» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე


ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

დღეს, 20 ოქტომბერს სტარტს იღებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი, რომელიც სავსე არის სხვადასხვა სახის პრინციპული დაპირისპირებებით. განვიხილოთ ყველაზე საინტერესო წყვილები.

კავანი პსჟ-ს წინააღმდეგ

კავანი "პარი სენ-ჟერმენის" შემადგენლობაში გახდა კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, თუმცა თავდამსხმელთან განშორება საკმაოდ უღიმღამოდ მოხდა. ურუგვაელი შეუერთდა "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "პსჟ"-ს მეტოქე აღმოჩნდა.

ედინსონს ეძლევა პარიზისთვის იმის დამტკიცების შესაძლებლობა, რომ კლუბმა მის მიმართ მიიღო ნაჩქარები გადაწყვეტილება, თუმცა სამწუხაროდ, აღნიშნული გუნდების პირველ მატჩი "ეშმაკების" ახალწვეული ფორვარდის გარეშე ჩაივლის. მისი ფიზიკური კონდიციები არის ოპტიმალურისგან შორს, აქედან გამომდინარე, სამხრეთ ამერიკელის რევანში გადაიდო.

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

ჰაკიმი რეალის წინააღმდეგ

"რეალის" გულშემატკივრებდი მოუთმენლად ელოდებოდნენ იმ მომენტს, როდესაც ჰაკიმი მათ გუნდში დორტმუნდის "ბორუსიადან" დაბრუნდებოდა. მარჯვენა მცველმა მართლაც დატოვა "შავ-ყვითლების" რიგები, მაგრამ მადრიდმა ის არა დაიბრუნა, არამედ მილანის "ინტერში" გაყიდა.

საქმე ისაა, რომ "სამეფო კლუბი" მაროკოელს ვერ შეპირდა ადგილს ძირითად შემადგენლობაში, სადაც წლების განმავლობაში დანი კარვახალი ბატონობს. "ნერაძურიში" ყველაფერი იყო გაცილებით მარტივად და აქედან გამომდინარე, აშრაფმა "ბლანკოსი" დატოვა. ბედის ირონია: ესპანელი გუნდს გამოაკლდა მინიმუმ თებერვლამდე, "შავ-ლურჯების" ახალწვეულმა კი მომენტალურად გაიბრწყინა.

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

იმობილე დორტმუნდის წინააღმდეგ

რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენის "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ, "დორტმუნდმა" მის შემცვლელად მოიყვანა სწორედ იმობილე, რომელიც ბუნდესლიგაში სერია ა-ს საუკეთესო გოლეადორის რანგში გადმოვიდა. იტალიელის კარიერა არ შედგა "ბორუსიაში", რეანიმირება კი მან შეძლო რომის "ლაციოში", ოქროს ბუცით ხელში.

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ

ევროპა ლიგის გასული სეზონის 1/2 ფინალში, "გველები" შეხვდნენ დონეცკის "შახტარს" და მოწინააღმდეგე ანგარიშით 5:0 გაანადგურეს. დამარცხებულთა რიგებში თამაშობდა დავით ხოჭოლავა, რომელმაც ვერაფერი დაუპირისპირა ლომბარდიელთა ფორვარდს, რომელუ ლუკაკუს. ვნახოთ, რა შეიცვალა ამ სპრინტის შემდეგ.

ინტერი-შახტარი 5:0 (ლუკაკუსა და ხოჭოლავას ეპიზოდი 1:12-დან)



ლაიფციგი პსჟ-ს წინააღმდეგ

ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის 1/2 ფინალური წყვილი და გუნდები, რომელთა შესახებ 10 წლის წინ ევროსარბიელზე არაფერი ისმოდა. როგორც გვახსოვს, "პსჟ"-მ "ლაიფციგი" დაამარცხა 3:0, რის შედეგადაც ფინალის საგზური გაიფორმა. ცხადია, წაგებულ გუნდს გერმანული რევანშის აღების წყურვილი ექნება.

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

ლევანდოვსკი სუარესის წინააღმდეგ

თანამედროვეობის ორი საუკეთესო ცხრიანი, რომელთა გზები აქამდე არაერთხელ გადაყრილა. ლევანდოვსკისა და სუარესის უკანასკნელ შეხვედრაში გამარჯვებული გამოვიდა პირველი, ალბათ გვახსოვს: "რეკორდმაისტერი" "ბარსა" 8:2. ახალ სეზონში ურუგვაელი პოლონელს უკვე მადრიდის "ატლეტიკოს" მოთამაშის რანგში დაუპირისპირდება.

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

ლივერპული ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონების მთავარი აღმოჩენების წინააღმდეგ

"ლივერპული" ხვდება ამსტერდამის "აიაქსს", რომელმაც ფურორი მოახდინა 2018-2019 წლის სეზონში და ბერგამოს "ატალანტას", შარშანდელ გუნდ-სენსაციას. 4-ეულს ხურავს "მიდტიულანდი", მაგრამ ამ კლუბის შესახებ ჯერ არაფერი ვიცით. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ ტრიოს, ველით გოლების წვიმას, უფრო სწორად, სეტყვას.

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

მბაპე მანჩესტერელი თანატოლების წინააღმდეგ

"მანჩესტერის" თავდამსხმელებს განიხილავენ როგორც მომავლის ფეხბურთელებს, თუმცა აღნიშნული ტიტულის მატარებელი თანამედროვოებაში მბაპე არის. რაშფორდს, მარსიალსა და გრინვუდს კილიანის დაჩრდილვის შანსი ეძლევათ. ვნახოთ, ვინ დარჩება გრანდების მთავარ სამიზნედ.

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

მესი რონალდუს წინააღმდეგ

მთავარი, ეპოქალური, საკულტო დაპირისპირება, რომელიც შესაძლოა რონალდუს კორონავირუსით ინფიცირების გამო ჩაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ 21 ოქტომბრისთვის პორტუგალიელი იქნება ჯანმრთელად, მესისთან დუელი უდიდესი ალბათობით შედგება. მოკლედ, ველოდებით ტესტის პასუხებს.

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

ნეიმარი პოგბას წინააღმდეგ

დაპირისპირება, რომელიც აქტუალური იქნება არა მოედანზე, არამედ სოციალურ ქსელებში. ერთი სიტყვით, თანამედროვეობის ორი ყველაზე ტრენდული მოთამაშე, რომელთა აქაუნთებსაც რამდენიმე მილიონი ფოლოვერი ჯგუფური ეტაპის შემდეგ აუცილებლად დაემატება. ველით ორიგინალურ ვარცხნილობებსა და ეკიპირებას.

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

პსჟ მანჩესტერის წინააღმდეგ

"პარი სენ-ჟერმენისა" და "მანჩესტერის" შესახებ ბევრი ითქვა, თუმცა კონკრეტულად გუნდების დაპირისპირების საკითხში ჯერ არა. ალბათ გვახსოვს აღნიშნული გუნდების ბოლო დუელი, რომელშიც თითქოს უშანსოდ დარჩენილმა "იუნაიტედმა" "პსჟ"-ს ბარიერი მაინც დაძლია. იყო ეს ცარიელი გამართლება თუ არა, დღეს გავიგებთ.

ხოჭოლავა ლუკაკუს წინააღმდეგ და კიდევ 10 პრინციპული დუელი ჯგუფურ ეტაპზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

VIDEO: 6 წუთში ორი გოლი! ჰოლანდს ვერავინ აჩერებს

ერლინგ ჰოლანდმა „გლადბახს“ 6 წუთში ორი გოლი გაუტანა.

დღეს, 00:12

ერთადერთი კანდიდატი! რეალს ზიდანის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს

მადრიდის „რეალის“ ზინედინ ზიდანის გაშვების შემთხვევისთვის მისი შემცვლელი უკვე მოძიებული ჰყავს.

გუშინ, 23:55

ფარაონი ევროპაში ბრუნდება! ელ შაარავი კარიერას ყოფილ გუნდში გააგრძელებს

„შანხაი შენხუას“ იტალიელი შემტევი, სტეფან ელ-შაარავი „რომაში“ დაბრუნებასთან არის ახლოს.

გუშინ, 23:45

დიეგო მარადონას ექიმს მისი ხელმოწერების გაყალბებაში ედება ბრალი

ექიმ ლეოპოლდო ლუკეს, რომელიც დიეგო მარადონას მკურნალობით იყო დაკავებული, მაქინაციებშია ბრალდებული.

გუშინ, 23:40

VIDEO: გოლი 96 მეტრიდან! ინგლისის ლიგა 2-ის მეკარემ სასწაული ჩაიდინა

ინგლისის ლიგა 2-ის ბინადარი "ნიუპორტ ქაუნთის" მეკარე, ტომ კინგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

გუშინ, 23:38

მესის გარეშე! EA Sports-მა 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

EA Sports-მა 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

გუშინ, 23:35

დავა გრძელდება - ბარსელონას სეტიენისთვის კომპენსაციის გადახდა არ სურს

"ბარსელონას" გუნდის ექს-მწვრთნელ კიკე სეტიენისთვის კომპენსაციის გადახდა არ უნდა, წერენ ესპანურ პრესაში.

გუშინ, 23:28

მოურინიო: "ჩემი რეკორდების დამხობა ძალიან რთული იქნება"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ლივერპულის" საშინაო წაუგებელი სერიის შეწყვეტას გამოეხმაურა:

გუშინ, 22:36

"კლოპი ცდება, როდესაც დაცვითი ფეხბურთის თამაშს გვაბრალებს", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, იურგენ კლოპს ერთგვარი პასუხი გასცა:

გუშინ, 22:28

"ბრუნოს გადმოსვლამდე, მანჩესტერი ჩელსის კონკურენტიც კი არ იყო", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა, ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:15

ანჩელოტი: "მჯერა თუ არა პირლოსი, როგორც მწვრთნელის?"

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისუბრა თავისი ყოფილი შეგირდის, ანდრეა პირლოს შესახებ:

გუშინ, 22:06

"მანჯუკიჩის ათვალწუნება - იუვენტუსის დიდი შეცდომაა", - Sky Sports-ის ჟურნალისტი

Sky Sports-ის ჟურნალისტმა, სტეფანო დე გრანდისმა ტურინის "იუვენტუსი" მარიო მანჯუკიჩის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

გუშინ, 21:56

ვერონი: "დიბალას მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ"

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, პაულო დიბალას საინტერესო რჩევა მისცა:

გუშინ, 21:47

"მალდინისა და ბარეზის მსგავსი ლიდერი მილანს ახლაც ჰყავს", - ვეა

"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯორჯ ვეამ თავისი ექს-გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 21:36

"მანჩესტერს ამჯერად დავამარცხებთ", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 21:24

რამდენად რეალურია სალაჰის ლივერპულიდან წასვლა?

The Athletic-მა, "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

გუშინ, 21:14

კლოპი: "ტიაგოს შესახებ სეზონის ბოლოს ისაუბრეთ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ტიაგო ალკანტარას შესახებ:

გუშინ, 21:05

ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ჩაიშალა?!

Sky Sports-ის თანახმად, "ინტერის" შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ნაკლებად

გუშინ, 20:57

მიზეზი, რის გამოც ალეგრი ჩელსის მწვრთნელად აღარ განიხილება

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი გათავისუფლებასთან არის ახლოს.

გუშინ, 20:48

სოლსკიაერი: "საუკეთესო პოგბა გვიბრუნდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შეაქო თავისი შეგირდი, პოლ პოგბა, რომელმაც

გუშინ, 20:37

დიეგო კოშტამ პირველი შეთავაზება უკვე იუარა - AS

მოგეხსენებათ, "ატლეტიკოსთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ, დიეგო კოშტა თავისუფალი აგენტია.

გუშინ, 20:28

მანჩესტერ იუნაიტედმა ვან დე ბეკის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო - ESPN

"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობამ ნახევარმცველ ვან დე ბეკის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ, 20:18

"ფულს მე არ ვხარჯავ, მხოლოდ რეკომენდაციებს ვიძლევი", - კლოპი ტრანსფერებზე

"ლივერპულის" მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ამ ზამთარს შემადგენლობის გაძლიერების თაობაზე ისაუბრა.

გუშინ, 20:11

ალეგრი სიაში არ არის - ჩელსიმ ლამპარდის შემცვლელად მთავარი და სათადარიგო ვარიანტები შეარჩია

"ჩელსი" ეძებს სპეციალისტს, რომელიც მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრენკ ლამპარდის ჩანაცვლებას მოახერხებს.

გუშინ, 20:06

ზიდანის ასისტენტი: "რეალის თითოეული მარცხი ბევრ კრიტიკას იწვევს"

"რეალის" მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის ასისტენტმა ბოლოდროინდელ შედეგებზე ისაუბრა.

გუშინ, 19:58

"სულელი არ ვარ", - ლამპარდი ჩელსიდან შესაძლო გათავისუფლებას ეხმაურება

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ფრენკ ლამპარდმა შესაძლო გათავისუფლებაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:51

ფეხბურთელი, რომლის ხილვაც სოლსკიაერს მანჩესტერ იუნაიტედში სურს

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე გუნარ სოლსკიაერმა პრიორიტეტული სამიზნე შეარჩია.

გუშინ, 19:40

ლაციომ დაიმატა აფრიკელი, რომელსაც ფეხბურთი არასოდეს უთამაშია

"ლაციომ" კოტდ'ივუარელ ლარსონ კულიბალისთან კონტრაქტის გაფორმება ოფიციალურად დაადასტურა.

გუშინ, 19:32

"ძალიან გახარებული ვარ და ვამაყობ", - მილიკმა ახალ კლუბში გადასვლა შეაფასა

"ნაპოლის" აწ უკვე ყოფილმა ფორვარდმა, არკადიუშ მილიკმა ახალ კლუბში გადასვლა შეაფასა.

გუშინ, 19:24
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10