ავტორიზაცია

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი და გამარჯვება რეალთან [VIDEO]

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი და გამარჯვება რეალთან [VIDEO]
თარიღი 27 Nov 2020, 01:49
ევროლიგის მე-11 ტურის ცენტრალური შეხვედრა მოსკოვის "ცსკა"-სა და მადრიდის "რეალს" შორის შედგა.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ბოლოს კი მოსკოველებმა ერთი ქულით, 74:73 მოიგეს.

"ცსკა"-ს ქართველმა ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.

შენგელიამ პარკეტზე 27:30 წუთი დაჰყო და ამ დროში 15 ქულასა და 7 მოხსნას მოუყარა თავი.