როგორ დაასრულეს ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა?

პრაღაში გამართული ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. ის 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობს.
საქართველოს სახელით გამოსული 11 სპორტსმენიდან კი მედალი 6-მა მათგანმა მოიპოვა.
ოქროს მედალს მხოლოდ ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა, რომელმაც 81 კილოგრამი ტრიუმფით დაასრულა. ამავე წონაზე, ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს დასჯერდა. აღსანიშნავია, რომ გრიგალაშვილი და მაისურაძე ერთმანეთს 1/4 ფინალში გადაეკვეთნენ.
ოქროს მოგების შანსი გვქონდა 73 კილოგრამში, თუმცა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ფინალში დამარცხდა და ვერცხლი მოიპოვა
ბოლო დღეს კი ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ბრინჯაო მოიპოვეს. მესამე ადგილი 100 კილოგრამში ლიპარტელიანმა, მძიმე წონაში კი მატიაშვილმა და თუშიშვილმა დაიკავეს.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა ერთი ოქროთი, ერთ ვერცხლით და 4 ბრინჯაოთი დაასრულა.