ავტორიზაცია

როგორი შეფასება მიიღო ხოჭოლავამ ინტერთან ურთულეს მატჩში?

როგორი შეფასება მიიღო ხოჭოლავამ ინტერთან ურთულეს მატჩში?
თარიღი 10 დეკ 2020, 02:16
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მილანის "ინტერი" დონეცკის "შახტარს" დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დავით ხოჭოლავა სათადარიგოთა სკამზე იყო და მოედანზე 36-ე წუთზე შევიდა.

მეორე ტაიმში ხოჭოლავას და მთლიანად გუნდს ურთულესი ბრძოლის გადატანა მოუწია, რადგან "ინტერი" შეტევას აძლიერებდა.

საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და "შახტარი" ევროპა ლიგაზე გადაერთვება.

ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ კი კარგი მატჩი ჩაატარა და 7.2 შეფასება დაიმსახურა.

როგორი შეფასება მიიღო ხოჭოლავამ ინტერთან ურთულეს მატჩში?