» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

5 მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ვაისის შეცვლა შეუძლია [გამოკითხვა]


5 მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ვაისის შეცვლა შეუძლია [გამოკითხვა]

როგორც მოგეხსენებათ, სომხეთსა და ესტონეთთან გასამართი მატჩების შემდეგ (15-18 ნოემბერი), ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დატოვებს. ისმის კითხვა: ვინ შეცვლის სლოვაკ სპეციალისტს? წარმოგიდგენთ 5 კანდიდატს.

შოთა არველაძე

5 მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ვაისის შეცვლა შეუძლია [გამოკითხვა]

ასაკი: 47-წლის
სამწვრთნელო კარიერა: 2008-დღემდე; ალკმაარი (თანაშემწე), ქაისერისპორი, ქაზიმფაშა, ტრაბზონსპორი, მაკაბი
ამჟამინდელი მდგომარეობა: ფახთაქორის მწვრთნელი, 2017-წლიდან
მოქმედი კონტრაქტი: 2020 წლის 31 დეკემბრამდე
სამწვრთნელო სტატისტიკა: 331 მატჩი, 169 მოგება, 71 ფრე, 91 წაგება
მიღწევები: უზბეკეთის ჩემპიონი, უზბეკეთის თასის გამარჯვებული, უზბეკეთის თასის ფინალისტი

ლუი ვან გაალისა და რონალდ კუმანის ყოფილი შეგირდი, რომელიც მოგვიანებით გახდა მათი თანაშემწე, შემდგომში კი იდეოლოგიის გამგრძელებელიც კი. არველაძის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ნიდერლანდებში, შემდეგ კი თურქეთში, ისრაელსა და უზბეკეთში გაგრძელდა.

სამწვრთნელო კარიერის საუკეთესო პერიოდს ქართველი განიცდის "ფახთაქორში", რომელსაც მან ქვეყნის ჩემპიონობა და თასი მოაგებინა. ამის გარდა, მისი გუნდი წარმატებით აზიურ ჩემპიონთა ლიგაზეც გამოდის. შოთის კონტრაქტი ტაშკენტელებთან გათვლილია მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლომდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მალე მის კარიერაში ახალი გამოწვევების დრო დადგება.

გიორგი ჭიაბრიშვილი

5 მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ვაისის შეცვლა შეუძლია [გამოკითხვა]

ასაკი: 41-წლის
სამწვრთნელო კარიერა: 2008-დღემდე; ზესტაფონი (თანაშემწე, მწვრთნელი), საქართველოს ნაკრები U21 (თანაშემწე), საბურთალო
ამჟამინდელი მდგომარეობა: ლოკომოტივი თბილისის მწვრთნელი, 2020-წლიდან
მოქმედი კონტრაქტი: 2023 წლის 31 დეკემბრამდე
სამწვრთნელო სტატისტიკა: 191 მატჩი, 105 მოგება, 33 ფრე, 53 წაგება
მიღწევები: საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასის გამარჯვებული

ქართული სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წარმომადგენელი, რომელმაც ყურადღება ახალგაზრდული ასაკიდანვე მიიქცია. გია გეგუჩაძის ასისტენტი 2008-2011 წლების "ზესტაფონში" და შემდგომში უკვე სრულფასოვანი მთავარი მწვრთნელი და საქართველოს ჩემპიონი "საბურთალოსთან" ერთად.

მიმდინარე წლის ზაფხულში ჭიაბრიშვილი სათავეში ჩაუდგა "ლოკომოტივს", რომელთან ერთადაც მან ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მცირე ფურორი მოახდინა. თბილისელებმა დაამარცხეს მოსკოვის "დინამო", შემდეგ კი თითქმის თანაბარ ბრძოლაში "გრანადასთან" მატჩი დათმეს. ქართველი სპეციალისტის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

თემურ ქეცბაია

5 მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ვაისის შეცვლა შეუძლია [გამოკითხვა]

ასაკი: 52-წლის
სამწვრთნელო კარიერა: 2004-დღემდე; ანორთოსისი, ოლიმპიაკოსი, საქართველოს ნაკრები, აპოელი, აეკი, ორენბურგი
ამჟამინდელი მდგომარეობა: ანორთოსისის მწვრთნელი, 2019-წლიდან
მოქმედი კონტრაქტი: 2021 წლის 31 მარტი
სამწვრთნელო სტატისტიკა: 281 მატჩი, 155 მოგება, 60 ფრე, 66 წაგება
მიღწევები: 2-ჯერ კვიპროსის ჩემპიონი, კვიპროსის თასის გამარჯვებული, კვიპროსის სუპერთასის გამარჯვებული

ქეცბაიას სამწვრთნელო კარიერის შესახებ ვიცით ყველაფერი - პირველი მწვრთნელი, რომელმაც კვიპროსული გუნდი გაიყვანა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე მან არაფერი დაუთმო ჟოზე მოურინიოს "ინტერს", ბრემენის "ვერდერსა" და "პანათინაიკოსს". შემდეგ იყო "ოლიმპიაკოსი", საქართველოს ნაკრები და დაღმასვლა.

2019 წელს, ქართველმა წარმატებით მოახდინა სამწვრთნელო კარიერის რეანიმირება და ის კვლავ "ანორთოსისის" დამრიგებლად მოგვევლინა. მან თავის გუნდში წაიყვანა თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა და კიდევ რამდენიმე თანამემამულე. თემურმა "ჯვაროსნების" რამდენიმე წევრს მისცა ყველაზე მთავარი: სათამაშო პრაქტიკა.

კახაბერ ცხადაძე

5 მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ვაისის შეცვლა შეუძლია [გამოკითხვა]

ასაკი: 52-წლის
სამწვრთნელო კარიერა: 2001-დღემდე; ლოკომოტივ თბილისი, დინამო თბილისი, სიონი, სტანდარდ ბაქო, საქართველო U21, ინტერ ბაქო, საქართველოს ნაკრები, ქაირათი
ამჟამინდელი მდგომარეობა: ორდაბასის მწვრთნელი, 2018-დან
მოქმედი კონტრაქტი: კონტრაქტის ამოწურვის თარიღი უცნობია
სამწვრთნელო სტატისტიკა: 541 მატჩი, 278 მოგება, 111 ფრე, 132 წაგება
მიღწევები: 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული, აზერბაიჯანის ჩემპიონი, დსთ-ს თასის გამარჯვებული, ყაზახეთის სუპერთასის გამარჯვებული

მწვრთნელი, რომელსაც ქეცბაიას მსგავსად, თავისი ქვეყნის ნაკრების დამრიგებლობის გამოცდილება უკვე აქვს. ცხადაძე აქამდე წარმატებული იყო საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ჩემპიონატში. რაც შეეხება "ჯვაროსნებში" გატარებულ პერიოდს, როგორც გვახსოვს, ქართველი მწვრთნელი ცუდი შედეგების გამო არ გაუშვიათ.

კახაბერი ვერ შეუთანხმდა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას კონტრაქტით გათვალისწინებულ სხვადასხვა დეტალებზე, რის გამოც ლევან კობიაშვილმა მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. ვნახოთ, დაშვებული იქნება თუ არა საქართელოს ნაკრებსა და "ორდაბასის" დამრიგებელს შორის მეორე შანსის პრინციპი.

სერგეი რებროვი

5 მწვრთნელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში ვაისის შეცვლა შეუძლია [გამოკითხვა]

ასაკი: 46-წლის
სამწვრთნელო კარიერა: 2009-დღემდე; დინამო კიევი U21 (თანაშემწე), დინამო კიევი (დუბლებისა და მთავარი გუნდის მწვრთნელი), უკრაინის ნაკრები (თანაშემწე), ალ-აჰლი
ამჟამინდელი მდგომარეობა: ფერენცვაროშის მწვრთნელი, 2018-წლიდან
მოქმედი კონტრაქტი: 2023 წლის 30 ივნისი
სამწვრთნელო სტატისტიკა: 276 მატჩი, 180 მატჩი, 53 ფრე, 43 წაგება
მიღწევები: 2-ჯერ უკრაინის ჩემპიონი, 2-ჯერ უკრაინის თასის გამარჯვებული, უკრაინის სუპერთასის გამარჯვებული, 2-ჯერ უნგრეთის ჩემპიონი, ფერენცვაროშის ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელი

იმ შემთხვევაში, თუ "ჯვაროსნებში" გაგრძელდება უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანის იდეის განვითარება, მიგვაჩნია, რომ რებროვი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი იქნება. დიახ, უკრაინელს "ფერენცვაროშთან" აკავშირებს კონტრაქტი კიდევ 3 წლით, მაგრამ საკლუბო-სანაკრებო საკითხებში აღნიშნული გარემოება მოუგვარებელი პრობლემა არასდროს ყოფილა.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რთული არც შეთავსება იქნება. სერგეის კარგად იცნობს თბილისის მერი, კახა კალაძე, რომელიც მასთან ერთად "დინამო კიევში" თამაშობდა. რაც შეეხება ბუდაპეშტელთა სპეციალისტის სამწვრთნელო მეთოდებს, ფაქტია, ფინანსურად და შემადგენლობით მოკრძალებული გუნდი მან ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.

გამოკითხვა

ვინ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვაისის წასვლის შემდეგ?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალის ფეხბურთელმა წასვლა მოითხოვა, პირველი მსურველიც გამოჩნდა

როგორც ცნობილი გახდა, "რეალის" ფეხბურთელმა მადრიდული კლუბიდან წასვლა მოითხოვა.

დღეს, 23:15

"ვინ იტყვის უარს ნეიმარზე და მბაპეზე?", - კუმანი მესისადმი პსჟ-ს ინტერესს ეხმაურება

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი ლიონელ მესისადმი "პსჟ"-ს ინტერესს გამოეხმაურა.

დღეს, 23:06

რეალის ექს-ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც კრიპტოვალუტით იყიდეს

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ბარალი სეგუნდა დივიზიონი B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა.

დღეს, 22:53

პსჟ-ს გამო, ბარსელონას შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერი ჩაეშალოს

"მანჩესტერ სიტის" მცველმა, ერიკ გარსიამ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 22:44

ოფიციალურად: ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილი გახდა.

დღეს, 22:35

რიბერი: "არ არის გამორიცხული, ბუნდესლიგაში დავბრუნდე"

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ აღნიშნა, რომ შეიძლება გერმანიაში დაბრუნდეს.

დღეს, 22:29

კუმანი: "იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება"

"ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის დისკვალიფიკაციაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:23

"სამწუხაროა", - არტეტა არსენალიდან ოზილის წასვლას გამოეხმაურა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:11

კარაგერი: "ლივერპულის ტრიოდან ყველაზე სწრაფად ფირმინო ამოვარდება"

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა რობერტო ფირმინოს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

დღეს, 22:05

"უჩვეულო არაფერია", - ვან დერ სარმა ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა

"აიაქსის" დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა დონი ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

დღეს, 21:53

კუმანი: "ჩემთვის ხელოვნურ მოედნებზე თამაში ფეხბურთი არ არის"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მომავალი მეტოქის მოედანი გააკრიტიკა.

დღეს, 21:43

ლაუტაროს მომავალი საბოლოოდ გადაწყდა, გარიგების პირობები ცნობილია

"ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესის აგენტი მოლაპარაკებების დასახურად იტალიაში ჩავიდა.

დღეს, 21:37

ლივერპული საბოლოო პასუხს ელოდება - რა ვითარებაა ვეინალდუმის გარშემო?

"ლივერპული" და ჰავბეკი, ჟორჟინიო ვეინალდუმი ახალ კონტრაქტზე ჯერაც არ შეთანხმებულან.

დღეს, 21:31

ცნობილი გახდა, თუ რატომ ჭიანურდება ახალ კლუბში ოზილის ტრანსფერი

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჭიანურდება.

დღეს, 21:24

პრემიერ ლიგის გრანდი, რომელსაც ალაბამ რეალის გამო უარი შეუთვალა

გავრცელებული ცნობით, "ბაიერნის" მცველმა, დავიდ ალაბამ "რეალთან" კონტრაქტი შეთანახმა.

დღეს, 21:04

რეალის დიდი გეგმები: მბაპეს ტრანსფერს შესაძლოა აზარი შეეწიროს

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა ზაფხულში შეიძლება მადრიდული გრანდის რიგები დატოვოს.

დღეს, 20:59

ტურინში იუვენტუსისა და რეალის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა

"იუვენტუსის" პრეზიდენტმა ტურინული გრანდის ბაზაზე "რეალის" ხელმძღვანელს უმასპინძლა.

დღეს, 20:50

"ეს ალის შეურაცხყოფაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მოურინიოს დიქტატორი უწოდა

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სტენ კოლიმორმა ჟოზე მოურინიოს დიქტატორი უწოდა.

დღეს, 20:39

"მასზე უკეთესი არავინ მინახავს", - გვარდიოლამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 20:29

ალაბას რეალისთვის თანხმობა არ განუცხადებია - გერმანული პრესა

მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.

დღეს, 20:02

სექს-სკანდალის საქმე - სასამართლომ ესპანელი ფეხბურთელები დამნაშავედ სცნო

სექს-სკანდალის გამო, ესპანელ ფეხბურთელებს ორწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

დღეს, 19:50

რეალისა და პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელით 4 კლუბი ინტერესდება

ხესე როდრიგესი კანარის კუნძულებზე ვარჯიშობს და ახალი კლუბის ძიებაშია, წერენ პრესაში.

დღეს, 19:38

მიზეზი, რის გამოც შეიძლება რეალმა მბაპეს ტრანსფერზე უარი თქვას

მადრიდის "რეალმა" შესაძლოა "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ყიდვის იდეაზე უარი თქვას.

დღეს, 19:32

"ზლატანის მჯერა", - იბრაჰიმოვიჩმა მილანის ჩემპიონობის შანსები შეაფასა

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის შესაძლო ჩემპიონობაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:25

"მეგონა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო", - ვილაშ-ბოაში დიეგო კოშტას შესაძლო დამატებაზე

"მარსელის" მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა დიეგო კოშტას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 19:19

VIDEO: ნამდვილი პარაშუტი! საპონარას შედევრი რომას კარში

იტალიის თასზე „სპეციას“ ფეხბურთელმა, რიკარდო საპონარამ „რომას“ ულამაზესი გოლი გაუტანა.

დღეს, 18:58

ლაპორტა: "საუბარი, რომელსაც მესისთან გავმართავ, იქნება ძალიან სერიოზული"

„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ, ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 18:52

გატუზო: "მგონი, პირლოს მე უფრო მეტჯერ წავუთაქე ცხოვრებაში, ვიდრე მამამისმა"

იტალიის სუპერთასის მატჩის წინ, „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ანდრეა პირლოზე ისაუბრა.

დღეს, 18:49

კლოპმა ისაუბრა, როდის დაუბრუნდება გუნდს დიოგუ ჟოტა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, დიოგუ ჟოტას ტრავმაზე ისაუბრა.

დღეს, 18:42

კროოსი: "ლოპეტეგის გაშვებამ დიდი ტკივილი მომაყენა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ტონი კროოსის თქმით, ხულენ ლოპეტეგის გაშვებამ მას ტკივილი მიაყენა.

დღეს, 18:39
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10