"მე შენ მიყვარხარ, დიეგო", - პელემ მარადონას ემოციური პოსტი მიუძღვნა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, პელემ თავის Instagram-ზე არგენტინის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, დიეგო მარადონას დიდი პოსტი მიუძღვნა.
პოსტში პელე ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ფეხბურთელისადმი მეგობრობასა და სიყვარულზე საუბრობს და ერთად გადაღებულ რამდენიმე ფოტოსაც აქვეყნებს.
მოგეხსენებათ, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონი 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
"შვიდი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც დაგვტოვე. ბევრ ადამიანს უყვარდა ჩვენი შედარება. ნამდვილი გენიოსი იყავი, რომელმაც მთელი მსოფლიო დაიპყრო. ჯადოქარი ხარ ფეხებში ბურთით, ნამდვილი ლეგენდა", - წერს პელე.
"პირველ რიგში, ჩემთვის შენ დიდი მეგობარი ხარ, კიდევ უფრო დიდი გულით. ვფიქრობ, სამყარო უკეთესი იქნებოდა, ერთმანეთს ნაკლებად თუ შევედრებოდით და უფრო მეტად აღვფრთოვანდებოდით. მინდა ვთქვა, რომ შეუდარებელი იყავი".
"შენს გზაზე გულწრფელი იყავი და გვასწავლე ხშირად გვეთქვა ფრაზა "მე შენ მიყვარხარ" და ამის გაკეთება. შენმა მოულოდნელმა წასვლამ არ მომცა ამის თქმის საშუალება. ამიტომაც უბრალოდ ამას დავწერ: "მე შენ მიყვარხარ, დიეგო".
"ჩემო დიდებულო მეგობარო, მადლობა შენ ჩვენი მოგზაურობისთვის. ერთ დღესაც სამოთხეში ერთ გუნდში ვითამაშებთ. და პირველად აღვმართავ ხელებს მაღლა არა გოლის აღსანიშნავად, არამედ იმისათვის, რათა კვლავ ჩაგეხუტო", - დასძინა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა.