ავტორიზაცია

16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია

16-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასის გამარჯვებულია
თარიღი 22 აპრ 2024, 12:35
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები სან მარინოში დასრულებული უეფა-ს განვითარების თასის ბოლო ტურში ესტონეთს დაუპირისპირდა, 5:2 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეხვედრის 25-ე წუთზე მირელ ლუიკიმ ესტონეთი დააწინაურა, მაგრამ ამის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სოფი ხელაშვილიმა დუბლი შეასრულა და ნაკრები დააწინაურა. თითო გოლი ქეთევან ჭურკვეიძის, ანანო წიქარიძის და ლოლიტა კალოიანის ანგარიშზეა.
 
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირის სამივე მატჩი დიდი ანგარიშით მოიგო. სასტარტო შეხვედრაში გოგონათა ნაკრებმა მასპინძელ სან მარინოს 7:4 სძლია, ლუქსებმურგის ნაკრებთან ჩატარებული შეხვედრა კი 4:1 მოიგო.