» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

კაიპირინია, არაყი, შამპანიური, ლუდი, ღვინო - რონალდოს ალკო-თავგადასავალი ინტერიდან რეალში


კაიპირინია, არაყი, შამპანიური, ლუდი, ღვინო - რონალდოს ალკო-თავგადასავალი ინტერიდან რეალში

ლუის ნაზარიო დე ლიმა რონალდო პირველ რიგში ასოცირდება გენიალურ თამაშთან, ტრავმიანობასთან და სექს-მიღწევებთან, თუმცა მისი ცხოვრება აგრეთვე წარმოუდგენელი იყო ალკოჰოლის გარეშე. ცნობისთვის, "ფენომენი" ლუდის სმას ჯერ კიდევ "პსვ ეინდჰოვენში" თამაშის დროს მიეძალა.

"ფერმერებში" ასპარეზობის პერიოდში ბრაზილიელი იმყოფებოდა მკაცრი რეჟიმის ქვეშ - დისციპლინა კლუბში და ამის გარდა, სამშობლოდან ჩამოსული დედა, ფეხბურთელის მეგობარ გოგონასთან ერთად. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, "კიჭას" ალკოჰოლამდე წვდომა ჟურნალისტების შუამდგომლობით ჰქონდა.

კაიპირინია, არაყი, შამპანიური, ლუდი, ღვინო - რონალდოს ალკო-თავგადასავალი ინტერიდან რეალში

"თეთრ-წითლების" თავდამსხმელი ერედივიზიონში ახდენდა ნამდვილ ფურორს (57 მატჩი, 54 გოლი) და ცხადია, რეპორტიორებისთვის ის ყველაზე სასურველი რესპოდენტი იყო. სამხრეთ ამერიკელმა თავის დაფასება ისწავლა ადრეულ ასაკშივე, რაც ნიშნავდა იმას, რომ ინტერვიუებსა და გადაღებებს ის მხოლოდ ლუდის სანაცვლოდ თანხმდებოდა.

"ჩვენი შეხვედრა ბარში შედგა. რონალდო დავპატიჟე ლუდზე და მას რამდენიმე კითხვა დავუსვი. ის შეწუხებული სახით უყურებდა საათს, ვითომ ეჩქარებოდა, რის შემდეგაც ფენომენს კიდევ ერთი ლუდი და ჩიზბურგერი შევუკვეთე", - იხსენებს ცნობილი ჟურნალისტი, რობინ ვან ალსტი.

კაიპირინია, არაყი, შამპანიური, ლუდი, ღვინო - რონალდოს ალკო-თავგადასავალი ინტერიდან რეალში

ბრაზილიელმა ნამდვილ ალკოჰოლურ სამოთხეში თავი იგრძნო არა "ფილიპსელებში" ან "ბარსელონაში", არამედ მილანის "ინტერნაციონალეში", სადაც ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშის სტატუსით გადავიდა. "კიჭას" აეროპორტში დახვდა "ნერაძურის" 10 000-მდე ტიფოზი, კიდევ 50 000 კი მის პრეზენტაციას დაესწრო.

"შავ-ლურჯების" თავდამსხმელი იტალიაში ეზიარა ნამდვილ ტკბილ ცხოვრებას, რომელშიც მშობელი დედა იმყოფებოდა შორს, გარშემო კი მხოლოდ ღამის ცხოვრების მოყვარული მეგობარი გოგონები ფიგურირებდნენ. რამდენიმე წლის შემდეგ, სამხრეთ ამერიკელს გვერდი აუბა კალჩოს მთავარმა მოქეიფემ და მექალთანემ, კრისტიან ვიერიმ.

კაიპირინია, არაყი, შამპანიური, ლუდი, ღვინო - რონალდოს ალკო-თავგადასავალი ინტერიდან რეალში

"გველების" ცხრიანისა და მისი იტალიელი თანაგუნდელის თავგადასავლების შესახებ ლეგენდები დადიოდა. ყველაფერი იწყებოდა საღამოს 10 საათიდან, რესტორან Cracco-ში, შემდეგ კი ლუის ნაზარიო დე ლიმა და ბობო მოდის დედაქალაქის ელიტარულ ღამის კლუბებში მიდიოდნენ.

ახალგაზრდა ფეხბურთელები არაფერზე ამბოდნენ უარს - კაიპირინია, არაყი, შამპანიური და რა თქმა უნდა, ლუდიც. გართობის მოყვარული მეგობრების დაშლა ხდებოდა დილის 5-სკენ, ისიც რამდენიმე საათით. აპენინელი მიდიოდა გუნდის ვარჯიშზე, მაშინ, როდესაც ტრავმირებული რონალდო ღიმილით ადევნებდა თვალს, თუ როგორ წუხდებოდა პრაქტიკით მისი საუკეთესო მეგობარი.

კაიპირინია, არაყი, შამპანიური, ლუდი, ღვინო - რონალდოს ალკო-თავგადასავალი ინტერიდან რეალში

ლომბარდიელთა 32-ე ნომერი იმყოფებოდა კლუბის ბაზაზე, "ელ ფენომენო" კი ფინჯანი კაპუჩინოთი ხელში მორიგ თავგადასავალს გეგმავდა. ცნობისთვის, ბრაზილიელი არც "ბიზონის" გადმოსვლამდე იკლებდა ალკოჰოლს, თანაც ის ლუდს პირდაპირ ვარჯიშებზე აგემოვნებდა.

"კიჭამ" გააკეთა იმდენი, რომ მან თანხმობა მიიღო გუნდის იმდროინდელი მთავარი მწვრთნელისგან, ლუიჯი სიმონისგან, ვარჯიშებზე კოკა-კოლას დალევაზე, თუმცა დროთა განმავლობაში ტკბილი გამაგრილებელი სასმელი მან მუქი ფერის ლუდით ჩაანაცვლა. "მეაცაზე" ხვდებოდნენ ყველაფერს, მაგრამ ლმობიერებას იჩენდნენ.

კაიპირინია, არაყი, შამპანიური, ლუდი, ღვინო - რონალდოს ალკო-თავგადასავალი ინტერიდან რეალში

იტალიაში გატარებული ხუთი წლის განმავლობაში "ინტერნაციონალეს" თავდამსხმელის რაციონს დაემატა ღვინოც, რომელიც მან მადრიდის "რეალშიც" წაიღო. სამხრეთ ამერიკელი არ იყო ექსპერტი, მას უბრალოდ უყვარდა წითელი ღვინის გემო და მისი მსუბუქი ზემოქმედება.

ერთხელ, რობი კინმა და ვამპეტა დოს სანტოსმა დალიეს რომის პაპის მიერ ნაჩუქარი ღვინო, რომელსაც მილანელთა ცხრიანი საგანძურივით უფრთხილდებოდა. "ნერაძურული" თავგადასავლები მორჩა 2002 წლის ზაფხულში, როდესაც ლუის ნაზარიო დე ლიმა მსოფლიო ჩემპიონის რანგში "სამეფო კლუბში" გადავიდა.

კაიპირინია, არაყი, შამპანიური, ლუდი, ღვინო - რონალდოს ალკო-თავგადასავალი ინტერიდან რეალში

რონალდომ ალკოჰოლის გარეშე ვერც "ბლანკოსში" გაძლო. დიახ, მისი კარიერა გაანადგურა მუხლის ტრავმებმა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ის რეჟიმის დასაცავად არაფერს აკეთებდა. ბევრს ეგონა, "თეთრებში" მოხვედრით, "ფენომენი" დაღვინდებოდა მაგრამ არა, ის კვლავ 20-წლის ბიჭივით ერთობოდა.

ბრაზილიელს თავისი "ვიერი" ჰყავდა "ელ გალაქტიკოშიც" - ხოსე მარია გუტი. ზოგადად კი მასთან ერთად მოლხენაზე უარს ვერავინ ამბობდა. არსებობს მოსაზრება, რომ "კიჭა" არის იმ პერიოდის "ბერნაბეუს" მთავარი სიმბოლო: ხმამაღალი სახელი, რომლის მიღმა ცხოვრების მოდუნებული წესი იმალებოდა.

კაიპირინია, არაყი, შამპანიური, ლუდი, ღვინო - რონალდოს ალკო-თავგადასავალი ინტერიდან რეალში

სუპერ-შემადგენლობით დაკომპლექტებულმა "რეალმა" ვერაფერი მოიგო მოედანზე, მაშინ, როდესაც კომერციული თვალსაზრისით ფლორენტინო პერესმა ნამდვილი ფულის მანქანა აამუშავა. მადრიდელთა ფორვარდის ესპანური კარიერა დასრულდა დისციპლინის მოყვარული ფაბიო კაპელოს მოსვლის შემდეგ.

სამხრეთ ამერიკელმა და იტალიელმა ერთად გაძლეს სულ რაღაც რამდენიმე თვე, რის შემდეგაც იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოხდა ტრანსფერი, "სამეფო კლუბიდან" - "მილანში". ამის შემდეგ, ლეგენდარული 9-იანის შთამბეჭდავი კარიერა ნელ-ნელა დაღმასვლისკენ წავიდა.

კაიპირინია, არაყი, შამპანიური, ლუდი, ღვინო - რონალდოს ალკო-თავგადასავალი ინტერიდან რეალში

ლუის ნაზარიო დე ლიმას თამაშის ხარისხი დაეცა, იმატა ტრავმებმა, გართობის სურვილი კი უცვლელი დარჩა. ცხადია, ცხოვრების მსგავსმა რეჟიმმა გავლენა მოახდინა რონალდოს ჭარბწონიანობაზე, რომელსაც ის "შავ-ლურჯების" დატოვების შემდეგ ებრძოდა. საინტერესოა, როგორი იქნებოდა ეს მოთამაშე რომ არა ღამის კლუბები და ალკოჰოლი.

სიტყვა "ფენომენის" განმარტება ლექსიკონში ჩახედვის გარეშე:



გამოკითხვა

ტრავმები რომ არა, რონალდო მესისა და რონალდუს დონის სტაბილურობას მიაღწევდა?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალის ექს-ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც კრიპტოვალუტით იყიდეს

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ბარალი სეგუნდა დივიზიონი B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა.

დღეს, 22:53

პსჟ-ს გამო, ბარსელონას შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერი ჩაეშალოს

"მანჩესტერ სიტის" მცველმა, ერიკ გარსიამ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 22:44

ოფიციალურად: ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილი გახდა.

დღეს, 22:35

რიბერი: "არ არის გამორიცხული, ბუნდესლიგაში დავბრუნდე"

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ აღნიშნა, რომ შეიძლება გერმანიაში დაბრუნდეს.

დღეს, 22:29

კუმანი: "იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება"

"ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის დისკვალიფიკაციაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:23

"სამწუხაროა", - არტეტა არსენალიდან ოზილის წასვლას გამოეხმაურა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:11

კარაგერი: "ლივერპულის ტრიოდან ყველაზე სწრაფად ფირმინო ამოვარდება"

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა რობერტო ფირმინოს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

დღეს, 22:05

"უჩვეულო არაფერია", - ვან დერ სარმა ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა

"აიაქსის" დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა დონი ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

დღეს, 21:53

კუმანი: "ჩემთვის ხელოვნურ მოედნებზე თამაში ფეხბურთი არ არის"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მომავალი მეტოქის მოედანი გააკრიტიკა.

დღეს, 21:43

ლაუტაროს მომავალი საბოლოოდ გადაწყდა, გარიგების პირობები ცნობილია

"ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესის აგენტი მოლაპარაკებების დასახურად იტალიაში ჩავიდა.

დღეს, 21:37

ლივერპული საბოლოო პასუხს ელოდება - რა ვითარებაა ვეინალდუმის გარშემო?

"ლივერპული" და ჰავბეკი, ჟორჟინიო ვეინალდუმი ახალ კონტრაქტზე ჯერაც არ შეთანხმებულან.

დღეს, 21:31

ცნობილი გახდა, თუ რატომ ჭიანურდება ახალ კლუბში ოზილის ტრანსფერი

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჭიანურდება.

დღეს, 21:24

პრემიერ ლიგის გრანდი, რომელსაც ალაბამ რეალის გამო უარი შეუთვალა

გავრცელებული ცნობით, "ბაიერნის" მცველმა, დავიდ ალაბამ "რეალთან" კონტრაქტი შეთანახმა.

დღეს, 21:04

რეალის დიდი გეგმები: მბაპეს ტრანსფერს შესაძლოა აზარი შეეწიროს

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა ზაფხულში შეიძლება მადრიდული გრანდის რიგები დატოვოს.

დღეს, 20:59

ტურინში იუვენტუსისა და რეალის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა

"იუვენტუსის" პრეზიდენტმა ტურინული გრანდის ბაზაზე "რეალის" ხელმძღვანელს უმასპინძლა.

დღეს, 20:50

"ეს ალის შეურაცხყოფაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მოურინიოს დიქტატორი უწოდა

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სტენ კოლიმორმა ჟოზე მოურინიოს დიქტატორი უწოდა.

დღეს, 20:39

"მასზე უკეთესი არავინ მინახავს", - გვარდიოლამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 20:29

ალაბას რეალისთვის თანხმობა არ განუცხადებია - გერმანული პრესა

მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.

დღეს, 20:02

სექს-სკანდალის საქმე - სასამართლომ ესპანელი ფეხბურთელები დამნაშავედ სცნო

სექს-სკანდალის გამო, ესპანელ ფეხბურთელებს ორწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

დღეს, 19:50

რეალისა და პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელით 4 კლუბი ინტერესდება

ხესე როდრიგესი კანარის კუნძულებზე ვარჯიშობს და ახალი კლუბის ძიებაშია, წერენ პრესაში.

დღეს, 19:38

მიზეზი, რის გამოც შეიძლება რეალმა მბაპეს ტრანსფერზე უარი თქვას

მადრიდის "რეალმა" შესაძლოა "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ყიდვის იდეაზე უარი თქვას.

დღეს, 19:32

"ზლატანის მჯერა", - იბრაჰიმოვიჩმა მილანის ჩემპიონობის შანსები შეაფასა

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის შესაძლო ჩემპიონობაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:25

"მეგონა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო", - ვილაშ-ბოაში დიეგო კოშტას შესაძლო დამატებაზე

"მარსელის" მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა დიეგო კოშტას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 19:19

VIDEO: ნამდვილი პარაშუტი! საპონარას შედევრი რომას კარში

იტალიის თასზე „სპეციას“ ფეხბურთელმა, რიკარდო საპონარამ „რომას“ ულამაზესი გოლი გაუტანა.

დღეს, 18:58

ლაპორტა: "საუბარი, რომელსაც მესისთან გავმართავ, იქნება ძალიან სერიოზული"

„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ, ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 18:52

გატუზო: "მგონი, პირლოს მე უფრო მეტჯერ წავუთაქე ცხოვრებაში, ვიდრე მამამისმა"

იტალიის სუპერთასის მატჩის წინ, „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ანდრეა პირლოზე ისაუბრა.

დღეს, 18:49

კლოპმა ისაუბრა, როდის დაუბრუნდება გუნდს დიოგუ ჟოტა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, დიოგუ ჟოტას ტრავმაზე ისაუბრა.

დღეს, 18:42

კროოსი: "ლოპეტეგის გაშვებამ დიდი ტკივილი მომაყენა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ტონი კროოსის თქმით, ხულენ ლოპეტეგის გაშვებამ მას ტკივილი მიაყენა.

დღეს, 18:39

ოფიციალურად: არსენალმა მცველს კონტრაქტი გაუწყვიტა

ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურ საიტზე მცველის წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

დღეს, 18:33

ინტერს პაპუ გომესი სურს, თუმცა ერთი პრობლემაა

„ატალანტას“ თავდამსხმელი, პაპუ გომესი, „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

დღეს, 17:30
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10