ავტორიზაცია

ანხელინიო: "ნეიმარმა შოკში ჩაგვაგდო, სხვა დონეზეა. მესიც მონსტრია: ბახ, ბახ! ბურთი ბადეშია"

ანხელინიო: "ნეიმარმა შოკში ჩაგვაგდო, სხვა დონეზეა. მესიც მონსტრია: ბახ, ბახ! ბურთი ბადეშია"
თარიღი 20 ნოე 2020, 12:46
"ლაიფციგის" ესპანელმა მცველმა, ანხელინიომ ნეიმარისა და ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაშზე შთაბეჭდილებები გაგვიზიარა.

"ის, რაც ნეიმარმა ჩემპიონთა ლიგაზე ჩვენს წინააღმდეგ გააკეთა, გუნდი შოკში ჩააგდო. სულ სხვა დონის ფეხბურთელია. იმ დღეს, გაოცებული ვიყავი იმით, თუ როგორ შეუცვლია შეცვალოს მატჩის მიმდინარეობა".

"წარმოდგენა არ გვქონდა, როგორ შეგვეშალა მისთვის ხელი ბურთის მიღებაში, თამაში გაგვეკონტროლებინა. ეს შეუძლებელია! წარმოუდგენლად მოხიბლული ვიყავი და ძალიან კარგია, რომ ჩემს ფლანგზე არ თამაშობდა".

"მესი? კიდევ ერთი მონსტრი. ლეო ისე ხშირად არ მიდის ბურთთან, როგორც ნეიმარი, უფრო ელოდება. თუმცა, როცა ბურთი მასთან მიდის - ბახ, ბახ! ბურთი ბადეშია, გოლი ჩათვლილია. რას გააწყობ", - ციტირებს ანხელინიოს სიტყვებს AS.