ავტორიზაცია

სიტუაცია დაიძაბა: ჩიხურამ დინამო თბილისი სენსაციურად დაამარცხა [VIDEO]

სიტუაცია დაიძაბა: ჩიხურამ დინამო თბილისი სენსაციურად დაამარცხა [VIDEO]
თარიღი 30 ნოე 2020, 23:41
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და "დინამო თბილისი" დაუპირისპირდნენ.

მე-17 წუთზე ანგარიში კახაბრიშვილმა გახსნა, რომელმაც აუღებელი დაარტყა და კვასხვაძის კარი აიღო.

ამის შემდეგ, "დინამო" გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრებასაც ცდილობდა, თუმცა ამაოდ.

85-ე წუთზე "ჩიხურამ" მეორე გოლიც გაიტანა, თავი კიკაბიძემ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

ამ გამარჯვებით, "ჩიხურამ" ფლეი-აუტის საგზური გაინაღდა, "დინამო თბილისსა" და "დინამო ბათუმს" შორის კი სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.



სიტუაცია დაიძაბა: ჩიხურამ დინამო თბილისი სენსაციურად დაამარცხა