» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"ასეთ დროს გვინდა ფეხზე წამოდგომა", - კობიაშვილის პირველი განცხადება 2 დასანანი მარცხის შესახებ



საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა თავისი სოციალური ქსელის საშუალებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

ქართველმა ფუნქციონერმა ისაუბრა საფეხბურთო საკითხებზე, მათ შორის ეროვნული ნაკრების ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ წარუმატებლობებზე:

"ჩემთვის, ისევე როგორც ყველა ქართველისთვის, ურთულესი აღსაქმელი იყო 12 ნოემბრის მარცხი. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, პირველად გვქონდა ასეთი დიდი მოლოდინი და შესაბამისად, მატჩის შემდგომი სტრესი და იმედგაცრუება, აღმოჩნდა ყველაზე რთულად და მტკივნეულად გადასატანი. ამ სტრესულ ფონს მოჰყვა მეორე მარცხი.

მაგრამ მე, საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორედ ასეთი დღეების შემდეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალების მოკრება, ფეხზე წამოდგომა, შეცდომების გაანალიზება და მიუხედავად ყველაფრისა შემდეგი თამაშებისთვის ერთ გუნდად შეკრული მოედანზე გასვლა - გასვლა გამარჯვებისთვის. მომდევნო თამაშისთვის მომზადება და სწორედ ამ განწყობის მიტანა ჩვენს ბიჭებამდე იყო ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.

უახლოეს დღეებში, ფედერაციის გუნდთან ერთად გვექნება შესაძლებლობა საჯაროდ ვრცლად ვისაუბროთ სამომავლო გეგმებზე.
დღეს ჩვენი გუნდი, მოედანზე ესტონეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალ მწვრთნელთან ერთად გამოვა და მინდა რამაზ სვანაძეს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ასეთ ფორსმაჟორულ სიტუაციაში ნაკრებს გვერდით უდგას. ასევე, მადლობა ვლადიმირ ვაისს. მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ მისი ხელმძღვანელობით, ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში შეძლო ასპარეზობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსურს, მადლობა გადავუხადო ნაკრების თითოეულ ერთგულ გულშემატკივარს - მეთორმეტე მოთამაშეს. ასეთ ურთულეს წუთებში, განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა ყველა გამამხნევებელ სიტყვას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას. კრიტიკულ ვითარებაში ეს არის სწორედ ის ძალა, რაც გეხმარება ფეხზე წამოდგე, მიუხედავად მარცხისა დაიწყო თავიდან და კიდევ უფრო მეტი მონდომებით გააკეთო შენი საქმე.

დღეს შემდეგი თამაშის დღეა. მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების, მჯერა ჩვენი ნაკრების წარმატების და დარწმუნებული ვარ, ჩვენს ერთგულ გულშემატკივართან ერთად ახალ საკვალიფიკაციო ეტაპს, ახალი შემართებით შევხვდებით და ერთად არაერთ გამარჯვებას ვიზეიმებთ".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მოურინიო: "კლოპი ჩემი მეგობარი არ არის"

"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, იურგენ კლოპთან ურთიერთობის შესახებ საინტერესო განცხადება

დღეს, 15:45

"უბედნიერესი ვიყავი", - რეინიერი რეალის მაისურის მორგების შესახებ

დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევმა, რეინიერ ჟეზუსმა მადრიდის "რეალის" მაისურის მორგების მომენტი გაიხსენა:

დღეს, 14:04

"რონალდუ გატანილი გოლებით იკვებება", - პორტუგალიის მწვრთნელი

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 13:54

იტალიური დერბი 1/2 ფინალში - როდის გაიმართება იუვენტუსი-ინტერი?

როგორც მოგეხსენებათ, კოპა იტალიას 1/4 ფინალის ფარგლებში ტურინის "იუვენტუსმა" გაანადგურა "სპალი", "ინტერმა" კი მეზობელ

დღეს, 13:45

"გაიხსენეთ ჩემი პირველი სეზონი იუვენტუსში", - პირლო ჩემპიონობის შესახებ

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ თავისი გუნდის საჩემპიონო შანსების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 13:31

პოგბას სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება - ინგლისური პრესა

Daily Mail-ის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური ნახევარმცველის, პოლ პოგბას მომავალი საბოლოოდ

დღეს, 13:14

ოფიციალურად: ლორენტემ ნაპოლი დატოვა და სერია ა-ს სხვა გუნდს მიაშურა

"ნაპოლის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გუნდის აწი უკვე ყოფილი თავდამსხმელის, ფერნანდო ლორენტეს წასვლა დაადასტურა.

დღეს, 12:59

"პირველ ტაიმში ჩვენს სასარგებლოდ რამდენიმე პენალტი უნდა დადებულიყო", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა თავისი გუნდის "რაიო ვალეკანოსთან" გამარჯვება შეაფასა:

დღეს, 12:44

ფერდინანდი: "რაშფორდი და მარსიალი მოედანზე იყვნენ?"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა თავისი ექს-გუნდის "შეფილდ იუნაიტედთან" მატჩი

დღეს, 12:28

ტოტენჰემი V ლივერპული - საჩემპიონო ბრძოლა ოთხეულში შესვლით განახლდება?!

დღეს, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:59 საათზე, პრემიერ ლიგის მეოცე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ლივერპული" "ტოტენჰემს"

დღეს, 11:47

"ბარსელონაში გადასვლა შემეძლო", - ასენსიო

მადრიდის "რეალის" შემტევმა, მარკო ასენსიომ განაცხადა, რომ პროფესიონალური კარიერის დაწყება მას შეეძლო არა თავის ამჟამინდელ გუნდში,

დღეს, 11:23

"ტოტენჰემში მოურინიოს გამო გადმოვედი", - რეგილონი

"ტოტენჰემის" მარცხენა მცველმა, სერხიო რეგილონმა დაასახელა მიზეზი, თუ რატომ გადმოვიდა ის თავის ამჟამინდელ გუნდში:

დღეს, 11:12

"რეალისტები ვიყოთ, ჩელსის ჩემპიონობამდე ბევრი უკლია", - ტუხელი

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა თავისი გუნდის შესაძლებლობების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:01

"მანჩესტერის მხრიდან სიყვარულს არ ვგრძნობდი", - ერერა

"პარი სენ-ჟერმენის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ანდერ ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გიახსენა:

დღეს, 10:50

ალონსო ლა ლიგაში დაბრუნდება?

Mundo Deportivo-ს თანახმად, "ბარსელონა" ეძებს მარცხენა მცველს, რომელიც იქნება ხორდი ალბას პოტენციური დუბლიორი.

დღეს, 10:46

ბარსელონასა და გარსიას შორის ყველაფერი გაირკვა - Marca

Marca-ს ცნობით, "მანჩესტერ სიტის" ცენტრალური მცველის, ერიკ გარსიას "ბარსელონაში" მოსალოდნელი დაბრუნების შესახებ

დღეს, 10:32

"არ გვაქვს ტირილის დრო, წინ არსენალთან მატჩია", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა "შეფილდ იუნაიტედთან" წაგების შესახებ ისაუბრა:

დღეს, 10:25

"ვან დეიკის შემცვლელის გარეშე, ლივერპული ტიტულს ვერ დაიცავს", - ბარნსი

"ლივერპულის" ლეგენდარულმა შემტევმა, ჯონ ბარნსმა თავისი ექს-კლუბის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:11

ვინისიუსი: "სახლში 3-ჯერ უფრო მეტს ვვარჯიშობ, ვიდრე კლუბში"

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, ვინისიუს ჟუნიორმა თავის ვარჯიშთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:06

როდის ჰქონდა ბოლოს მანჩესტერს პრემიერ ლიგაში წაგება?

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "შეფილდს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 02:12

20 ქულა და MVP - შენგელიამ ცსკა-ს მოაგებინა [VIDEO]

ევროლიგის 22-ე ტურში მოსკოვის "ცსკა" "ალბას" დაუპრისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 71:68 დაამარცხა.

დღეს, 02:06

სენსაცია: მანჩესტერი საკუთარ მოედანზე შეფილდთან დამარცხდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "შეფილდს" დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

დღეს, 02:02

"როგორც იქნა, მასთან ერთად მუშაობა მიწევს" - ტუხელი კანტეზე

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ტომაშ ტუხელმა ამავე გუნდის ნახევარმცველი ნგოლო კანტე შეაქო.

დღეს, 01:58

დე იონგის და მესის გოლებით ბარსელონა 1/4 ფინალში გავიდა [VIDEO]

ესპანეთის თასის 1/8 ფინალში ერთმანეთს "ბარსელონა" და "რაიო ვალეკანო" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:57

კიდევ ერთი იტალიური დერბი შედგება! იუვენტუსმა 1/4-ფინალში სპალი არ დაინდო [VIDEO]

კოპა იტალიას ¼-ფინალში „იუვენტუსმა“ „სპალი“ 4:0 გაანადგურა.

დღეს, 01:57

"მაინც ბედნიერი ვარ" - ტუხელი სადებიუტო მატჩის შემდეგ

ტომაშ ტუხელმა "ჩელსისთან" ერთად თავის სადებიუტო მატჩში "ვულვზთან" ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 01:45

"ასე აღარ იხუმროთ" - პოგბა იბრას იცავს

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი პოლ პოგბა ზლატან იბრაჰიმოვიჩს რასიზმის მიმართ დამოკიდებულების გამო იცავს.

დღეს, 01:37

რატომ აიღო იოზილმა ფენერბაჰჩეში 67 ნომრიანი მაისური?

ოფიციალურად დადასტურდა, რომ გერმანელი ფეხბურთელი მესუთ იოზილი "ფენერბაჰჩეში" ითამაშებს.

დღეს, 01:34

კლოპი ტუხელის ჩელსიში მისვლას გამოეხმაურა

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ლონდონის "ჩელსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ტომაშ ტუხელი იქნება.

დღეს, 01:29

"კრეატივს შეგვმატებს" - ახალ გუნდში არაბიძე მოეწონათ

მოგეხსენებათ, ქართველი ფეხბურთელი გიორგი არაბიძე კარიერას "როტორში" გააგრძელებს.

დღეს, 01:26
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10