» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

გოლფი და ჰამბურგერი, ზურგის ტრავმა-ჭარბი წონა: ორი შუშის ლონდონელი, ერთი პრობლემა


გოლფი და ჰამბურგერი, ზურგის ტრავმა-ჭარბი წონა: ორი შუშის ლონდონელი, ერთი პრობლემა

2019 წლის სატრანსფერო ზაფხულში მადრიდის "რეალმა" ლონდონის "ჩელსის" ედენ აზარის სანაცვლოდ 115 მილიონი ევრო გადაუხადა. გარიგება ითვლებოდა გენიალურ ტრანსფერად, "გალაქტიკოს" სტილში, მაგრამ ახლა, ყველაფერი მიდის იმისკენ, რომ ბელგიელი გუნდისთვის ხდება მოუშორებელი ჭირი და "უესკასთან" გოლი დიდად არაფერს ნიშნავს.

რა თქმა უნდა, "სამეფო კლუბის" შემტევის მიერ შეგდებული ბურთი რეალურად გამორჩეული მოვლენაა, რადგან ის მოწინააღმდეგის კარის აღებას ხომ 392 დღის მანძილზე ვერ ახერხებდა. რამ განაპირობა "ბლანკოსის" 7-იანის ფლოპობა ტრავმების, ზედმეტი წონისა და უდისციპლინობის გარდა?

გოლფი და ჰამბურგერი, ზურგის ტრავმა-ჭარბი წონა: ორი შუშის ლონდონელი, ერთი პრობლემა

სანამ დავიწყებდეთ 29-წლის ფლეიმეიქერის მარტივ მამრავლებად დაშლას, განვიხილოთ, თუ რა სიხარული გაიზიარეს "თეთრების" გულშემატკივრებმა გასულ უიკენდზე: 4 გოლი ერთ მატჩში, კარიმ ბენზემას დუბლი, ლიდერობის განმტკიცება და ცხადია, ლაზარეთიდან დაბრუნებული აზარის გასროლა.

"სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკა ბელგიელის გაბრწყინებას ელის 2019 წლის დეკემბრის შემდეგ, იმ დროდან, როდესაც მან ლა ლიგის გასული სეზონის მერვე ტურში "გრანადას" გაუტანა. ზოგადად, ედენის სტატისტიკა პრიმერა დივიზიონში კოშმარულია: ორი ბურთი 17 მატჩში.

გოლფი და ჰამბურგერი, ზურგის ტრავმა-ჭარბი წონა: ორი შუშის ლონდონელი, ერთი პრობლემა

საუბარია იმ ფეხბურთელის შესახებ, რომელიც წლების განმავლობაში დაფრინავდა პრემიერ ლიგაში და პერიოდულად სწორედ "რეალთან" ფლირტაობდა. "არისტოკრატების" ექს-ლიდერის მადრიდში ტრანსფერი ყოველთვის ჩანდა დროის საკითხად, განსაკუთრებით ზინედინ ზიდანის დანიშნვის შემდეგ.

ცნობილი ფაქტია, "ლურჯების" ყოფილი ათიანის საოცნებო ადგილი არის სწორედ "სამეფო კლუბი", კუმირი კი ფრანგი ლეგენდა, ერთი სიტყვით, ყველაფერი მარტივია. "ბლანკოსსა" და 29-წლის ნახევარმცველს შორის დიდი ხნის მანძილზე მწიფდებოდა ქიმია, აქედან გამომდინარე, მისი ინერტულობა ორმაგად უცნაურია.

გოლფი და ჰამბურგერი, ზურგის ტრავმა-ჭარბი წონა: ორი შუშის ლონდონელი, ერთი პრობლემა

დიახ, აზარი გააწამა ტრავმებმა და ამაზე მეტყველებს სამწუხარო სტატისტიკა - "თეთრებში" გადმოსვლის მომენტიდან, ის დაიმტვრა შვიდჯერ და საერთო ჯამში მან თავისი გუნდის 34 მატჩი გამოტოვა. როგორ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს, ბელგიელს წაადგა პანდემიის პერიოდი, რომლის დროსაც სეზონი შეჩერებული იყო.

სეზონი გაზაფხულზე ჩვეულებრივად რომ გაგრძელებულიყო, ედენის სტატისტიკა კიდევ უფრო კატასტროფული იქნებოდა. სამწუხარო არის ის, რომ "გალაქტიკოს" შემტევმა ყველაზე მძიმე დაზიანება მიიღო შემთხვევით, ალბათ გვახსოვს ტომას მენიესთან შეჯახება ჩემპიონთა ლიგაზე.

გოლფი და ჰამბურგერი, ზურგის ტრავმა-ჭარბი წონა: ორი შუშის ლონდონელი, ერთი პრობლემა

"სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრების შვიდიანს დაუყოვნებლივ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, თუმცა თავად ფეხბურთელმა და კლუბის ექიმებმა აირჩიეს მარტივი გზა, რის შედეგადაც ის კიდევ 6-ჯერ დაიმტვრა. 29-წლის ფლეიმეიქერმა კლუბის ლაზარეთში საერთო ჯამში 240 დღე გაატარა.

ზიდანის გუნდის გულშემატკივრების ნაწილი აზარის მიმართ განეწყო უარყოფითად, მიზეზი - ზედმეტი წონა და დისციპლინის დარღვევა. უფრო კონკრეტულად, "რეალის" ქომაგების აზრით, ბელგიელი კუნთის დაზიანებებს ჭარბწონიანობის გამო იღებდა. ცეცხლზე ნავთი უნებლიეთ დაასხა თავად მოთამაშემ, რომელმაც ეს ყველაფერი ნაწილობრივ აღიარა:

"როდესაც ვისვენებ, საკუთარი კომფორტისთვის ყველაფერს ვაკეთებ. არ უარვყოფ იმ ფაქტს, რომ წონაში ვიმატებ სწრაფად, თუმცა კილოგრამების დაკლების პრობლემა არასდროს მქონია. შვებულების შემდეგ, ჩვეულებრივ ვიწონი 77 კგ-ს, მაგრამ ამჯერად 80 კგ ვიყავი. ზედმეტი წონა 10 დღეში დავაგდე".

გოლფი და ჰამბურგერი, ზურგის ტრავმა-ჭარბი წონა: ორი შუშის ლონდონელი, ერთი პრობლემა

პრინციპში, ედენის შემდეგ ტრავმიანობამდე, მისი მავნე ჩვევების შესახებ საუბარს არ აქვს აზრი, უბრალოდ დავტკბეთ ნახევარმცველის მეორე გოლით მადრიდულ კარიერაში. "სამეფო კლუბის" შემტევის გარშემო არსებული სიტუაცია ძალიან ჰგავს იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა წლების მანძილზე გარეტ ბეილის თავს.

"ბლანკოსის" შვიდიანის მსგავსად, შუშის უელსელი, ასტრონომიულ ფასად, მავნე ჩვევებითა და იმედებით. ბურგერების ჭამა ჩანაცვლებული იყო გოლფის თამაშით, ზიზუს ფავორიტობა კი კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელობით. ამის გარდა, არც "ტოტენჰემის" ამჟამინდელი შემტევი მალავდა თავის "ცოდვილ" ბუნებას.

გოლფი და ჰამბურგერი, ზურგის ტრავმა-ჭარბი წონა: ორი შუშის ლონდონელი, ერთი პრობლემა

დიახ, "ჰოტსპურის" ცხრიანმა "თეთრებს" შეუქმნა უამრავი პრობლემა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტი, რომ მან სასარგებლოც ბევრი გააკეთა. საკმარისია გავიხსენოთ 2014 და 2018 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალები, რომელიც ბრიტანელის გარეშე ასეთი დასამახსოვრებელი არ იქნებოდა.

ამის გარდა, ფრანგ სპეციალისტთან უამრავი ფორმაციული კონფლიქტის მიუხედავად, 31-წლის ვინგერმა "გალაქტიკოსების" შემადგენლობა დატოვა საკმაოდ შედეგიანად: 251 მატჩი, 105 ბურთი. მოკლედ, ბეილის მიერ "ბერნაბეუზე" დაფიქსირებულ შედეგებამდე 29-წლის ფლეიმეიქერს ბევრი უკლია.

რეალი-ლივერპული 3:1 (ბეილის დუბლი)



ამის გარდა, უელსელის "ფუჭება" დაიწყო ნელ-ნელა, სეზონიდან სეზონამდე, მაშინ, როდესაც აზარი სადებიუტო სეზონშივე გახდა კლუბის ლაზარეთის ერთგული კლიენტი. გარეტის კარიერა ზიდანის გუნდში დასრულდა ლონდონში დაბრუნებით, მაგრამ თეორიაში ქამბექის შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

როგორც ვიცით, "რეალის" საკუთრებაში მყოფი გარემარბი "დეზების" შემადგენლობაში განათხოვრების წესით ასპარეზობს. რამდენი ხნით გაჩერდება კლუბში ბელგიელი, ეს უკვე სულ სხვა საკითხია. მოკლედ, რამდენიმე საინტერესო დამთხვევის გარდა, ამ ორ მოთამაშეს საერთო არაფერი აქვთ.

გოლფი და ჰამბურგერი, ზურგის ტრავმა-ჭარბი წონა: ორი შუშის ლონდონელი, ერთი პრობლემა

ბოლოს კი წარმოიდგინეთ მადრიდელი გულშემატკივრებისთვის სამწუხარო და პრემიერ ლიგის მაყურებლებისთვის სანატრელი სცენარი - "სპურსში" დარჩენილი "სამეფო კლუბის" ყოფილი 11-იანი დედაქალაქურ დერბიში უპირისპირდება ედენს, რომელიც პრიმერაში გატარებული წარუმატებელი პერიოდის შემდეგ, "პენსიონერებში" ბრუნდება.

"ბლანკოსის" ნახევარმცველის ტრავმატულობის გათვალისწინებით, არაა გამორიცხული, რომ ეს ყველაფერი უკვე მომავალ სეზონში მოხდეს. საინტერესოა, ვინ იქნება "თეთრების" შემდეგი ტოპ-ახალწვეული ეპლ-იდან, ჰარი კეინი, სადიო მანე ან იქნებ კევინ დე ბრუინი?! დაველოდოთ ფლორენტინო პერესის შემდეგ სატრანსფერო ბომბას.

გოლფი და ჰამბურგერი, ზურგის ტრავმა-ჭარბი წონა: ორი შუშის ლონდონელი, ერთი პრობლემა

გამოკითხვა

რომელი ვარიანტი გირჩევნიათ?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალის ფეხბურთელმა წასვლა მოითხოვა, პირველი მსურველიც გამოჩნდა

როგორც ცნობილი გახდა, "რეალის" ფეხბურთელმა მადრიდული კლუბიდან წასვლა მოითხოვა.

გუშინ, 23:15

"ვინ იტყვის უარს ნეიმარზე და მბაპეზე?", - კუმანი მესისადმი პსჟ-ს ინტერესს ეხმაურება

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი ლიონელ მესისადმი "პსჟ"-ს ინტერესს გამოეხმაურა.

გუშინ, 23:06

რეალის ექს-ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც კრიპტოვალუტით იყიდეს

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ბარალი სეგუნდა დივიზიონი B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა.

გუშინ, 22:53

პსჟ-ს გამო, ბარსელონას შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერი ჩაეშალოს

"მანჩესტერ სიტის" მცველმა, ერიკ გარსიამ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გუშინ, 22:44

ოფიციალურად: ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილი გახდა.

გუშინ, 22:35

რიბერი: "არ არის გამორიცხული, ბუნდესლიგაში დავბრუნდე"

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ აღნიშნა, რომ შეიძლება გერმანიაში დაბრუნდეს.

გუშინ, 22:29

კუმანი: "იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება"

"ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის დისკვალიფიკაციაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:23

"სამწუხაროა", - არტეტა არსენალიდან ოზილის წასვლას გამოეხმაურა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:11

კარაგერი: "ლივერპულის ტრიოდან ყველაზე სწრაფად ფირმინო ამოვარდება"

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა რობერტო ფირმინოს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:05

"უჩვეულო არაფერია", - ვან დერ სარმა ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა

"აიაქსის" დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა დონი ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

გუშინ, 21:53

კუმანი: "ჩემთვის ხელოვნურ მოედნებზე თამაში ფეხბურთი არ არის"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მომავალი მეტოქის მოედანი გააკრიტიკა.

გუშინ, 21:43

ლაუტაროს მომავალი საბოლოოდ გადაწყდა, გარიგების პირობები ცნობილია

"ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესის აგენტი მოლაპარაკებების დასახურად იტალიაში ჩავიდა.

გუშინ, 21:37

ლივერპული საბოლოო პასუხს ელოდება - რა ვითარებაა ვეინალდუმის გარშემო?

"ლივერპული" და ჰავბეკი, ჟორჟინიო ვეინალდუმი ახალ კონტრაქტზე ჯერაც არ შეთანხმებულან.

გუშინ, 21:31

ცნობილი გახდა, თუ რატომ ჭიანურდება ახალ კლუბში ოზილის ტრანსფერი

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჭიანურდება.

გუშინ, 21:24

პრემიერ ლიგის გრანდი, რომელსაც ალაბამ რეალის გამო უარი შეუთვალა

გავრცელებული ცნობით, "ბაიერნის" მცველმა, დავიდ ალაბამ "რეალთან" კონტრაქტი შეთანახმა.

გუშინ, 21:04

რეალის დიდი გეგმები: მბაპეს ტრანსფერს შესაძლოა აზარი შეეწიროს

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა ზაფხულში შეიძლება მადრიდული გრანდის რიგები დატოვოს.

გუშინ, 20:59

ტურინში იუვენტუსისა და რეალის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა

"იუვენტუსის" პრეზიდენტმა ტურინული გრანდის ბაზაზე "რეალის" ხელმძღვანელს უმასპინძლა.

გუშინ, 20:50

"ეს ალის შეურაცხყოფაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მოურინიოს დიქტატორი უწოდა

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სტენ კოლიმორმა ჟოზე მოურინიოს დიქტატორი უწოდა.

გუშინ, 20:39

"მასზე უკეთესი არავინ მინახავს", - გვარდიოლამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

გუშინ, 20:29

ალაბას რეალისთვის თანხმობა არ განუცხადებია - გერმანული პრესა

მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.

გუშინ, 20:02

სექს-სკანდალის საქმე - სასამართლომ ესპანელი ფეხბურთელები დამნაშავედ სცნო

სექს-სკანდალის გამო, ესპანელ ფეხბურთელებს ორწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

გუშინ, 19:50

რეალისა და პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელით 4 კლუბი ინტერესდება

ხესე როდრიგესი კანარის კუნძულებზე ვარჯიშობს და ახალი კლუბის ძიებაშია, წერენ პრესაში.

გუშინ, 19:38

მიზეზი, რის გამოც შეიძლება რეალმა მბაპეს ტრანსფერზე უარი თქვას

მადრიდის "რეალმა" შესაძლოა "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ყიდვის იდეაზე უარი თქვას.

გუშინ, 19:32

"ზლატანის მჯერა", - იბრაჰიმოვიჩმა მილანის ჩემპიონობის შანსები შეაფასა

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის შესაძლო ჩემპიონობაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 19:25

"მეგონა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო", - ვილაშ-ბოაში დიეგო კოშტას შესაძლო დამატებაზე

"მარსელის" მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა დიეგო კოშტას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

გუშინ, 19:19

VIDEO: ნამდვილი პარაშუტი! საპონარას შედევრი რომას კარში

იტალიის თასზე „სპეციას“ ფეხბურთელმა, რიკარდო საპონარამ „რომას“ ულამაზესი გოლი გაუტანა.

გუშინ, 18:58

ლაპორტა: "საუბარი, რომელსაც მესისთან გავმართავ, იქნება ძალიან სერიოზული"

„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ, ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.

გუშინ, 18:52

გატუზო: "მგონი, პირლოს მე უფრო მეტჯერ წავუთაქე ცხოვრებაში, ვიდრე მამამისმა"

იტალიის სუპერთასის მატჩის წინ, „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ანდრეა პირლოზე ისაუბრა.

გუშინ, 18:49

კლოპმა ისაუბრა, როდის დაუბრუნდება გუნდს დიოგუ ჟოტა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, დიოგუ ჟოტას ტრავმაზე ისაუბრა.

გუშინ, 18:42

კროოსი: "ლოპეტეგის გაშვებამ დიდი ტკივილი მომაყენა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ტონი კროოსის თქმით, ხულენ ლოპეტეგის გაშვებამ მას ტკივილი მიაყენა.

გუშინ, 18:39
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10