ავტორიზაცია

რაულ ხიმენესი საავადმყოფოდან გაწერეს

რაულ ხიმენესი საავადმყოფოდან გაწერეს
თარიღი 08 დეკ 2020, 21:30
მიღებული სერიოზული ტრავმის შემდეგ, რაულ ხიმენესი საავადმყოფოდან გაწერეს, იტყობინება „ვულვერჰემპტონის“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

მექსიკელმა თავდამსხმელმა დავიდ ლუისთან შეტაკების შედეგად თავის ქალა გაიბზარა, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა.

ერთ-ერთ ლონდონურ კლინიკაში ხიმენესს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა და მან სარეაბილიტაციო პროცესი დაიწყო.

29 წლის თავდამსხმელმა ამ სეზონში 11 მატჩში 3 გოლის გატანა მოასწრო.