ავტორიზაცია

"სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო", - ხაბიბი მარადონას დაემშვიდობა

"სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო", - ხაბიბი მარადონას დაემშვიდობა
თარიღი 26 Nov 2020, 15:02
UFC-ის ჩემპიონი მსუბუქ წონით კატეგორიაში, ხაბიბ ნურმაგომედოვი, დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა:

"ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი ისტორიაში. მარადონას დამსახურებით მილიონობით ადამიანმა ფეხბურთი შეიყვარა.

შეგახსენებთ, არგენტინელი ლეგენდა გარდაიცვალა გულის შეტევით, 60 წლის ასაკში. "ნაპოლის" საკულტო შემტევი განსაკუთრებით ცუდად თავს ბოლო პერიოდში გრძნობდა.

რაც შეეხება დაღესტნელ ჩემპიონს, ჯასტინ გეიჯის დამარცხებისა და ტიტულის დაცვის შემდეგ, მან კარიერა დაასრულა.