» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

როგორც იქნა! მონატრებული ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო მატჩებით ბრუნდება


როგორც იქნა! მონატრებული ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო მატჩებით ბრუნდება

იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის, სპორტულ ასპარეზზე საუკეთესო საკლუბო ტურნირი ბრუნდება!

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ხშირად პროგნოზირებადი გამოდის და ამიტომ, დაძაბულობითა და ინტერესით პლეი-ოფის სტადიებთან აშკარად აგებს. თუმცა, წელს ამის თქმის უფლება არ გვაქვს, რადგან პირველივე სათამაშო დღეს, იმდენი საინტერესო და კარგი საყურებელი მატჩი გველის, რომ ყველას სანახავად რამდენიმე მოწყობილობა დაგჭირდებათ.

დღეს გახსნის ორი თბილისის დროით 20:55 საათზე დანიშნული მატჩი, რომელთაგან ერთ-ერთში ტურნირის მუდმივი ერთ-ერთი ფავორიტი, ტურინის „იუვენტუსი“ ითამაშებს, რომელიც სტუმრად კიევის „დინამოს“ დაუპირისპირდება.

მეორე შეხვედრაში კი სანქტ-პეტერბურგის „ზენიტი“ საკუთარ კედლებში ბელგიურ „ბრიუგეს“ დაუპირისპირდება.

„დინამო კიევი" - „იუვენტუსი" [20:55]

როგორც იქნა! მონატრებული ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო მატჩებით ბრუნდება

„დინამო კიევი“ სეზონის სტარტზე „შახტარის“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ ჩაიბარა, რამაც დედაქალაქური კლუბის გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და რუმინელი სპეციალისტი გუნდიდან დებიუტის გარეშე წასვლასთანაც ახლოს იყო. თუმცა, გამბედაობა ეყო, დარჩა და ყოფილ გუნდს სუპერთასიც მოიგო. მეტიც, ამჟამად „დინამო“ პირველ ადგილზე იმყოფება და მთავარ კონკურენტ „შახტარს“ 2 ქულით უსწრებს.

„იუვენტუსისთვის“ კი ეს ერთ-ერთი ყველაზე გაუგებარი სეზონია. კამპანიის სტარტზე გუნდი ლეგენდარულმა, მაგრამ გამოუცდელმა ანდრეა პირლომ ჩაიბარა და ჯერჯერობით არავინ იცის, რას მოახერხებს იტალიელი სპეციალისტი გუნდის სათავეში. იტალიის ჩემპიონატში ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი იდეალურადაა - გუნდმა 4 მატჩში 2 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და ამჟამად მეხუთე პოზიციას იკავებს. ორი მოგება გუნდს ფურცელზე უწერია, თორემ რეალურად „იუვემ“ მხოლოდ ერთი მოიგო - „ნაპოლისთან“ გამარჯვება გუნდს იმის გამო მიენიჭა, რომ „პარტონოპეი“ ტურინში მატჩზე მთავრობამ გუნდში კოვიდ19-ს დადასტურების გამო არ გაუშვა და ტექნიკური მარცხიც მიუთვალა.

ამ შეხვედრაში ბებერ სინიორას კრიშტიანუ რონალდუ გამოაკლდება, რომელიც კორონავირუსს ებრძვის.

შემდეგ კი მოდის უკვე სტანდარტულად, 23:00 საათზე ჩანიშნული მატჩები:

„ბარსელონა“ – „ფერენცვაროში“

როგორც იქნა! მონატრებული ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო მატჩებით ბრუნდება

კატალონიურმა კლუბმა ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ზაფხული გამოიარა - გუნდიდან წასვლის ზღვარზე იყო ლეო მესი, რომლის შეიძლება ითქვას ძალად დატოვება მაინც მოხერხდა და რონალდ კუმანის შეგირდებმა სეზონი ლა ლიგაში ორი მოგებით დაიწყეს. თუმცა, შემდეგ იყო ფრე „სევილიასთან“ და მარცხი „ხეტაფესთან“. ამიტომ, ჰოლანდიელი სპეციალისტის „ბლაუგრანაზე“ ჯერ რაიმე კონკრეტულის თქმა რთულია.

თავის მხრივ, „ფერენცვაროში“ უნგრეთის ჩემპიონატში 5 მატჩში 4 მოგებითა და 1 ფრით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარს 1 ქულით უსწრებს, თუმცა ერთი მატჩით ნაკლებიც აქვს ჩატარებული და თეორიულად, 4 ქულით წინაა.

„ჩელსი“ – „სევილია“

როგორც იქნა! მონატრებული ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო მატჩებით ბრუნდება

ფრენკ ლამპარდის „ჩელსი“ გასული სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე აქტიური და ხმაურიანი გუნდი იყო - არაერთი ვარსკვლავის დამატების შემდეგ, ხალხმა „პენსიონერებს“ წინასწარვე ჩაუწერა ყველა ტურნირის ფავორიტობა და მინიმუმ ერთი ტურნირის მოგება. თუმცა, ფეხბურთი ასე არ მუშაობს და ყველა გუნდს სჭირდება დრო შეთამაშებისთვის.

პრემიერ ლიგის სტარტზე, „ჩელსი“ ძალიან შედეგიან ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ბევრ გოლსაც უშვებს, რაც ორჯერ ნათამაშებ 3:3-დანაც კარგად ჩანს (თანაც, არც თუ ისე ძლიერ მეტოქეებთან, „ვესტ ბრომვიჩი“ და „საუთჰემპტონი). დავუმატოთ ამ ყველაფერს „ლივერპულთან“ მარცხი და მივიღებთ იმას, რომ 5 მატჩში, 15 შესაძლოდან „ჩელსიმ“ მხოლოდ 8 ქულა აიღო და ამჟამად, მერვე პოზიციას იკავებს.

ხულენ ლოპეტეგის „სევილიას“ სხვა ევროთასის მეფედ ვიცნობთ. ევროპა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ჩემპიონთა ლიგაზე ხილვა ბევრს ეუცნაურება კიდეც, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, ანდალუსიელებს მიზნად ისევ მესამე პოზიციის დაკავება და ევროპა ლიგაზე გადასვლა ჰქონდეთ გეგმაში. ამიტომ, ქულები „სტემფორდ ბრიჯზეც“ კი მოსაპოვებელია. ლა ლიგაში „სევილიამ“ ორი მოგებით დაიწყო, თუმცა შემდეგ, „ბარსელონას“ მსგავსად, ფრე და მარცხი იწვნია და 12 შესაძლოდან 7 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს.

„ლაციო“ – „დორტმუნდი“

როგორც იქნა! მონატრებული ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო მატჩებით ბრუნდება

მშენებლობის პროცესში მყოფი „იუვენტუსის“ ფონზე, სერია ა-ს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებში მოიხსენიებდნენ „ლაციოსაც“. თუმცა, სიმონე ინძაგის გუნდმა პირველ 4 მატჩში მხოლოდ 4 ქულა აიღო (1 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი) და მე-15 პოზიციას იკავებს. გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას ხაზს უსვამს ბოლო ტურში „სამპდორიასთან“ 0:3 განადგურებაც. თუმცა, „არწივები“ 2007 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე და შესაძლოა, ამ ტურნირზე სულ სხვა მოტივაციაც ჰქონდეთ.

დორტმუნდში“ სიტუაცია გაცილებით სტაბილურია - ერლინგ ჰოლანდი კვლავაც დაფრინავს და გოლს გოლზე იტანს (როგორც კლუბში, ისე ნაკრებში). გუნდი კი 4 ტურის შემდეგ 9 ქულით მესამე ადგილს იკავებს და მოპოვებული ქულებით არც ჩემპიონ „ბაიერნს“ ჩამორჩება. დამატებითი მაჩვენებლების გარეშე, წინ მხოლოდ „ლაიპციგია“ 10 ქულით.

„პსჟ“ – „მანჩესტერ იუნაიტედი“

როგორც იქნა! მონატრებული ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო მატჩებით ბრუნდება

2018/19 წლების ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის გამეორება, სადაც პარიზელებმა „ოლდ ტრაფორდზე“ 2:0 მოიგეს და თითქოს, როგორც იქნა, წყეული 1/8-ფინალის ბარიერიც დაძლიეს. თუმცა, „პარკ დე პრენსზე“ საკმაოდ სუსტ „მანჩესტერთან“ 1:3 წაგება მოახერხეს და ტურნირს ისევ წარუმატებლად გამოეთიშნენ.

თუმცა, დღეს სულ სხვა, უკვე ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის სტატუსის მქონე „პარიზია“ და გაცილებით უკეთეს „იუნაიტედსაც“ ეთამაშება - ბრუნო ფერნანდეში და კამპანია, „ტოტენჰემთან“ განადგურების (1:6) მიუხედავად, სეზონის სტარტზე საკმაოდ სანახაობრივ შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუმცა სტაბილურობა მაინც აკლიათ.

ხაზგასასმელია, რომ ამ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს „პსჟ-ს“ ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, ედინსონ კავანი, რომელმაც „პარიზთან“ კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, „მანჩესტერს“ მიაშურა და დღევანდელ მატჩში სწორედ თავის ახალ გუნდს უგულშემატკივრებს - ოღონდ ტრიბუნიდან, ან სულაც სახლიდან.

„ლაიპციგი“ – „ბაშაქშეხირი“

როგორც იქნა! მონატრებული ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო მატჩებით ბრუნდება

წინა ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი სენსაცია, რომელმაც ტურნირს ჯერ ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემი“ გამოთიშა, შემდეგ კი დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ მიაყოლა და მხოლოდ „პსჟ-ს“ ვერაფერი დაუპირისპირა. გუნდის მთავარი ვარსკვლავი, ახალგაზრდა დაიო უპამეკანოსთან ერთად, მისი ასევე ახალგაზრდა და ნიჭიერი მთავარი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანია, რომელსაც სულ მალე გრანდში დანიშვნასაც უწინასწარმეტყველებენ. როგორც უკვე გითხარით, სეზონის სტარტზე „რედ ბული“ 4 მატჩში მოპოვებული 10 ქულით, ბუნდესლიგის ლიდერია.

„ბაშაქშეხირში“ თამაშობს ერთი ფეხბურთელი, რომელმაც 2013/14-წლებში „ლივერპულს“ პრემიერ ლიგის ჩემპიონობის იმედები დაუსამარა. არა, სტივენ ჯერარდი არა - დემბა ბა, რომელმაც ინგლისელი ლეგენდის ფეხის ასრიალებით ისარგებლა და ბრენდან როჯერსის გუნდს უმნიშვნელოვანესი მატჩი არ მოაგებინა. დემბა ბას ბოლო ექვსი მატჩია გოლი არ გაუტანია. თუმცა, „ჩელსის“ მაისურით, ჩემპიოNთა ლიგაზე მას 6 შეხვედრაში 3 გოლი ჰქონდა გატანილი.

თურქეთის ჩემპიონატში სტამბოლური გუნდი ძალიან ცუდ ფორმაში იმყოფება - 5 მატჩში გუნდმა მხოლოდ 4 ქულა მოიპოვა და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფენა (ბურთების სხვაობა 2:6). თუმცა, ერთადერთი მოგება „ბაშაქშეხირმა“ სწორედ ბოლო ტურში, „ტრაბზონსპორის“ წინააღმდეგ მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის წინ, გუნება შედარებით გამოიკეთა.

„რენი“ – „კრასნოდარი“

როგორც იქნა! მონატრებული ჩემპიონთა ლიგა ძალიან საინტერესო მატჩებით ბრუნდება

ფრანგული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე დიდწილად იმის გამო გავიდა, რომ გასულ სეზონში, კოვიდ19-ის გამო, საფრანგეთის ჩემპიონატი 27 ტურის შედეგად შეაჯამეს, რა დროსაც „რენი“ ოთხეულში იყო, ხოლო ისეთი სახელოვანი გუნდი, როგორიც „ლიონია“, საერთოდ ევროთასების გარეშე დარჩა. თუმცა, დასაკვირვებელი ამ გუნდსაც აქვს ერთი რამ, უფრო სწორედ ერთი ფეხბურთელი - 17 წლის ედუარდო კამავინგა, რომლის შეძენისთვისაც ევროპული გრანდები იბრძვიან. მან უკვე საფრანგეთის ნაკრებში დებიუტიც მოასწრო და უკრაინის ნაკრებს ულამაზესი გოლიც გაუტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ერთდროულად 3 ლიდერი - რა ვითარებაა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში?

მიმდინარე კვირაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრები გაიმართა.

დღეს, 20:03

"მესი და ნეიმარი ერთ კლუბში?", - კუმანი გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება

"ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი ნეიმარის შესაძლო დაბრუნებას გამოეხმაურა.

დღეს, 19:54

"არ ვიჩქარებთ", - ფლიკმა კიმიხის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს-დიტერ ფლიკმა ჯოშუა კიმიხის მდგომარეობაზე ისაუბრა.

დღეს, 19:42

გამოძიების შედეგები: სუარესი იუვენტუსში გადასვლას თაღლითურად ცდილობდა

"ატლეტიკოს" ფორვარდმა, ლუის სუარესმა სექტემბერში იტალიური ენის გამოცდა მოტყუებით ჩააბარა.

დღეს, 19:35

ინტერი და პარი სენ ჟერმენი ზამთრისთვის ხმაურიან გაცვლას ამზადებენ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ინტერმა" და "პსჟ"-მ შეიძლება ნახევარმცველები გაცვალონ.

დღეს, 19:16

ტუხელი პსჟ-ში დარჩენას არაფრის ფასად აღარ აპირებს

ფრანგული „პსჟ-ს“ მთავარი მწვრთნელი გუნდთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს.

დღეს, 18:32

ფოტო: "ილოცეთ, რომ ვერ გიპოვოთ", - ბალოტელის მანქანა დაუზიანეს

იტალიის ნაკრების სკანდალური თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, ვანდალების მსხვერპლი გახდა, რომლებმაც მანქანა დაუზიანეს.

დღეს, 18:29

საქართველომ შემოდგომის ერთა თასზე ასპარეზობა ფიჯისთან მარცხით დაასრულა

შემოდგომის ერთა თასის მეშვიდე ადგილისთვის მატჩში "მარიფილდზე" ერთმანეთს საქართველოს და ფიჯის ნაკრებები შეერკინენ.

დღეს, 18:13

ბარსელონამ ატალანტას 29 წლის ჰოლანდიელ ნახევარცველს დაუმიზნა

„ატალანტას“ ნახევარმცველი, მარტენ დე რონი შესაძლოა „ბარსელონაში“ აღმოჩნდეს.

დღეს, 17:09

იანვრის ტრანსფერი? ზიდანმა 20 წლის შემტევს პირადად დაურეკა

„რეალი“ „ზალცბურგის“ ნახევამრცველს, დომინიკ სობოსლაის უმიზნებს.

დღეს, 16:53

ყველაფერი ბოლო ტურში გაირკვევა: ბათუმმა და თბილისმა გადადებული მატჩები მოიგეს

დღეს გაიმართა ეროვნული ლიგის გამოტოვებული მატჩები, სადაც შეხვედრები ჩემპიონატის ლიდერებმა ჩაატარეს.

დღეს, 16:40

"თუ არაფერი შეიცვალა, ზაფხულში საუთგეიტს პრობლემები შეექმნება", - კლოპი

„ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, პრემიერ ლიგაში 3 ცვლილების წესზე ისაუბრა.

დღეს, 16:36

"ვთქვი, რომ არა, საკმარისია!", - იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ კარიერის დასრულებას აპირებდა

„მილანის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, აღიარა, რომ გასულ ზაფხულს კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა.

დღეს, 16:23

კარიერის დასრულებამდე გვარდიოლა კიდევ 700 მატჩის ჩატარებას აპირებს

„მან.სიტის“ მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

დღეს, 16:15

ლამპარდმა ჩელსისთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა, ლონდონურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა.

დღეს, 16:11

დესტმა აღიარა, თუ რატომ უთხრა უარი ბაიერნს, ბარსელონაში გადასვლის წინ

„ბარსელონას“ მცველმა, სერჟინიო დესტმა, აღიარა, თუ რატომ უთხრა უარი „ბაიერნს“ იქამდე, სანამ კატალონიურ გუნდში გადავიდოდა.

დღეს, 15:58

ზიდანი ფიქრობს, რომ დღეს წაგების შემთხვევაში გუნდიდან გაუშვებენ

დღეს, 5 დეკემბერს, „რეალი“ სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდება.

დღეს, 15:51

ანხელ დი მარია შესაძლოა იტალიის სერია ა-ში ვიხილოთ

„პსჟ-ს“ შემტევი ნახევარმცველი, ანხელ დი მარია შესაძლოა სათამაშოდ იტალიის სერია ა-ში გადაბარგდეს.

დღეს, 15:46

მოურინიო: "არავის ადარდებს ის ფაქტი, რომ ტოტენჰემმა ერთ კვირაში 4 მატჩი ჩაატარა"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდის გადატვირთული გრაფიკის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:43

"VAR-ით ფეხბურთს დავკარგავთ", - რობერტსონი

ჯეიმს მილნერისა და ჯორდან ჰენდერსონის შემდეგ, VAR-ი გააკრიტიკა "ლივერპულის" კიდევ ერთმა ფეხბურთელმა: ენდი რობერტსონმა.

დღეს, 13:15

კლოპი: "ტიტულების მოგებაზე წინასწარ ვეღარ ვფიქრობ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა თავისი გუნდის გადატვირთული გრაფიკის შესახებ უკმაყოფილება კიდევ ერთხელ

დღეს, 13:04

რამდენად სერიოზულია ალისონის ტრავმა?

"ლივერპულის" მეკარემ, ალისონ ბეკერმა ამსტერდამის "აიაქსთან" შეხვედრაში ბარძაყის ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო.

დღეს, 12:56

"რონალდუს მსგავსი მენტალურად ძლიერი ფეხბურთელი არ მახსენდება", - ალეგრი

ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ შეაქო თავისი ექს-შეგირდი, კრიშტიანუ რონალდუ:

დღეს, 12:45

ESPN-მა წლის საუკეთესო ცენტრალური, მარჯვენა და მარცხენა მცველები დაასახელა

ESPN-მა 2020 წლის საუკეთესო ცენტრალური, მარჯვენა და მარცხენა მცველები დაასახელა. ვხედავთ "ლივერპულის" სრულ დომინირებას.

დღეს, 12:34

"აგიხსნით, თუ რატომ იქნებოდა მესის გაყიდვა ბარსელონასთვის კარგი", - ტუსკეტსი

"ბარსელონას" პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა, კარლეს ტუსკეტსმა ახსნა, თუ რატომ გაყიდიდა ის ლეო მესის:

დღეს, 12:25

დე ბრუინის მომავალი ძალიან მალე გაირკვევა

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური ნახევარმცველის, კევინ დე ბრუინის მომავალი ძალიან მალე გაირკვევა.

დღეს, 12:15

"მანჩესტერი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 12:09

ბალოტელი ცალი ფეხით ახალ გუნდშია

ნიკოლა სკირას ტვიტერის თანახმად, სკანდალურად ცნობილი მარიო ბალოტელი ახალ გუნდში პრაქტიკულად უკვე გადავიდა.

დღეს, 11:57

მოურინიო: "სამწვრთნელო საქმიანობაში გადატრიალება მოვახდინე"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ თავის საქმიანობასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:45

ლა ლიგის გუნდი, რომელიც ისკოს არ ეშვება

El Chiringuito TV-ის თანახმად, მადრიდის "რეალის" შემტევ ნახევარმცველს, ისკო ალარკონს ლა ლიგაში მსურველი კვლავ ჰყავს.

დღეს, 10:43
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10