ავტორიზაცია

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ", - დე ბრუინმა საკუთარ მომავალზე მინიშნება გააკეთა

"მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ", - დე ბრუინმა საკუთარ მომავალზე მინიშნება გააკეთა
თარიღი 16 ნოე 2020, 20:46
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

"მანჩესტერში ბედნიერი ვარ! მოლაპარაკებებს ეტაპობრივად ვაწარმოებთ - ჯერჯერობით, წინ საგრძნობლად არ წავწეულვართ. თუმცა, როცა დარჩენა გინდა, ეს არცთუ ისე რთულია", - ციტირებს ბელგიელის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

29 წლის ფეხბურთელი "სიტის" ღირსებას 2015 წლიდან იცავს. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2023 წლის ივნისში ეწურება.

მიმდინარე სეზონში დე ბრუინმა ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.