ავტორიზაცია

გრიგალავამ გულმკერდის არეში ტრავმა მიიღო და კონტუზია აქვს

გრიგალავამ გულმკერდის არეში ტრავმა მიიღო და კონტუზია აქვს
თარიღი 24 Nov 2020, 02:39
რუსეთის ჩემპიონატის გასულ ტურში "არსენალ ტულას" მცველმა გია გრიგალავამ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.

როგორც კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება, გრიგალავას ტრავმა მსუბუქი არ არის.

მას გულმკერდის არეში კონტუზია აქვს და სავარაუდოდ, რამდენიმე მატჩს გამოტოვებს.

კარგი კი ისაა, რომ გრიგალავას სხვა სერიოზული დაზიანებები არ აქვს და მძიმე ტრავმას გადაურჩა.