ავტორიზაცია

პრემიერ ლიგის ექს-ფეხბურთელმა რასიზმზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო და ტერიზე მოგვითხრობს

პრემიერ ლიგის ექს-ფეხბურთელმა რასიზმზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო და ტერიზე მოგვითხრობს
თარიღი 23 Nov 2020, 22:02
"ვესტ ჰემის", "სანდერლენდისა" და "ქპრ"-ს ექს-მცველმა, ანტონ ფერდინანდმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო იმაზე, თუ როგორ გახდა რასიზმის მსხვერპლი.

ფილმში, სახელწოდებით "ანტონ ფერდინანდი: ფეხბურთი, რასიზმი და მე", 35 წლის ინგლისელი მოგვითხრობს, როგორ მიაყენა "ჩელსის" ყოფილმა კაპიტანმა, ჯონ ტერიმ მას რასისტული შეურაცხყოფა.

"ჩემს ახალ დოკუმენტურ ფილმში ფეხბურთში რასიზმის პრობლემას ვიკვლევ, პირველად ვყვები ჩემს პირად გამოცდილებაზე", - წერს ფერდინანდი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, 2011 წლის 23 ოქტომბერს, "ჩელსისა" და "ქპრ"-ს შორის გამართულ ლონდონურ დერბიში ჯონ ტერისა და ანტონ ფერდინანდს შორის კონფლიქტი მოხდა. მოგვიანებით, სასამართლომ ტერი გაამართლა, რადგან პროკურატურამ ბრალის მისი ბრალეულობა ვერ დაამტკიცა.

თუმცა, 2012 წლის სექტემბერში ტერი პრემიერ ლიგაში 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციითა და 250 ათას ევროიანი ჯარიმით დაისაჯა.

ცნობისთვის, ანტონ ფერდინანდი "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდის, რიო ფერდინანდის უმცროსი ძმაა.