16 წლის მუკოკოს მორიგი გოლი - დორტმუნდმა ჰერტა ორბურთიანი ჰანდიკაპით დაამარცხა [VIDEO]
გერმანიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ეგიდით, "დორტმუნდმა" ბერლინის "ჰერტას" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება ბორუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში 54-ე წუთზე გაიხსნა - სტუმართა კარი თავდამსხმელმა, იულიან ბრანდტმა აიღო.
მე-80 წუთზე, "ჰერტა" ათი კაცით დარჩა - მოედნიდან ნახევარმცველი, ვლადიმირ დარიდა გააძევეს.
საბოლოო ანგარიში მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში 16 წლის შემტევმა, იუსუფა მუკოკომ დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "დორტმუნდი" ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, "ჰერტა" კი 21 ქულით მე-15 პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა