» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ჩემპიონთა ლიგა, დღე მეორე: ლევანდოვსკი-სუარესი, დაცვის გარეშე მოთამაშე ლივერპული და ბევრი სხვა


ჩემპიონთა ლიგა, დღე მეორე: ლევანდოვსკი-სუარესი, დაცვის გარეშე მოთამაშე ლივერპული და ბევრი სხვა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი უკვე დაიწყო და გუშინ მაყურებელმა იხილა გუნდები E-დან H ჯგუფის ჩათვლით. დღეს A-D ჯგუფების დრო დგება. განვიხილოთ თითოეული მატჩი ცალ-ცალკე.

A ჯგუფი

ზალცბურგი-ლოკომოტივი (20:55)

ცენტრალური შეხვედრა არ არის ნამდვილად, თუმცა დღევანდელ საფეხბურთო დღეს, მადრიდის "რეალი" - დონეცკის "შახტართან" ერთად, ის გახსნის. ბევრის აზრით, "ზალცბურგი" და "ლოკო" ერთმანეთში გაარკვევენ ევროპა ლიგის მომავალი წევრის ვინაობას, რადგან 1-2 ადგილი ჯგუფში უკვე დაბრონილია, ვის მიერ? პასუხი ქვემოთ.

ბაიერნი-ატლეტიკო (23:00)

დიახ, ჯგუფის მთავარი ფავორიტები სწორედ "ბაიერნი" და "ატლეტიკო" არიან. ცალკე აღნიშნვის ღირსია რობერტო ლევანდოვსკისა და ლუის სუარესის პირადი დუელი, დიეგო სიმეონე თუ ჰანს-დიტერ ფლიკი? ამის გარდა, საინტერესო იქნება პოლონელის დაპირისპირება იან ობლაკთან, რომლის კარში გოლის გატანა არც ისე მარტივია.

მიუნხენელებისა და მადრიდელების ურთიერთდაპირისპირებების ისტორიაში გერმანელების ანგარიშზე ფიქსირდება სამი გამარჯვება, ორი მოგება ესპანელებისაზე, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. მოკლედ, დღის ცენტრალური შეხვედრის დაწყებისთვის უკვე ყველაფერი მზად არის.

B ჯგუფი

რეალი-შახტარი (20:55)

"რეალი" ჩემპიონთა ლიგის დაწყებას ხვდება არც ისე კარგ ხასიათზე, მიზეზი - "კადისთან" საშინაო მარცხი, თავდასხმის არაეფექტურობა და ზოგადად, საკადრო პრობლემები. პირველად 1980 წლის ზაფხულის შემდეგ, მადრიდს ერთი ტრანსფერიც კი არ განუხორციელებია.

"სამეფო კლუბის" ლაზარეთში კვლავ რჩება ედენ აზარი, რომელსაც დანი კარვახალი და მარტინ ოდეგორი დაემატნენ. შეგახსენებთ, "შახტართან" შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ, "ბლანკოსს" ლა ლიგაში "ბარსასთან" დუელი ელის. მნიშვნელოვანი იქნება უპრინციპულეს მეტოქესთან მატჩამდე, განწყობის ამაღლება.

ინტერი-გლადბახი (23:00)

ბევრის აზრით, ჯგუფის ფავორიტები არიან "თეთრები" და "ინტერი", თუმცა "გლადბახსა" და დონეცკელებს შეუძლიათ მინიმუმ იტალიელების გამწარება. გერმანელთა მოტივაცია არ იწვევს ეჭვს, მაგრამ ერთი მარტივი მიზეზის გამო, მილანელები მათზე მშივრები იქნებიან. საუბარია 1/8 ფინალში გასვლის შანსის შესახებ.

ზედიზედ ორი წელია, რაც "ნერაძური" ხვდებოდა სიკვდილის ჯგუფში და ბრძოლას ევროპა ლიგაზე აგრძელებდა. მიმდინარე სეზონში კი ყველაფერი თითქოს არც ისე რთულად არის. ცხადია, ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ანტონიო კონტეს განწყობასა და 11-ეულის სწორად შერჩევის ფაქტორზე, რაც სერია ა-ში "შავ-ლურჯებისთვის" უცნაურ გარემოებად იქცა.

C ჯგუფი

მან სიტი-პორტო (23:00)

ყველაზე პოპულარული მოსაზრება - "მან სიტი" ჯგუფის გამოკვეთილი ფავორიტია, დანარჩენები კი ერთმანეთს უბრალოდ გადაჭამენ. პანდემიის შემდეგ, უმაყურებლო ფეხბურთის განახლებამ გვაჩუქა უამრავი სენსაცია და არაა გამორიცხული, მოულოდნელობები მოხდეს აქაც, მითუმეტეს, მანჩესტერელები ნამდვილად არ ბრწყინავენ.

ოლიმპიაკოსი-მარსელი (23:00)

წყვილი, რომელიც "დრაკონებთან" ერთად, იდეაში "ქალაქელებისთვის" რეკვიზიტად არის ჩაფიქრებული. აღნიშნულ შეხვედრაში ფავორიტის გამოცნობა იქნება რთული და რაც შეეხება მე-2 ადგილისთვის ბრძოლას, "თეთრ-ლურჯები" "მარსელსა" და "ოლიმპიაკოსზეც" გამოცდილები არიან.

D ჯგუფი

აიაქსი-ლივერპული (23:00)

ევროპული ფეხბურთის კლასიკა, რომელიც აქამდე მხოლოდ ორჯერ დაფიქსირდა. 1966-1967 წლების სეზონში "აიაქსმა" "ლივერპული" ჯერ გაანადგურა 5:1, შემდეგ კი ინგლისში 2:2 დატრიალდა. ფავორიტებად ამჯერად მოიაზრებიან მერსისაიდელები, მაგრამ ეს გარემოება საკმაოდ პირობითია.

"წითლებს" აქვთ საკადრო პრობლემები, განსაკუთრებით უკანახაზში, სადაც ამსტერდამელების შეტევებს ვირჯილ ვან დეიკი და ალისონ ბეკერი ვერ მოიგერიებენ. ამის გარდა, "სქაუზერებს" ჟოელ მატიპიც გამოაკლდათ. საინტერესო იქნებოდა თანამედროვეობის მთავარი ნიდერლანდელის დუელი კლუბთან, რომელმაც ის დაიწუნა წლების წინ, მაგრამ სამწუხაროდ, "სხვა დროს იყოს".

მიდტიულანდი-ატალანტა (23:00)

"მიდტიულანდი" არის ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი მთავარი ანდერდოგი, თუმცა გასულ წელს იგივეს "ატალანტას" შესახებაც საუბრობდნენ. რას მიაღწიეს ბერგამოელებმა, კარგად გვახსოვს. საინტერესოა, იყო ეს ხანმოკლე, ერთსეზონიანი გაელვება თუ იტალიელები მართლაც ასეთი სახიფათოები არიან? პასუხს მალე გავიგებთ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ხელჩართული ჩხუბი გასახდელში ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის - ცხადაძემ ორდაბასი დატოვა

ქართველმა სპეციალისტმა კახა ცხადაძებ ყაზახური "ორდაბასი" უკვე ოფიციალურად დატოვა.

დღეს, 19:17

ფოტო: ატლეტიკოსთან გატანილი პენალტი მიულერისთვის ორმაგად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა

ფრის გარდა, ატლეტიკოსთან გატანილმა გოლმა თომას მიულერს კიდევ ერთი სასიამოვნო მოგონება დაუტოვა.

დღეს, 17:42

იუვენტუსი მორატას წითელ ბარათს გაასაჩივრებს

სერია ა-ს მე-9 ტურში იუვენტუსი სტუმრად ბენევენტოს დაუზავდა - 1:1.

დღეს, 17:37

ლუკაკუ: "ინტერში გატარებული წელიწადნახევარი ჩემს კარიერაში საუკეთესოა"

ინტერის შემტევმა, რომელუ ლუკაკუმ, გლადბახის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვება (3:2) შეაფასა.

დღეს, 17:19

პრემიერ ლიგის გრანდები 23 წლის მცველის შეძენისთვის იბრძოლებენ

ბრაიტონის მცველმა, ბენ უაიტმა ინგლისური გრანდების ყურადღება მიიქცია.

დღეს, 17:12

ფელიქსი: "კოშტა და სუარესი ძალიან გვაკლია, ბაიერნს კი ფრისთვის ერთი მომენტიც ეყო"

მადრიდის ატლეტიკოს შემტევმა, ჟოაო ფელიქსმა, ბაიერნთან ფრედ დასრულებული (1:1) მატჩი შეაფასა.

დღეს, 17:05

ლა ლიგამ მესი და ბარსელონა დააჯარიმა, კლუბი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

ოსასუნასთან მატჩში მომხდარი ფაქტის გამო, ბარსელონაც და ლიონელ მესიც დააჯარიმეს.

დღეს, 16:55

"ტოპი, ტოპი, ტოპი, ტოპი", - კლოპმა თავისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი შეაქო

ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, აიაქსთან მატჩის (1:0) შემდეგ, Ახალგაზრდა ფეხბურთელი შეაქო.

დღეს, 16:48

ესპანეთის სუპერთასის გამართვის ადგილი შეიცვლება?

ესპანეთის სუპერთასის გამართვის ფორმატი და თარიღი უცვლელი რჩება, ადგილი კი, სავარაუდოდ, შეიცვლება.

დღეს, 16:42

აპირებს თუ არა რეალი ზიდანის გაშვებას? კლუბის წარმომადგენლის კომენტარი

მიუხედავად ბოლოდროინდელი წარუმატებლობისა, რეალის ხელმძღვანელობა ზიდანის ნდობას არ კარგავს.

დღეს, 16:37

პსჟ დი მარიას და ტუხელის კონფლიქტის გამო აღევლებულია

„პსჟ-ს“ ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელისა და შემტევის, ანხელ დი მარიას კონფლიქტით აღელვებულია.

დღეს, 16:18

6:1 გამარჯვება - თელავი დარჩა, ეროვნული ლიგიდან პირველი გუნდი გავარდა

საქართველოს ჩემპიონატის მე-17 ტურის ბოლო შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე, "თელავსა" და თბილისის "მერანს" შორის.

დღეს, 16:14

ვაისი: "საქართველოდან გმირებად არ წავსულვართ, თუმცა კარგი სინდისით წავედით"

საქართველოს ნაკრების აწ უკვე ყოფილი თავკაცი ვლადიმირ ვაისი თავის 5-წლიან მუშაობას აფასებს.

დღეს, 16:03

პირველად ლიგის ისტორიაში - რეალის მორიგი წარუმატებლობა

კიევში „ოლიმპიურ“ სტადიონზე „რეალი“ სტუმრად „შახტართან“ 0:2 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის საკითხი გაირთულა.

დღეს, 15:47

სოლსკიაერი: "იმედი მაქვს, გაზაფხულისთვის საჩემპიონო რბოლაში ვიქნებით"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა პრემიერ ლიგაში თავისი გუნდის შანსების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 14:01

რეალის რომელმა ფეხბურთელმა მიიღო ყველაზე დაბალი შეფასება შახტართან მატჩში?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში მადრიდის "რეალი" დონეცკის "შახტართან" კიდევ ერთხელ დამარცხდა.

დღეს, 13:54

როგორ შეიცვალა რეალისა და შახტარის ურთიერთშეხვედრების ისტორია?

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიმდინარე სეზონში მადრიდის "რეალი" დონეცკის "შახტართან" შინ და გარეთ დამარცხდა.

დღეს, 13:46

ტუხელი: "რაშფორდის სისწრაფე დიდ საფრთხეს წარმოადგენს"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა გამოარჩია "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მარკუს რაშფორდი:

დღეს, 13:37

ხედირა ბუნდესლიგაში დაბრუნდება?

Calciomercato-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" საყრდენ ნახევარმცველს, სამი ხედირას ბუნდესლიგაში მსურველი ჰყავს.

დღეს, 13:08

ციფრები: ბრეიტუეიტს გოლის გასატანად მესიზე 2.2-ჯერ ნაკლები დრო სჭირდება

"ბარსელონას" სათადარიგო თავდამსხმელის, მარტინ ბრეიტუეიტის სტატისტიკა მიმდინარე სეზონში არც ისე ცუდია.

დღეს, 13:01

რამოსზე დამოკიდებული სამეფო - რეალის კოშმარული სტატისტიკა გრძელდება

სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგაზე ტრავმის გამო გამოტოვა მორიგი შეხვედრა, რომლის მოგება მადრიდის "რეალმა" კვლავ ვერ მოახერხა.

დღეს, 12:53

ბარსელონა და იუვენტუსი კიდევ ერთი ბარტერის შესახებ ფიქრობენ

Corriere della Sera-ს თუ დავუჯერებთ, "ბარსელონასა" და ტურინის "იუვენტუსს" შორის შესაძლოა გრანდიოზული ბარტერი მომწიფდეს.

დღეს, 12:44

"სირბილის სტატისტიკით, კავანი 33-წლის ასაკში პრემიერ ლიგაში საუკეთესოა", - ოლე

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა ისაუბრა თავისი შეგირდის, ედინსონ კავანის შესახებ:

დღეს, 12:35

"მესის ყვითელი ბარათი გასაუქმებელია", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ "ოსასუნასთან" შეხვედრაში მიღებული ლიონელ მესის ყვითელი ბარათი

დღეს, 12:04

ითამაშებს თუ არა დე ხეა პსჟ-სთან?

"საუთჰემპტონისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრაში დავიდ დე ხეა მუხლით შეეჯახა ძელს, რის შედეგადაც მან ტრავმა მიიღო.

დღეს, 11:30

ბენზემა ჩატარებული მატჩების რაოდენობით ჩემპიონთა ლიგის ტოპ 10-ში შევიდა

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე საერთო ჯამში თავის 124-ე შეხვედრა ჩაატარა.

დღეს, 11:21

ზიდანი: "გადადგომის შესახებ არ ვფიქრობ"

მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა შესაძლო გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:02

"როდესაც მეტოქე იგებს, თავდაჯერებულობას ვკარგავთ", - მოდრიჩი

მადრიდის "რეალის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა დონეცკის "შახტართან" სენსაციური მარცხი შეაფასა:

დღეს, 10:52

"ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მატჩი იყო", - კლოპი აიაქსთან თამაშის შესახებ

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ამსტერდამის "აიაქსთან" შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:39

მიულერი ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა ყველა დროის საუკეთესო 10-ეულში შევიდა

მადრიდის "ატლეტიკოს" კარში გატანილი პენალტის შემდეგ, მიუნხენის "ბაიერნის" შემტევს, ტომას მიულერს ჩემპიონთა ლიგაზე 47 გოლი

დღეს, 10:30
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10