ავტორიზაცია

"ჩვენში დიდი სიცარიელე იყო" - ლორია წაგებული მატჩების შემდეგ

"ჩვენში დიდი სიცარიელე იყო" - ლორია წაგებული მატჩების შემდეგ
თარიღი 21 Nov 2020, 22:02
მაკედონიასთან და სომხეთთან წაგებული თამაშების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ გააკეთა.

"ავაგეთ ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში !

ძნელია ძალიან ,სიცარიელე იყო ჩვენში თამაშის შემდეგ ,ძალიან მძიმე დღეები მქონდა პირადად მე და ჩემს გუნდელებს ,ძალიან ვწუხვარ რომ ვერ ავიხდინეთ ჩვენი და გულშემატკივრის ოცნება!

რაც აქამდე ვაშენეთ უცებ დაინგრა! საფეხბურთო ცხოვრებამ მძიმედ დაგვარტყა ,მაგრამ მთავარია ამ დარტყმას როგორ ავიტანთ და წამოვდგებით ფეხზე!
მე მჯერა ჩემი გუნდის", - წერს ლორია.