ავტორიზაცია

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიემგზავრება

16-წლამდე ვაჟთა ნაკრები უეფას განვითარების თასზე მიემგზავრება
თარიღი 12 Apr 2025, 15:38
საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, უეფას განვითარების თასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირს, 14-დან, 19 აპრილის ჩათვლით მოლდოვა უმასპინძლებს.

ალექსანდრე კობახიძის გუნდი, კიშინიოვში - ესტონეტს, აზერბაიჯანს და მასპინძელი ქვეყნის 16-წლამდე ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდება.

მატჩების განრიგი
14 აპრილი | 12:00 - ესტონეთი V საქართველო
16 აპრილი | 12:00 - აზერბაიჯანი V საქართველო
19 აპრილი | 15:30 - მოლდოვა V საქართველო


სანდრო კობახიძის 16-წლამდე ნაკრები შემოდგომაზე, 17-წლამდე ნაკრების ეგიდით, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში - ისლანდიას და საბერძნეთს უმასპინძლებს. 3-გუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე თამაშს ორი გუნდი განაგრძობს.

U16 | შემადგენლობა

მეკარეები: მათე ჭელიძე (დინამო თბილისი), გიორგი კახიძე (სფფ ქუთაისი), ლუკა მამასახლისი (სფფ ქუთაისი).

მცველები: ანდრია ფოცხვერია (დინამო თბილისი), იოანე გოგიჩაიშვილი (დინამო თბილისი), ალიკა გეთიაშვილი (დინამო თბილისი), დავით ცქვიტაია (დინამო თბილისი), ნიკოლოზ კანდელაკი (იბერია 1999), გეგა ამაღლობელი (პორტუსი ბათუმი), ლუკა შარიქაძე (დინამო თბილისი), ლევან მანჩხაშვილი (იბერია 1999), გიორგი რაზმაძე (დინამო თბილისი), გიორგი დოხნაძე (სფფ-ის ქუთაისის აკადემია)

ნახევარმცველები: საბა შარვაშიძე (დინამო თბილისი), ლუკა ხელაძე (იბერია 1999), გიორგი ლაგვილავა (35-ე სკოლა), დავით მაჭარაშვილი (დინამო თბილისი), საბა ავდოევი (იბერია 1999), გიორგი გორგაძე (დინამო თბილისი), თორნიკე კვარაცხელია (დინამო თბილისი), ანდრია ბართიშვილი (კოლხეთი 1913).

თავდამსხმელები: ანდრია სვანიძე (გენგამი, საფრანგეთი), სანდრო მიქაუტაძე (დინამო თბილისი).

Nakrebi.ge