გადატვირთული გრაფიკის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:43

"VAR-ით ფეხბურთს დავკარგავთ", - რობერტსონი

ჯეიმს მილნერისა და ჯორდან ჰენდერსონის შემდეგ, VAR-ი გააკრიტიკა "ლივერპულის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა: ენდი რობერტსონმა.

დღეს, 13:15

კლოპი: "ტიტულების მოგებაზე წინასწარ ვეღარ ვფიქრობ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის გადატვირთული გრაფიკის შესახებ უკმაყოფილება კიდევ ერთხელ

დღეს, 13:04

რამდენად სერიოზულია ალისონის ტრავმა?

"ლივერპულის" მეკარემ, ალისონ ბეკერმა ამსტერდამის "აიაქსთან" შეხვედრაში ბარძაყის ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო.

დღეს, 12:56

"რონალდუს მსგავსი მენტალურად ძლიერი ფეხბურთელი არ მახსენდება", - ალეგრი

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ შეაქო თავისი ექს-შეგირდი, კრიშტიანუ რონალდუ:

დღეს, 12:45

ESPN-მა წლის საუკეთესო ცენტრალური, მარჯვენა და მარცხენა მცველები დაასახელა

ESPN-მა 2020 წლის საუკეთესო ცენტრალური, მარჯვენა და მარცხენა მცველები დაასახელა. ვხედავთ "ლივერპულის" სრულ დომინირებას.

დღეს, 12:34

"აგიხსნით, თუ რატომ იქნებოდა მესის გაყიდვა ბარსელონასთვის კარგი", - ტუსკეტსი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლეს ტუსკეტსმა ახსნა, თუ რატომ გაყიდიდა ის ლეო მესის:

დღეს, 12:25

დე ბრუინის მომავალი ძალიან მალე გაირკვევა

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის მომავალი ძალიან მალე გაირკვევა.

დღეს, 12:15

"მანჩესტერი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:09

ბალოტელი ცალი ფეხით ახალ გუნდშია

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, სკანდალურად ცნობილი მარიო ბალოტელი ახალ გუნდში პრაქტიკულად უკვე გადავიდა.

დღეს, 11:57

მოურინიო: "სამწვრთნელო საქმიანობაში გადატრიალება მოვახდინე"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავის საქმიანობასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:45

ლა ლიგის გუნდი, რომელიც ისკოს არ ეშვება

El Chiringuito TV-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" შემტევ ნახევარმცველს, ისკო ალარკონს ლა ლიგაში მსურველი კვლავ ჰყავს.

დღეს, 10:43

ორი ქართველი UFC-ის ერთ ივენთზე - დოლიძის უპირატესობა და თოფურიას ურთულესი გამოცდა

ხვალ, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით დილის 04:00 საათიდან UFC Fight Night-ის ფარგლებში ერთ ქარდზე ორ ქართველ მებრძოლს ვიხილავთ.

დღეს, 10:34

"კავანიმ კრიტიკოსები უკვე დაადუმა", - კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, ედინსონ კავანის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:21

ხედირა ბუნდესლიგაში დაბრუნდება?

Calciomercato-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" საყრდენ ნახევარმცველს, სამი ხედირას ბუნდესლიგაში მსურველი ჰყავს.

დღეს, 10:16

იუვენტუსმა მორატას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ტურინის "იუვენტუსმა" ალვარო მორატას თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

დღეს, 10:09

"ვეცდებით ბარსელონას კარში სამი გოლის გატანას", - ბონუჩი

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ "ბარსელონასთან" მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:04

რას ვუყუროთ დღეს? - რეალი სევილიაში, ბუნდესლიგის საჩემპიონო ბრძოლა და სხვა

დღეს, გაიმართება არაერთი საინტერესო შეხვედრა და პირველ რიგში გამოსარჩევია მადრიდის "რეალის" სტუმრობა "სევილიასთან".

დღეს, 09:53

კინი: "ტოტენჰემი ჩემპიონობისთვის მზად არ არის"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიატნმა, როი კინმა "ტოტენჰემის" საჩემპიონო შანსების შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 09:45

8 ერი: საქართველო ფიჯისთან რევანშისთვის და მეშვიდე ადგილისთვის იბრძოლებს [პრევიუ]

საქართველოს ნაკრები დღეს შემოდგომის ერთა თასზე ბოლო შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნები" მეშვიდე ადგილისთვის მატჩში "მარიფილდზე" ფიჯის შეერკინებიან.

დღეს, 06:31

მნიშვნელოვანი მატჩის წინ, რეალს კაპიტანი კვლავ გამოაკლდა

ლა ლიგის ტურის გამორჩეული შეხვედრა ანდალუსიაში, "სევილიასა" და მადრიდის "რეალს" შორის შედგება.

დღეს, 02:56

რუმენიგე: "ნოიერი წითელი ღვინოს მსგავსადაა"

მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელი კარლ-ჰაინც რუმენიგე ამავე გუნდის მეკარეზე, მანუელ ნოიერზე საუბრობს.

დღეს, 02:53

"თავის გამოცდა ინგლისში მსურს" - ალეგრი პრემიერ ლიგაში მიდის?

ტურინის "იუვენტუსიდან" წასვლის შემდეგ, იტალიელი სპეციალისტი მასიმილიანო ალეგრი უკლუბოდაა.

დღეს, 02:50

ამ სეზონში მე-16! - მიქაუტაძემ მორიგი გოლი გაიტანა [VIDEO]

საფრანგეთის სახელით მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი ჟორჟ მიქაუტაძე მეტოქეების რბევას განაგრძობს.

დღეს, 02:44

ყაზაიშვილი და კაშია სან ხოსეს ემოციურად დაემშვიდობნენ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა გურამ კაშიამ და ვაკო ყაზაიშვილმა "სან ხოსე" დატოვეს.

დღეს, 02:37

ყაზახეთის წლის სიმბოლურ გუნდში 2 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა!

ყაზახეთის ჩემპიონატის 2020 წლის სიმბოლურ გუნდში ერთბაშად 2 ქართველი ფეხბურთელი მოხვდა.

დღეს, 02:32

ვაისი: "ჯანო ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია"

საქართველო ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ვლადიმირ ვაისმა 28 წლის ნახევარმცველზე ჯანო ანანიძეზე ისაუბრა.

დღეს, 02:29

ყაზაიშვილის შემდეგ, სან ხოსე კაშიამაც დატოვა

ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ, "სან ხოსე" საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა.

დღეს, 02:26

უეფას ოცწლეულის საუკეთესო გუნდი ცნობილია

უეფამ ოცწლეულის საუკეთესო გუნდი დაასახელა. ისმის კითხვა - რა იყო აღნიშნულ დრიმ თიმში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმი?

გუშინ, 23:41

ოფიციალურად: ვაკო ყაზაიშვილმა სან ხოსე დატოვა

რამდენიმე დღის წინ, მოგახსენეთ, რომ ვაკო ყაზაიშვილსა და გურამ კაშიას გუნდში პრობლემები ჰქონდათ და მალე წავიდოდნენ.

გუშინ, 23:40
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10