» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი


ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

12 ნოემბერი შერაცხული იყო ქართული ფეხბურთის გამოღვიძებისა და წინსვლის ერთგვარ ამთვლელ წერტილად, თუმცა ამის ნაცვლად, ბატონმა ქართულმა ფეხბურთმა ძილი გააგრძელა. განვიხილოთ "ჯვაროსნების" კრახის 10 მიზეზი და მიმოვიხილოთ თითოეული პრობლემური საკითხი.

ჩაკვეტაძის ფაქტორი

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

ერთა ლიგაზე მოპოვებული წარმატება პირველ რიგში უკავშირდება ჩაკვეტაძეს, რომელმაც 2018 წლის შემოდგომა უბრალოდ ფეერიულად ჩაატარა. მოგვიანებით, ქართველის კარიერაში დაისადგურა ტრავმების ეპიდემიამ და ჩვენმა ნაკრებმა ახალგამომცხვარი ლიდერი დაკარგა. პირველი სერიოზული დანაკლისი.

კვარაცხელიას გამოკლებითაც

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

გიორგის საქმე საკუთარ თავზე აიღო რეაქტიულმა კვარაცხელიამ, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცის მთავარ ახალგაზრდა ფეხბურთელად სრულიად დამსახურებულად ითვლება. სამწუხაროდ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩის წინ, ვლადიმირ ვაისის გუნდს გამოაკლდა ხვიჩაც, მასთან ერთად კი ლევან შენგელიაც, რაც იყო იმის მანიშნებელი, რომ ნაკრები მაღალი სიჩქარეების გარეშე რჩებოდა.

ლიდერების ცუდი ფორმა

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

საქართველოს ნაკრების ლიდერებზე ცუდი არაფერი ითქმის, თუმცა ობიექტურად, "ლომებთან" შეხვედრას ისინი უბრალოდ საშინელ ფორმაში ხვდებოდნენ. მატჩი ჩააგდო ჯაბა კანკავამ, რომელსაც პრაქტიკულად არაფერში ჩამორჩა გურამ კაშია და "ჯვაროსნების" მთლიანი შეტევა.

მეტოქის არდაფასება

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

ჩვენი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა, ეს არის ოცნება, რომლის შესახებ ფიქრობდა ფეხბურთის თითოეული გულშემატკივარი და ბალკანელებთან მარცხი შეიძლება ითქვას, რომ არც განიხილებოდა. უცნაურია, იმის გათვალისწინებით, რომ მეტოქე მინიმუმ შემადგენლობის სიძლიერით მაინც იდგა ვაისის გუნდზე წინ.

ზედმეტი თავდაჯერებულობა

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

სანამ გავრცელდებოდა კვარაცხელიასა და შენგელიას კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი, ქართველი გულშემატკივრები გონებით უკვე ევროპის ჩემპიონატზე იყვნენ. საზოგადოებაში რატომღაც სუფევდა აზრი, თითქოს ვხვდებოდით რანგით დაბალ მეტოქეს, რომლის ფინალში გასვლა იყო შემთხვევითობა.

ფსიქოლოგიური ზეწოლა

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

ხვიჩასა და ლევანის არყოფნამ ქვეყანა ჩააგდო ქაოსში - ზემოაღნიშნული თავდაჯერებულობა სასოწარკვეთად შემოგვიბრუნდა. უარყოფითი ატმოსფერო აისახა "ჯვაროსნებზეც", რომლებიც "წითლებთან" მატჩში დაბნეულობის დემონსტრირების მეტს, ვერაფერს ახდენდნენ. ფაქტია, მოთამაშეებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს.

დაგვიანებული ცვლილებები

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

მიზეზი, რომლის შესახებ საუბრობს ყველა. ჩვენი ნაკრების თავდასხმა გამოიყურებოდა უბრალოდ კატასტროფულად, თუმცა ამის მიუხედავად, სლოვაკმა დამრიგებელმა ცვლილებები მაინც ბოლოსკენ შემოინახა. ვაისის გუნდმა სახე იცვალა მაშინ, როდესაც უკვე გვიანი იყო.

უმაყურებლოდ

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ნაკრები ექვსი დღის შუალედში ატარებს სამ საშინაო შეხვედრას, თუმცა შინაური კედლების ატმოსფერო მოშლილია. მიზეზი: ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის უარი მაყურებლებს, მაშინ, როდესაც უეფამ 30%-ზე თანხმობა დიდი ხნის წინ განაცხადა.

ტაქტიკა? არა, არ გამიგია

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

ალბათ გვახსოვს სომხეთის მეორე გოლი "ჯვაროსნების" კარში - გააზრებული კონტრ-შეტევა, რომელიც მოწინააღმდეგისთვის სამი ქულის გარანტიად იქცა. მსგავსი ან ოდნავ მიახლოებული რამ ჩვენების შესრულებით ვერ ვიხილეთ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც 180 წუთის მანძილზე გუნდი მხოლოდ აწვდის, ისიც მოვალეობის მოხდის მიზნით.

ვაისმა თავი ამოწურა

ქართული ფეხბურთის გამოღვიძება? არა, გადაბრუნება და ძილის გაგრძელება - კრახის 10 მიზეზი

ვაისის რესურსების ამოწურვა, კიდევ ერთი აქტუალური თემაა, რადგან ფაქტია, უკანასკნელ პერიოდში მისი გუნდი ხშირ შემთხვევაში წინ გადიოდა მხოლოდ 11-მეტრიანის მოპოვებით ან რაღაც შემთხვევითი ფაქტორების დახმარებით, რაც უფრო იყო მეტოქის შეცდომების დამსახურება, ვიდრე ქართველი მოთამაშეების ოსტატობა. ბოლოს კი უბრალოდ ფაქტი: "ჯვაროსნებისა" და სლოვაკის გზები უკვე გაიყარა, მადლობა ყველაფრისთვის და მშვიდობით.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალის ექს-ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც კრიპტოვალუტით იყიდეს

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ბარალი სეგუნდა დივიზიონი B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა.

დღეს, 22:53

პსჟ-ს გამო, ბარსელონას შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერი ჩაეშალოს

"მანჩესტერ სიტის" მცველმა, ერიკ გარსიამ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

დღეს, 22:44

ოფიციალურად: ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილი გახდა.

დღეს, 22:35

რიბერი: "არ არის გამორიცხული, ბუნდესლიგაში დავბრუნდე"

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ აღნიშნა, რომ შეიძლება გერმანიაში დაბრუნდეს.

დღეს, 22:29

კუმანი: "იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება"

"ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის დისკვალიფიკაციაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:23

"სამწუხაროა", - არტეტა არსენალიდან ოზილის წასვლას გამოეხმაურა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:11

კარაგერი: "ლივერპულის ტრიოდან ყველაზე სწრაფად ფირმინო ამოვარდება"

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა რობერტო ფირმინოს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

დღეს, 22:05

"უჩვეულო არაფერია", - ვან დერ სარმა ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა

"აიაქსის" დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა დონი ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

დღეს, 21:53

კუმანი: "ჩემთვის ხელოვნურ მოედნებზე თამაში ფეხბურთი არ არის"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მომავალი მეტოქის მოედანი გააკრიტიკა.

დღეს, 21:43

ლაუტაროს მომავალი საბოლოოდ გადაწყდა, გარიგების პირობები ცნობილია

"ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესის აგენტი მოლაპარაკებების დასახურად იტალიაში ჩავიდა.

დღეს, 21:37

ლივერპული საბოლოო პასუხს ელოდება - რა ვითარებაა ვეინალდუმის გარშემო?

"ლივერპული" და ჰავბეკი, ჟორჟინიო ვეინალდუმი ახალ კონტრაქტზე ჯერაც არ შეთანხმებულან.

დღეს, 21:31

ცნობილი გახდა, თუ რატომ ჭიანურდება ახალ კლუბში ოზილის ტრანსფერი

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჭიანურდება.

დღეს, 21:24

პრემიერ ლიგის გრანდი, რომელსაც ალაბამ რეალის გამო უარი შეუთვალა

გავრცელებული ცნობით, "ბაიერნის" მცველმა, დავიდ ალაბამ "რეალთან" კონტრაქტი შეთანახმა.

დღეს, 21:04

რეალის დიდი გეგმები: მბაპეს ტრანსფერს შესაძლოა აზარი შეეწიროს

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა ზაფხულში შეიძლება მადრიდული გრანდის რიგები დატოვოს.

დღეს, 20:59

ტურინში იუვენტუსისა და რეალის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა

"იუვენტუსის" პრეზიდენტმა ტურინული გრანდის ბაზაზე "რეალის" ხელმძღვანელს უმასპინძლა.

დღეს, 20:50

"ეს ალის შეურაცხყოფაა", - ლივერპულის ექს-ფეხბურთელმა მოურინიოს დიქტატორი უწოდა

"ლივერპულის" ყოფილმა თავდამსხმელმა, სტენ კოლიმორმა ჟოზე მოურინიოს დიქტატორი უწოდა.

დღეს, 20:39

"მასზე უკეთესი არავინ მინახავს", - გვარდიოლამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

დღეს, 20:29

ალაბას რეალისთვის თანხმობა არ განუცხადებია - გერმანული პრესა

მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას.

დღეს, 20:02

სექს-სკანდალის საქმე - სასამართლომ ესპანელი ფეხბურთელები დამნაშავედ სცნო

სექს-სკანდალის გამო, ესპანელ ფეხბურთელებს ორწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდათ.

დღეს, 19:50

რეალისა და პსჟ-ს ყოფილი თავდამსხმელით 4 კლუბი ინტერესდება

ხესე როდრიგესი კანარის კუნძულებზე ვარჯიშობს და ახალი კლუბის ძიებაშია, წერენ პრესაში.

დღეს, 19:38

მიზეზი, რის გამოც შეიძლება რეალმა მბაპეს ტრანსფერზე უარი თქვას

მადრიდის "რეალმა" შესაძლოა "პსჟ"-ს თავდამსხმელის, კილიან მბაპეს ყიდვის იდეაზე უარი თქვას.

დღეს, 19:32

"ზლატანის მჯერა", - იბრაჰიმოვიჩმა მილანის ჩემპიონობის შანსები შეაფასა

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გუნდის შესაძლო ჩემპიონობაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:25

"მეგონა, ეს მხოლოდ ხუმრობა იყო", - ვილაშ-ბოაში დიეგო კოშტას შესაძლო დამატებაზე

"მარსელის" მწვრთნელმა, ანდრე ვილაშ-ბოაშმა დიეგო კოშტას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

დღეს, 19:19

VIDEO: ნამდვილი პარაშუტი! საპონარას შედევრი რომას კარში

იტალიის თასზე „სპეციას“ ფეხბურთელმა, რიკარდო საპონარამ „რომას“ ულამაზესი გოლი გაუტანა.

დღეს, 18:58

ლაპორტა: "საუბარი, რომელსაც მესისთან გავმართავ, იქნება ძალიან სერიოზული"

„ბარსელონას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჟოან ლაპორტამ, ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 18:52

გატუზო: "მგონი, პირლოს მე უფრო მეტჯერ წავუთაქე ცხოვრებაში, ვიდრე მამამისმა"

იტალიის სუპერთასის მატჩის წინ, „ნაპოლის“ მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, ანდრეა პირლოზე ისაუბრა.

დღეს, 18:49

კლოპმა ისაუბრა, როდის დაუბრუნდება გუნდს დიოგუ ჟოტა

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, დიოგუ ჟოტას ტრავმაზე ისაუბრა.

დღეს, 18:42

კროოსი: "ლოპეტეგის გაშვებამ დიდი ტკივილი მომაყენა"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველის, ტონი კროოსის თქმით, ხულენ ლოპეტეგის გაშვებამ მას ტკივილი მიაყენა.

დღეს, 18:39

ოფიციალურად: არსენალმა მცველს კონტრაქტი გაუწყვიტა

ლონდონის „არსენალმა“ ოფიციალურ საიტზე მცველის წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება.

დღეს, 18:33

ინტერს პაპუ გომესი სურს, თუმცა ერთი პრობლემაა

„ატალანტას“ თავდამსხმელი, პაპუ გომესი, „ინტერის“ ინტერესთა სფეროში მოექცა, იტყობინება La Gazzetta dello Sport.

დღეს, 17:30
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10