» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს


10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

ყაზანის "რუბინის" შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის მთავარ ახალგაზრდა ფეხბურთელად სრულიად დამსახურებულად ითვლება. ბევრის აზრით, ქართველის "წითელ-მწვანეებიდან" წასვლა უბრალოდ დროის საკითხია და მალე ის დაწინაურებაზე ევროპაში წავა. განვიხილოთ, კარიერის გაგრძელების შესაძლო 10 ვარიანტი.

დორტმუნდის ბორუსია

"დორტმუნდის" მხრიდან ვოლგისპირელების ვინგერის მიმართ ინტერესის შესახებ დაწერა Championat-მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრანსფერში ორი გარემოებაა გასათვალისწინებელი. "ბორუსიას" სჭირდება ავტორიზებული აგენტი "ქვების" წარმომადგენლებთან სასაუბროთ და ერთი მოთამაშის გაყიდვა.

რაც შეეხება პირველ გარემოებას, ნაკლებად სავარაუდოა, რომ "შავ-ყვითლებმა" ვერ იპოვონ კომპეტენტური პიროვნება, რომელიც კლუბებსა და ფეხბურთელის წარმომადგენლებს შორის შუამავალი იქნება. მივადექით "ფუტკრების" მოთამაშეების გაყიდვას და ვხედავთ უბრალოდ გიჟურ როსტერს გუნდის შეტევაში.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

პოზიციურად, 19-წლის გარემარბის პირდაპირი კონკურენტი არის ტორგან აზარი, რომლის გასხვისების შესახებ საერთოდ არ იწერება. ვესტფალიაში მისი თამაშით არიან კმაყოფილები და სხვა გუნდში გადასვლას არც თავად ის ჩქარობს. ბელგიელის გარდა, ჩვენიანის ადგილზე თამაში შეუძლია მარკო როისს, ჯეიდონ სანჩოს, ჯოვანი რეინასა და რეინიერ ჟეზუსს.

ლეონიდ სლუცკის გუნდის 21-ე ნომრის სტიქია მარცხენა ფლანგია, თუმცა როგორც ვნახეთ, პრობლემები მას არც მარჯვენა ფრთასა და ცენტრში ექმნება. აქედან გამომდინარე, კვარა რურში შემოიტანს კიდევ უფრო დიდ კონკურენციას, რაც გუნდს წაადგება. ცხადია, აღნიშნული ტრანსფერი მართლაც საინტერესო იქნებოდა.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

გალათასარაი

იგივე Championat-ის თანახმად, "გალათასარაი" ქართველით ინტერესდებოდა გასულ ზაფხულს და მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს იხდიდა. ისტორია არ სრულდება, რადგან ამჯერად უკვე Metaratings-ის მტკიცებით, სტამბოლელები ხვიჩას ვარიანტს ზამთარშიც მიუბრუნდებიან.

თურქებს "რუბინის" ფლანგელის პოზიციაზე ჰყავთ არდა თურანი, რაიან ბაბელი და ემრე კილინჩი. აგრეთვე გასათვალისწინებელია იუნეს ბელჰანდასა და სოფიან ფეგულის ფაქტორიც. მოკლედ, "სიგნალ იდუნა პარკზე" არსებული მდგომარეობის მსგავსად, მშვიდი გარემო 19-წლის შემტევს არც "ლომებში" ელის.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

გენტი

ყაზანელების 21-ე ნომრის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებით, "გენტი" არის იმ ხუთ კლუბს შორის, რომელიც გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მისი კლიენტით ინტერესდებოდა. ქართველმა ისიც აღნიშნა, რომ მისი აზრით, კვარამ არ უნდა იჩქაროს და ევროპაში გამგზავრება 1-2 წლით გადადოს.

ახლა კი წარმოიდგინეთ, ორი ქართველი, ხვიჩა და გიორგი ჩაკვეტაძე ერთად, ბელგიური გუნდის შემადგენლობაში. როგორც უკანასკნელმა წლებმა აჩვენა, ტოპ-კლუბში გადასვლისთვის იუპილერ ლიგა იდეალური ტრამპლინი არის. ტრამვები რომ არა, "ინდიელთა" ქართველი შემტევი ახლა უკვე მინიმუმ ერედივიზიაში იქნებოდა.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

კრასნოდარი

ვარიანტი, რომელიც არც ისე მომხიბვლელად გამოიყურება. რუსული გუნდის ვინგერის ტრანსფერში პირველ რიგში იგულისხმება ამჟამინდელი ჩემპიონატის საზღვრებს გარეთ გასვლა, სხვა შემთხვევაში ის თავს ახლაც კომფორტულად გრძნობს. კარგია, რომ "წითელ-მწვანეებმა" არ მიიღეს "ხარების" 10 მილიონი, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის შანსის გათვალისწინებითაც კი.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

რედ ბულ ზალცბურგი

"ზალცბურგის" მხრიდან დაინტერესების შესახებ აგრეთვე 19-წლის გარემარბის აგენტმა ისაუბრა. ბელგიის ჩემპიონატს ტოპ-კლუბებისთვის ფეხბურთელების გაზრდაში ავსტრიის ლიგა პრაქტიკულად არაფერში ჩამოუვარდება. საკმარისია გავიხსენოთ სადიო მანე, ერლინგ ჰოლანდი, ნაბი კეიტა, ტაკუმი მინამინო, დაიო უპამეკანო, დიახ, ეს ყველაფერი "რედ ბულის" პროდუქციაა.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

სასუოლო

სერია ა-ს პირველი წარმომადგენელი ჩვენს ათეულში, წინ კიდევ ორია. "სასუოლო" სრულიად დამსახურებულად ითვლება კალჩოს ერთ-ერთ ყველაზე პროგრესირებად გუნდად. მაურიციო სარის აზრით, "ნეროვერდის" ბერგამოს "ატალანტას" წარმატების გამეორების პოტენციალიც კი აქვს.

"შავ-მწვანეებში" იდეალურად მუშაობენ ახალგაზრდებთან, რაც ჩვენიანს წინსვლის მეტს არაფერს მოუტანდა. მის ადგილზე თამაშობს ჟერემი ბოგა, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც გრანდების სამიზნეშია. ვოლგისპირელთა 21-ე ნომრით ივუარელის ჩანაცვლება, საინტერესო გარემოება უშუალოდ ემილიელებისთვისაც იქნებოდა.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

სევილია

ლუსიენ ფავრის გუნდის შემდეგ, ყველაზე გრანდიოზული ვარიანტი კვარაცხელიას მსურველების ტოპ 10-ში. "სევილიას" ინტერესის შესახებ ვიგებთ აგრეთვე აგენტისგან, რომელმაც განაცხადა, რომ მან ქართველი ფლანგელი ესპანელებს დადებითად დაუხასიათა. კონკრეტული წინადადება ანდალუსიელებისგან ჯერჯერობით არ ყოფილა.

რა პერსპექტივა ექნება ხვიჩას "დალაქებში"? კონკრეტულად შეტევის მარცხენა ფლანგი გუნდის სუსტი წერტილია, რადგან აღნიშნულ პოზიციაზე მხოლოდ უსამა იდრისი თამაშობს. საჭიროების შემთხვევაში მარცხნიდან თავდასხმა შეუძლია ლუკას ოკამპოსსაც, მაგრამ ამ შემთხვევაში "თეთრ-წითლები" მარჯვნივ არასტაბილური სუსო ფერნანდესისა და მუნირ ელ ჰადადის იმედზე რჩებიან.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

აქედან გამომდინარე, იგივე "დორტმუნდის" ფლანგებისგან განსხვავებით, "ნერვიონელების" ფრთაზე კონკურენციის მხრივ არ გვხვდება რაღაც სიგიჟე, რაც "ქვების" შემტევის ადაპტაციისთვის იდეალური გარემოება იქნება. გიორგი აბურჯანიამ იცის "რამონ სანჩეს პისხუანის" დაუვიწყარი ატმოსფეროს შესახებ და ვნახოთ, შეაბიჯებს თუ არა ამ სამყაროში კიდევ ერთი ჩვენიანი.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

მოსკოვის სპარტაკი

"კრასნოდარზე" კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველი ვარიანტი, რადგან ახალგაზრდა ფეხბურთელის განვითარების საკითხში დღევანდელი "სპარტაკი" კომპეტენტურობისგან შორს არის. სლუცკიმ 19-წლის ვინგერის სასიკეთოთ მოსკოველთა 10-მილიონიანი წინადადება ერთხელ უარით უკვე გაისტუმრა.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

ტორინო

სერია ა-ს კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომელიც უკანასკნელ სეზონებში ყალიბდებოდა სერიოზულ ძალად, თუმცა წარმატების მიღწევაში "ტორინოს" ხელს რაღაც მაინც უშლიდა. დღეს, "ხარები" არიან კალჩოს აუტსაიდერები, რომლებმაც 4-დან 3 მატჩი წააგეს. "რუბინის" 21-ე ნომრის მიმართებაში საინტერესო იქნებოდა ორი ფაქტორი:

პირველი - მისი პოტენციური ტანდემი ანდრეა ბელოტისთან და მეორე - "გრანატას" კრიზისიდან ამოყვანის გამოწვევა. ერთი სიტყვით, კვარაცხელია "ბროწეულისფრებში" არ მოიწყენდა. ბონუსი: ქართველის ხილვა ტურინულ დერბიში, კრიშტიანუ რონალდუს "იუვეს" წინააღმდეგ.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

უდინეზე

სერია ა-ს მესამე და დღეისთვის ბოლო წარმომადგენელი. რაში მდგომარეობს "უდინეზეს" ფენომენი? ამ გუნდს გააჩნდა განათხოვრებული ფეხბურთელების ყველაზე დიდი როსტერი ევროპაში. რაც შეეხება ხვიჩას პოზიციას, მის ადგილზე "ზებრებში" თამაშობს "უოტფორდიდან" იჯარით გადმოსული ხერარდ დეულოფეუ.

კატალონიელის "ირმებში" დაბრუნების შემთხვევაში, "ბიანკონერი" უდიდესი ალბათობით სწორედ ყაზანელების გარემარბზე გადაერთვება. აღნიშნული გუნდის მხრიდან ინტერესი 19-წლის ფლანგელის მიმართ მისმა აგენტმა დაადასტურა. ვნახოთ, რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი.

10 კლუბი, რომლის სატრანსფერო სიაში კვარაცხელია ფიგურირებს

გამოკითხვა

კვარაცხელიას შემდეგი გუნდი იქნება:


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ითამაშებენ თუ არა კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და სხვები ევროპის ჩემპიონატს, რომელიც საქართველოში ტარდება?

გუშინ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, რომელიც 2023 წელს გაიმართება, საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.

დღეს, 12:00

AS: ატლეტიკომ ზამთრისთვის სასურველი თავდამსხმელი შეარჩია

"ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ფორვარდის დამატებას გეგმავს.

დღეს, 11:48

ნაპოლიში გატუზოს მომავალი პრაქტიკულად გადაწყვეტილია

"ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ჯენარო გატუზოს მომავალი პრაქტიკულად გარკვეულია.

დღეს, 11:42

კონტრაქტი გაფორმებულია, რეალის სამიზნე ბეილის აგენტთან ითანამშრომლებს

"რენის" ნახევარმცველმა, ედუარდო კამავინგამ სააგენტო Stellar Group-თან გააფორმა კონტრაქტი.

დღეს, 11:40

"წარსულით ცხოვრება არ შეიძლება", - კასილასმა რეალს ზიდანის მომავალზე რჩევა მისცა

"რეალის" ექს-მეკარემ, იკერ კასილასმა გუნდის მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს მხარი დაუჭირა.

დღეს, 11:30

ტრანსფერი, რომელიც იუვენტუსს ორი ფეხბურთელის გამო ჩაეშალა

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა ოქტომბერში საინტერესო ტრანსფერის გაჩარხვასთან იყო ახლოს.

დღეს, 11:18

დადასტურდა: ჰოლანდი 2020 წელს ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს

"დორტმუნდის" თავდამსხმელი, ერლინგ ჰოლანდი უახლოესი კვირები გუნდს ვერ დაეხმარება.

დღეს, 11:10

ESPN: ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ჩელსის ორი ფეხბურთელი დატოვებს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ჩელსი" ორი ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს.

დღეს, 10:57

"მომავალ წელს მესი პსჟ-ში იქნება, ამას სრული სერიოზულობით ვამბობ", - ფრანგი ჟურნალისტი

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ კარიერა შეიძლება საფრანგეთში გააგრძელოს.

დღეს, 10:54

რეალს კამავინგასთვის ბრძოლაში სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა

საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველი, ედუარდო კამავინგა გრანდების სამიზნეა.

დღეს, 10:47

ფოტოები: ბარსელონას მუზეუმში მესის ცვილის ფიგურა დადგეს

ქალაქ ბარსელონას ცვილის ფიგურების მუზეუმმა ახალი ექსპონატი წარადგინა.

დღეს, 10:33

შენგელიას კარგი მატჩი და ცსკა-ს მორიგი გამარჯვება ევროლიგაზე [VIDEO]

მოსკოვის "ცსკა" მძიმე სტარტის შემდეგ ევროლიგის მიმდინარე სეზონს ბრწყინვალედ ატარებს.

დღეს, 02:11

ჩაკვეტაძის გუნდში არეულობაა - გუნდმა მწვრთნელი კიდევ ერთხელ დაითხოვა

მიმდინარე სეზონში ბელგიური "გენტი" საშინელ ფორმაშია და ძალიან ცუდ შედეგებს აფიქსირებს.

დღეს, 02:05

ეროვნული ლიგა - მე-17 ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის ბოლოსწინა ტურში საკმაოდ საინტერესო და უხვგოლიანი მატჩები გაიმართა.

დღეს, 02:02

5-დან 5 მოგება ევროპა ლიგაზე - არსენალმა რაპიდი გაანადგურა [VIDEO]

ლონდონის "არსენალი" ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს.

დღეს, 01:58

საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი ჟირუს პოკერს გამოეხმაურა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ "სევილიასთან" ჰეთ-თრიკი გაიფორმა.

დღეს, 01:54

სუარესმა კორონავირუსი დაამარცხა და ვარჯიში განაახლა

12 ნოემბერს, სანაკრებო შეკრებაზე ლუის სუარესს კორონავირუსი დაუდასტურდა და ურუგვაის ნაკრებს გამოაკლდა.

დღეს, 01:49

იქნება თუ არა კეინი არსენალთან? - მოურინიო კომენტარს აკეთებს

პრემიერ ლიგის მომდევნო ტურში გაიმართება ლონდონური დერბი "ტოტენჰემსა" და "არსენალს" შორის.

დღეს, 01:47

ჩალჰანოგლუს ბრწყინვალე შედეგი, რითიც მხოლოდ ლეო მესის ჩამორჩება

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მილანი" "სელტიკს" დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

დღეს, 01:41

მატჩი, რომელშიც ბეილმა სახელი გაითქვა - როდის გაიტანა ბოლოს უელსელმა სტუმრად?

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 'ტოტენჰემი" "ლასკს" სტუმრად დაუპირისპირდა და ფრედ 3:3 ითამაშა.

დღეს, 01:37

ლოჩოშვილი ფლეი-ოფს უახლოვდება - ქართველმა მცველმა მოსკოვში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გაიმართა საინტერესო მატჩი მოსკოვის "ცსკა"-სა და "ვოლფსბერგერს" შორის.

დღეს, 01:34

უხვგოლიანი მატჩი ავსტრიაში - ტოტენჰემმა გოლი ბოლო წუთზე გაუშვა და ფრე ითამაშა [VIDEO[

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ტოტენჰემი" სტუმრად "ლასკს" დაუპირისპირდა და ფრედ 3:3 ითამაშა.

დღეს, 00:00

მილანმა სელტიკს მოუგო და ჯგუფიდან გავიდა [VIDEO]

ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ერთმანეთს "მილანი" და "სელტიკი" დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:57

"ამ ზაფხულს ყველაფერი გააკეთა მესის პარიზში გადასვლისთვის", - ნეიმარის ნათესავი

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის ტრანსფერზე დარწმუნება სცადა.

გუშინ, 22:36

კენჭისყრის შედეგები: ერთა ლიგის ნახევარფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ერთა ლიგის ფინალური ტურნირის კენჭისყრა გაიმართა, ნაკრებები დაწყვილდნენ.

გუშინ, 22:01

მორიგი მიღწევა - რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე მესის რეკორდი დაამხო

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის ეგიდით, "იუვენტუსმა" გუშინ კიევის "დინამო" დაამარცხა.

გუშინ, 21:54

"სხვებს 20-20 კარიერა დასჭირდებათ ამის მისაღწევად", - მორატამ რონალდუ შეაქო

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, ალვარო მორატამ ფორვარდი, კრიშტიანუ რონალდუ შეაქო.

გუშინ, 21:50

"ფეხბურთელები იანვარში ხელფასს არ მიიღებენ", - ბარსას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი

"ბარსელონას" პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კლუბის ფინანსურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

გუშინ, 21:40

Onda Cero: რამოსს რამდენიმე შეთავაზება აქვს და რეალიდან წასვლისკენ იხრება

"რეალის" კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ზაფხულში შესაძლოა კლუბი დატოვოს, წერენ ესპანურ პრესაში.

გუშინ, 21:31

კობიაშვილი: "გილოცავთ მთელ საქართველოს! - მსგავსი მასშტაბის ტურნირი აქ ჯერ არ ჩატარებულა"

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობას ეხმაურება.

გუშინ, 21:15
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10