» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ისტორიაში საუკეთესო თუ უბრალოდ გრეპლერი, რომელიც არც ისე ხშირად ჩხუბობდა? - ხაბიბი დეტალებში


ისტორიაში საუკეთესო თუ უბრალოდ გრეპლერი, რომელიც არც ისე ხშირად ჩხუბობდა? - ხაბიბი დეტალებში

"წყეული მონსტრი ხარ!", - უმეორებდა ჯასტინ გეიჯი ხაბიბ ნურმაგომედოვს, UFC-ის 254-ე ღონისძიების დასრულების შემდეგ. ბევრს ეგონა, მსუბუქი წონითი კატეგორიის დივიზიონს ეყოლებოდა ახალი მეფე, მაგრამ დაღესტნელმა არ უღალატა ტრადიციას და მორიგი პრეტენდენტი მოგუდა.

"არწივი" ამერიკელს არაფრით ჩამოუვარდებოდა დგომში, პარტერში კი როგორც ყოველთვის შედგა ჩემპიონის სპარინგი სავარჯიშო რეკვიზიტთან. ბრძოლის დაწყების წინ, "ჰაილაითმა" განაცხადა: "მზად ვარ ნურმაგომედოვთან გრეპლინგისთვის, მაგრამ მხოლოდ ოქტაგონის ცენტრში".

ისტორიაში საუკეთესო თუ უბრალოდ გრეპლერი, რომელიც არც ისე ხშირად ჩხუბობდა? - ხაბიბი დეტალებში

არიზონელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რვაკუთხედის შუაში დაღესტნელისგან თვის დაღწევა შეიძლება, თუმცა არა ბადესთან მიმწყვდევის შემთხვევაში. მისთვის სამწუხაროდ, ხაბიბმა თავისი მორიგი მსხვერპლი დააძინა სწორედ კედელთან, ეფექტურად, გენიალურად მარტივად, როგორც ყოველთვის.

ერთი შეხედვით, სამყარომ იხილა საკმაოდ ბანალური და რუტინული სცენარი, რომ არა ერთი რამ - ეს იყო "არწივის" უკანასკნელი ბრძოლა. დიახ, ის სპორტიდან წავიდა. მართალია არა 30:0-ით და ჟორჟ სენ-პიერთან დუელის გარეშე, მაგრამ მაინც დიდებულად, მამის ხსოვნის პატივისცემით.

ისტორიაში საუკეთესო თუ უბრალოდ გრეპლერი, რომელიც არც ისე ხშირად ჩხუბობდა? - ხაბიბი დეტალებში

ერთი სიტყვით, კავკასიელის 31-წლის მოწინააღმდეგე კარგი მებრძოლია, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო სტრაიკერი UFC-ში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დაუმარცხებელი ჩემპიონის ჩამოსაგდებად ეს საკმარისი არ არის. ავარელმა ყველას ყველაფერი დაუმტკიცა, როგორც რვაკუთხედში, ისე მის გარეთაც, ნამდვილად, ღირსეული ფინალი.

არსებობს მოსაზრება, რომ 32-წლის მებრძოლი რაღაც დროის გასვლის შემდეგ, აუცილებლად დაბრუნდება, თუმცა ამის შანსი საკმაოდ მცირეა და გეტყვით თუ რატომ. სპორტული თვალსაზრისით, ხაბიბმა MMA-ში თავი ამოწურა, რადგან რვაკუთხედში დაძინებისთვის მზად მყოფი მორიგი პრეტენდენტი აღარ ჩანს.

ისტორიაში საუკეთესო თუ უბრალოდ გრეპლერი, რომელიც არც ისე ხშირად ჩხუბობდა? - ხაბიბი დეტალებში

ვინმეს ახლა გაახსენდება რევანში კონორ მაკგრეგორთან, თუმცა გულზე ხელი დაიდეთ და გვიპასუხეთ - არის თუ არა ის დაღესტნელისთვის ღირსეული მეტოქე? არა, რადგან ნურმაგომედოვთან წაგების შემდეგ, ირლანდიელი ახდენს თამაშში დაბრუნების უბრალოდ იმიტაციას, თანაც წარუმატებლად.

რაც შეეხება ტონი ფერგიუსონთან ბრძოლის ჩატარების რიგით მეექვსე მცდელობას, ამას აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რადგან ის დამარცხდა გეიჯისთან, რომელიც "არწივმა" უმარტივესად და უშანსოდ მოგუდა. რჩება მხოლოდ ჯიესპი, რომელთანაც საჩვენებელი ბრძოლის გამართვა უფრო იყო აგენტების ახირება, ვიდრე თავად კავკასიელის.

ისტორიაში საუკეთესო თუ უბრალოდ გრეპლერი, რომელიც არც ისე ხშირად ჩხუბობდა? - ხაბიბი დეტალებში

დივიზიონების შეცვლა, სხვა ორგანიზაციაში გადასვლა, კროსოვერი მოკრივეებთან - მსგავსი სახის ფულადი გასართობი ცენტრი 32-წლის მებრძოლს არც არასდროს აინტერესებდა. ავარელის სიტყვების პრინციპულობის უმათავრესი მიზეზი კი არის შეპირება, რომელიც მან დედის წინაშე დადო.

ნურმაგომედოვის მშობელი ჩხუბსა და ძალადობას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა. სწორედ ამიტომ, ჩემპიონმა დაივიწყა წლების წინ მიზნად დასახული 30-0 და მიიღო ოჯახური გადაწყვეტილება: რვაკუთხედში 29-ე გამოსვლა ყოფილიყო კარიერაში ბოლო და ასეც მოხდა. დაღესტნელის ცრემლები ბრძოლის შემდეგ კი ნამდვილად არის ყველაზე ემოციური მომენტი, რაც ამ სასტიკ სპორტის სახეობაში ყოფილა.

ისტორიაში საუკეთესო თუ უბრალოდ გრეპლერი, რომელიც არც ისე ხშირად ჩხუბობდა? - ხაბიბი დეტალებში

რა თქმა უნდა, ხაბიბს მაინც დარჩენ ჰეითერები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ის ჩხუბობს არასანახაობრივად, მოსაწყენად, მან იცის მხოლოდ ჭიდაობა, იბრძვის არც ისე ხშირად, მაშინ, როდესაც ჯონ ჯონსმა ჩემპიონის ტიტული დაიცვა 15-ჯერ. "არწივი" არ აქცევს ყურადღებას ამ ყველაფერს და არც თქვენ გირჩევთ.

დიახ, კავკასიელის სტიქია გრეპლინგია, თუმცა მის მოწინააღმდეგეებს ხომ არავინ ავალდებულებდა ძირს გორაობას და ალბათ, ადგომის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო, ისინი მართლაც ადგებოდნენ. საქმეც ისაა, რომ 32-წლის მებრძოლის ჭიდაობის ანტიდოტი ვერავინ გამოიგონა.

ისტორიაში საუკეთესო თუ უბრალოდ გრეპლერი, რომელიც არც ისე ხშირად ჩხუბობდა? - ხაბიბი დეტალებში

რაც შეეხება სანახაობას, ვისაც სურს სისხლი და ხელ-ფეხის ქნევით გამოწვეული აღტაცება - 80-იანების ექშენ ფილმებს უყურეთ. "ბოუნსის" ტიტულის დაცვა კი დესერტად დავიტოვეთ. ამერიკელს არავინ აკნინებს, მაგრამ ფაქტია, ავარელის 4-ჯერ დაცვა მის 15-ს მასშტაბურობითა და ხარისხით თუ არ აღემატება, უტოლდება მაინც.

დავიწყოთ იქიდან, რომ ნურმაგომედოვს არასდროს მიუღია დოპინგი, იგივე ნიუ-იორკელისგან განსხვავებით, რომელიც ისედაც შესაშური ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევა. ამის გარდა, 33-წლის მებრძოლის დივიზიონი ხშირად განიცდიდა მაღალი დონის მოჩხუბრების დეფიციტს, მაშინ, როდესაც ხაბიბის მსუბუქი წონა სწორედ კონკურენციით იყო გამორჩეული.

ისტორიაში საუკეთესო თუ უბრალოდ გრეპლერი, რომელიც არც ისე ხშირად ჩხუბობდა? - ხაბიბი დეტალებში

მივადექით დაღესტნელის ბრძოლების გამართვის იშვიათობას და ამის მიზეზად აღმოვაჩენთ ტრავმებს, როგორც მისი, ისე მოწინააღმდეგეების (მოკითხვა "ელ კუკუის"), დისკვალიფიკაციას ზედმეტი ემოციურობის გამო და კორონავირუსის პანდემიას, რომელმაც მთელი მსოფლიო გააჩერა.

ნურმაგომედოვი არასდროს გაურბოდა ვინმეს და თუ იგივე "ბუგიმენთან" ბრძოლა იშლებოდა, ამ ყველაფრის მიზეზი დამაბრკოლებელი გარემოება იყო. ბოლოს კი ცარიელი სტატისტიკა: "არწივი" დაუმარცხებელია, იგივე ჯონსისგან განსხვავებით, მოდით, მიზეზებს ნუ ჩავეძიებით. მადლობა ჩემპიონს, სამაგალითო კარიერისთვის.

ისტორიაში საუკეთესო თუ უბრალოდ გრეპლერი, რომელიც არც ისე ხშირად ჩხუბობდა? - ხაბიბი დეტალებში

გამოკითხვა

შეაფასეთ ხაბიბი:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ოფიციალურად: მილანმა ნახევარმცველი დაიმატა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "მილანმა" გაძლიერება დაიწყო და ნახევარმცველი დაიმატა.

დღეს, 01:51

რომაული დერბი: ლაციომ შინ რომა გაანადგურა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის ტურის გამორჩეული შეხვედრა რომის "ლაციოსა" და "რომას" შორის შედგა.

დღეს, 01:42

მორატა: "ბავშვებს მოვუყვები, რომ რონალდუსთან ერთად ვთამაშობდი"

ტურინის "იუვენტუსის" ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა კრიშტიანუ რონალდუზე საუბრობს.

დღეს, 01:37

ჯაბა კანკავა საფრანგეთში ბრუნდება?

საქართველოს ნაკრების კაპიტანს ჯაბა კანკავას "ტობოლთან" კონტრაქტი ამოეწურა და თავისუფალი აგენტია.

დღეს, 01:33

"ღიმილით ვარჯიშობს" - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

"გენტის" მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაეზებრუკი გიორგი ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს.

დღეს, 01:31

კლოპი გადაწყვეტილებას აპროტესტებს: "ფეხბურთი ემოციური სპორტია და ასე არ შეიძლება"

გადაწყვეტილება "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააპროტესტა.

დღეს, 01:26

გვარდიოლა: "სტერლინგი ამის გარეშეც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია"

"ბრაიტონთან" მოგებულ მატჩში "მანჩესტერ სიტის" შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა ბოლო წუთზე პენალტი გააფუჭა.

დღეს, 01:21

ფლიკი: "მთელი ბაიერნი წნეხის ქვეშაა"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი ჰანსი ფლიკი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე საუბრობს.

დღეს, 01:18

ინგლისელი ფეხბურთელი: "ორივეს წინააღმდეგ ვითამაშე და ნეიმარიც და მბაპეც რობოტები არიან"

"დიჟონის" ინგლისელი მცველი ჯონათან პანცო ნეიმარსა და მბაპეზე საუბრობს და ორივე ფეხბურთელს აქებს.

დღეს, 01:14

ფერგიუსონი: "საბედნიეროდ, უკვე პენსიაზე ვიყავი, როცა ბოლო ორი წელი ლივერპულის თამაშს ვუყურებდი"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მწვრთნელმა, ალექს ფერგიუსონმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

გუშინ, 23:52

სეზონის ბოლომდე გრანტი, შემდეგ კი ტუხელი - ჩელსიში ლამპარდის დღეები დათვლილია?

"ჩელსის" ექს-მწვრთნელმა, ავრაამ გრანტმა შესაძლოა ლონდონური კლუბი კიდევ ერთხელ გაწვრთნას.

გუშინ, 23:19

"ტალანტებს არ იყენებს", - რივალდომ კუმანი შეაქო, ზიდანი კი გააკრიტიკა

"ბარსელონას" ექს-თავდამსხმელმა რონალდ კუმანი შეაქო, ზინედინ ზიდანი კი გააკრიტიკა.

გუშინ, 22:57

ოფიციალურად: მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა

"პარი სენ ჟერმენის" მთავარ მწვრთნელს, მაურისიო პოჩეტინოს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გუშინ, 22:41

"ყოველთვის გამოვირჩეოდი თანატოლებში", - ნეიმარმა თავისი მთავარი ღირსება გაამხილა

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი ვაჟკაცობას მიიჩნევს თავის მთავარ ღირსებად.

გუშინ, 22:36

VIDEO: ლეო მესის ცოლი, ანტონელა როკუცო კრივით დაკავდა

"ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის ცოლი, ანტონელა როკუცო კრივით არის დაკავებული.

გუშინ, 22:29

"მანჩესტერი ლივერპულის დონეზე არ არის", - პოგბას მოულოდნელი განცხადება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ თავისი გუნდი "ლივერპულს" შეადარა.

გუშინ, 22:20

"ჯერ დედა, შემდეგ მამა", - რონალდოს მშობლებს კორონავირუსმა შეუტია

ბრაზილიის ნაკრების ექს-ფორვარდმა, რონალდომ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

გუშინ, 22:15

"სიმეონე მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია", - ატლეტიკოს ახალწვეული

"ატლეტიკოს" ახალწვეულმა, მუსა დემბელემ გუნდის მწვრთნელი, დიეგო სიმეონე შეაქო.

გუშინ, 21:56

ლუკაკუმ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულებას გეგმავს

"ინტერის" ფორვარდმა, რომელუ ლუკაკუმ დაასახელა კლუბი, სადაც კარიერის დასრულებას აპირებს.

გუშინ, 21:53

მანჩესტერ სიტი და ბარსელონა შეთანხმდნენ, ტრანსფერი მალე დაიხურება!

"მანჩესტერ სიტიმ" და "ბარსელონამ" მცველ ერიკ გარსიას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს.

გუშინ, 21:48

ტოტენჰემის პრეზიდენტმა დელე ალის პსჟ-ში ტრანსფერი დაბლოკა

"ტოტენჰემის" პრეზიდენტმა, დენიელ ლევიმ დელე ალის "პსჟ"-ში ტრანსფერი დაბლოკა.

გუშინ, 21:45

ზიდანი: "ეს ჩაფლავება არ არის, ყოველთვის ვერ გაიმარჯვებ"

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა "ბილბაოსთან" მარცხზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 21:41

"ბავშვობაში ფერნანდო ტორესი მომწონდა", - ატლეტიკოს ახალწვეული

"ატლეტიკოს" ახალწვეულმა, მუსა დემებელემ მადრიდში გადასვლაზე კომენტარი გააკეთა.

გუშინ, 21:36

"მეუბნებოდნენ, რომ რეალი მცველების სასაფლაოა", - პეპეს ვრცელი და საინტერესო ინტერვიუ

პეპემ გაიხსენა, როგორ უჭირდა რეალში ცხოვრებასთან შეგუება იქამდე, სანამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე...

გუშინ, 21:28

კურტუა რეალის ესპანეთის სუპერთასიდან გავარდნას გამოეხმაურა

"რეალის" მეკარე, ტიბო კურტუა ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში მარცხს გამოეხმაურა.

გუშინ, 21:23

ჯორდანის გამოსახულება ეიფელის კოშკის ნაცვლად - პსჟ ლოგოს იცვლის

როგორც ცნობილი გახდა, მომავალ სეზონში "პსჟ"-ს ფორმას უჩვეულო საკლუბო ლოგო დაამშვენებს.

გუშინ, 21:00

ოზილი ცალი ფეხით ახალ კლუბშია, თუმცა არსებობს ერთი პრობლემა

"არსენალის" ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჯერჯერობით ჭიანურდება.

გუშინ, 20:51

მანჯუკიჩი კარიერას მილანში გააგრძელებს - იტალიელი ჟურნალისტი

"იუვენტუსის" ექს-ფეხბურთელი, მარიო მანჯუკიჩი "მილანში" გადასვლასთან არის ახლოს.

გუშინ, 20:46

ვინ გახდება ბარსელონას პრეზიდენტი? - 3 ოფიციალური კანდიდატი ცნობილია

"ბარსელონას" პრეზიდენტობისთვის მებრძოლი სამი კანდიდატის ვინაობა ცნობილი გახდა.

გუშინ, 20:43

ინტიმური ვიდეოს გავრცელების შემდეგ, დროგბამ ცოლთან დაშორება დაადასტურა

"ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი, დიდიე დროგბა მეუღლეს, ლალა დიაკატეს დაშორდა.

გუშინ, 20:34
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10