» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"მანჩესტერ სიტი" ფალკაოს ყიდულობს - დღის 5 სატრანსფერო ჭორი



რადამელ ფალკაოს შესაძენად "მანჩესტერ სიტი" მადრიდის "რეალს" გაუწევს კონკურენციას. GOAL.GE 7 აგვისტოს ყველაზე ცხელ სატრანსფერო ჭორებს მოგიყვებათ. ფალკაოს გამო იოვეტიჩს გაყიდიან Jovetic მიუხედავად იმისა, რომ "მონაკოს" ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, კოლუმბიელი ფორვარდი არ იყიდებაო, ფალკაოს მიმართ ინტერესი არ ნელდება. "მან სიტი" სერიოზულადაა დაინტერესებული რადამელის შეძენით და ამბობენ, მას ისეთ პირობებს შევთავაზებთ, უბრალოდ უარს ვერ იტყვისო. თუმცა "სიტის" უეფას წინაღობა არ უნდა დაავიწყდეს და ფინანსური fair play-ს წესებს პატივი სცეს, თორემ... მანჩესტერელები "იუვენტუსში" სტევან იოვეტიჩის გაყიდვასა გეგმავენ, რათა ფული და ადგილი გათავისუფლდეს ფალკაოსთვის. შესაძლოა პელეგრინიმ მოთამაშე 1-წლიანი არენდის წესით აიყვანოს და შემდეგ გამოისყიდოს. იბრაჰიმოვიჩი "იუვეზე" ოცნებობს Zlatan-Ibrahimovic-9 იბრაჰიმოვიჩის ერთ-ერთი პირველი მწვრთნელის, სტეფან ჰანსონის განცხადებით, ფეხბურთელს ტურინში დაბრუნება უნდა, ან ახლა, ან მომავალ წელს. იბრამ "იუვენტუსთან" ერთად ორჯერ მოიგო იტალიის სერია ა. ბოლო ტიტული მას ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებული სკანდალების გამო ჩამოართვეს. ერთი კია, ფანები მას კარგად არ მოიხსენიებენ, რადგან სერია ბ-ში დაქვეითების შემდეგ იბრაჰიმოვიჩი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გუნდი მიატოვა, მაშინ, როცა ბუფონი, დელ პიერო, კიელინი და დავიდ ტრეზეგე ბოლომდე დარჩნენ და "ბებერი სინიორა" უმაღლეს ლიგაში კვლავ აიყვანეს. სიმეონეს შურლე სჭირდება FBL-WC2014-SWE-GER "ჩელსიმ" ამ ზაფხულში ნამდვილად "გაძარცვა" მადრიდის "ატლეტიკო", ახლა კი ესპანელებს სურთ "არისტოკრატებისგან" მოთამაშე წამოიყვანონ. საუბარია ანდრე შურლეზე, რომელმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა გასულ სეზონში და მსოფლიო ჩემპიონატზეც. ბრიტანული პრესა კვლავ გააქტიურდა "როხიბლანკოსისა" და გერმანელის მიმართ, რამაც ცეცხლზე ნავთი დაასხა. შურლეს შეძენით პირადადაა დაინტერესებული დიეგო სიმეონე. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ანდრე შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშობს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ "ატლეტიკო" თავის ლიდერს, არდა თურანს გაყიდის. დეფური სამშობლოში ბრუნდება defur ახალი ამბავი არ არის, რომ ბელგიელი სტივენ დეფური "პორტუს" დატოვებას აპირებდა. მთავარი კითხვა იყო, თუ სად გააგრძელდება ის კარიერას? ფეხბურთელს "პსვ"-ს უკავშირებდნენ, მაგრამ ეინდჰოვენელებმა "დრაკონების" მიერთ მოთხოვნილი 8 მილიონი ევრო "ვერ იშოვეს". ახლა დეფურის სამშობლოში დაბრუნებას "ანდერლეხტი" აპირებს. "პორტუსთან" ერთად დეფური 2-ჯერ გახდა ჩემპიონიმ, მაგრამ გასულ სეზონში ფეხბურთელი მეორე პლანზე გადაწიეს. ჰავბეკი პორტუგალიის პირველობის მხოლოდ 16 მატჩი გამოვიდა მოედანზე, აქედან სასტარტოში - 13-ჯერ მოხვდა. დესტრო იკარდის შეცვლის Mattia+Destro+Sassuolo+Calcio+v+Roma+Serie+CiB-i1-V8z0l "ინტერმა" მაურო იკარდის გამოსასყიდი თანხა დაასახელა. 21 წლის არგენტინის სანაცვლოდ, რომელმაც გასულ სეზონში 9 გოლი გაიტანა, მილანელები 30 მილიონ ევროს ითხოვენ. გამოდის, რომ 1 წელიწადში თავდამსხმელის ფასი 6-ჯერ გაიზარდა. იკარდის შეძენა "მონაკოს" სურს. თუ ფეხბურთელი "ჯუზეპე მეაცას" დატოვებს, მის შემცვლელად "ინტერი" რომაელ მატია დესტროს მოიყვანს. გასულ სეზონში დესტრომ 13 გოლი გაიტანა, რაც მისთვის სარეკორდო ციფრია. "რომამ" რამდენიმე დღის წინ "ვოლფსბურგს" 20-მილიონიან წინადადებაზე უარი უთხრა. trasferebi

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"საბოლოო შედეგზე უდიდესი გავლენა იქონია", - კუმანი რეალთან მარცხს სოც.ქსელში გამოეხმაურა

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი, „რეალთან“ წაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

დღეს, 14:20

ნევილი: "ალბათ, ვან დე ბეკი ფიქრობს, აქ რა ჯანდაბას ვაკეთებო"

„მან.იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, გარი ნევილმა, დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

დღეს, 14:16

ჯონ ჯონსი უკმაყოფილოა, რომ დანა უაიტმა ხაბიბს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა

UFC-ს ნახევრადმსუბუქი წონის ექს-ჩემპიონი, ჯონ ჯონსი უკმაყოფილო დარჩა იმ ფაქტით...

დღეს, 14:13

მაკგრეგორმა გეიჯის ბრძოლას სამარცხვინო უწოდა

UFC-s ორი წონით კატეგორიის ექს-ჩემპიონმა, კონორ მაგრეგორმა, ჯასტინ გეიჯი ხაბიბ ნურმაგომედოვთან ბრძოლის გამო გააკრიტიკა.

დღეს, 14:09

"ხაბიბი წავიდა, იმიტომ რომ კონორის ეშინია", - მაკგრეგორის მეგობარი

UFC-ს მსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონის, კონორ მაკგრეგორის მეგობარი, დილონ დენისი, ხაბიბის წასვლას გამოეხმაურა.

დღეს, 14:00

მანჩესტერ იუნაიტედმა 48 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 1972/73 წლების სეზონში დამყარებული ანტირეკორდი გაიმეორა, წერს Opta Sport.

დღეს, 11:54

დე ხეა: "მანჩესტერ იუნაიტედი მეტს იმსახურებდა, ჩელსი მეკარემ გადაარჩინა"

"მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ "ჩელსისთან" (0:0) გამართული მატჩის შედეგი შეაჯამა.

დღეს, 11:46

"გუნდს ვან დე ბეკი არ სჭირდება", - ნევილის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი ევრამაც გააკრიტიკა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა, პატრის ევრამ "ეშმაკუნების" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკზე ისაუბრა.

დღეს, 11:42

საინტერესო ფაქტი: რონალდუს წასვლის შემდეგ, მესის კლასიკოში გოლი არ გაუტანია

საინტერესოა, თუ როდის გაიტანა უკანასკნელად "ბარსელონას" კაპიტანმა, ლეო მესიმ "კლასიკოში" გოლი.

დღეს, 11:38

ელ კლასიკოს ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა: რეალმა ბარსელონას გადაასწრო!

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ეგიდით, "ბარსელონამ" "რეალს" უმასპინძლა და დამარცხდა - 1:3.

დღეს, 11:31

სერია ა-ს კლუბმა ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის ანტირეკორდი დაამყარა

იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის ეგიდით, "ბოლონია" სტუმრად "ლაციოსთან" დამარცხდა - 1:2.

დღეს, 11:24

"არ მესმის, რატომ იყიდა მანჩესტერმა ვან დე ბეკი", - ნევილის კრიტიკული განცხადება

"მანჩესტერის" ექს-მცველმა, გარი ნევილმა "აიაქსიდან" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 11:20

ციფრები: ლევანდოვსკის შთამბეჭდავი სტატისტიკა ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში

"ბაიერნის" თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ბუნდესლიგის ამ გათამაშებაში ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს.

დღეს, 11:15

ბუსკეტსი: "ზოგადად, რეალის სასარგებლოდ სადავო გადაწყვეტილებებს ხშირად იღებენ"

"ბარსელონას" ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა "რეალთან" (1:3) განცდილ მარცხზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 10:59

"უფრო ძლიერი დავბრუნდები", - დეივისის პირველი კომენტარი სერიოზული ტრავმის შემდეგ

მიუნხენის "ბაიერნის" მცველს, ალფონსო დეივისს სჯერა, რომ ტრავმის შემდეგ უფრო ძლიერი დაბრუნდება.

დღეს, 10:55

"სტატისტიკა ჩემთვის არცთუ ისე მნიშვნელოვანია", - ლევანდოვსკი ჰეთ-თრიქის შემდეგ

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ "აინტრახტთან" გამართული მატჩში ჰეთ-თრიქი შეასრულა.

დღეს, 10:43

"ფეხბურთი კონტაქტური თამაშია", - დავიდ ლუიზი ვან დეიკის ტრავმას ეხმაურება

"არსენალის" მცველი, დავიდ ლუიზი "ლივერპულის" უკანახაზელ ვირჯილ ვან დეიკის ტრავმას ეხმაურება.

დღეს, 10:27

"ძალიან მტკივნეულია", - დეივისმა მძიმე ტრავმა მიიღო და ბაიერნს დიდი ხნით გამოაკლდა

"ბაიერნის" მცველმა, ალფონსო დეივისმა "აინტრახტთან" გამართულ გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო.

დღეს, 10:19

"კარს არ ვხურავ და თუ მოვუნდები, დავფიქრდები", - მაჰრეზმა ოცნების კლუბი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ნახევარმცველმა, რიად მაჰრეზმა საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 09:55

"საუკეთესო ჯერ კიდევ წინაა", - კავანი მანჩესტერ იუნაიტედში დებიუტს გამოეხმაურა

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ედინსონ კავანი "ეშმაკუნების" რიგებში დებიუტით კმაყოფილი დარჩა.

დღეს, 09:49

ციფრები: პრემიერ ლიგაში ლივერპულის ბრწყინვალე სერია გრძელდება

ინგლისის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, "ლივერპულმა" შინ "შეფილდ იუნაიტედი" დაამარცხა - 2:1.

დღეს, 09:45

"ორი კარგი გუნდის დაპირისპირება ვიხილეთ", - სოლსკიაერი ჩელსისთან მატჩის შემდეგ

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "ჩელსისთან" (0:0) მატჩის შედეგი შეაჯამა.

დღეს, 09:39

მუხლზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ, აგუერომ კვლავ ტრავმა მიიღო

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, სერხიო აგუერომ "ვესტ ჰემთან" (1:1) გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.

დღეს, 09:33

კონორ მაკგრეგორი ხაბიბის ბოლო გამარჯვებას გამოეხმაურა

მსუბუქი წონის ფინალში ხაბიბ ნურმაგომედოვმა ჯასტინ გეიჯი დაამარცხა.

დღეს, 03:06

კავანი და იბრა - ყველაზე ხნიერები მანჩესტერში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ჩელსის" დაუპირისპირდა და 0:0 ითამაშა.

დღეს, 03:01

"ის გვაჩვენებს, თუ რისთვის არის მოსული გუნდში" - ლამპარდმა მეკარის პრობლემა მოაგვარა

როგორც ჩანს, ლონდონის "ჩელსის" მეკარეს კეპა არისაბალახას ამ გუნდის მაისურით თამაში ხშირად არ მოუწევს.

დღეს, 02:58

დიეგო ჟოტამ მანეს რეკორდი გაიმეორა

"ლივერპულის" ახალწვეული დიეგო ჟოტა ახალ კლუბში ბრწყინვალე შედეგებს აფიქსირებს.

დღეს, 02:55

ქამბექების ოსტატები - ლივერპულის ბრწყინვალე სტატისტიკა პრემიერ ლიგაში

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "ლივერპული" "შეფილდს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 02:52

ის, რაც იშვიათად ხდება - როგორი სტატისტიკით დაასრულა აიაქსმა გუშინდელი მატჩი?

ჰოლანდიის ჩემპიონატში საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი შედეგით დასრულებული მატჩი გაიმართა

დღეს, 02:48

"2 სხვადასხვა ფეხბურთელი მივიღეთ" - კონტე თავის ფეხბურთელს აქებს

მილანის "ინტერის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე თავის ფეხბურთელს, რომელუ ლუკაკუს აქებს.

დღეს, 02:45
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10