» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

5 მიზეზი, რის გამოც საქართველოს ნაკრებმა წინა მატჩები კატასტროფულად ჩაატარა


5 მიზეზი, რის გამოც საქართველოს ნაკრებმა წინა მატჩები კატასტროფულად ჩაატარა

2020 წელი ნაკრებისთვის დასრულდა და ქართული ფეხბურთისთვის ეს წელი იმაზე წარუმატებელი გამოდგა, ვიდრე გვეგონა.

ბოლო 3 თვეში ჩვენმა ნაკრებმა 8 უმნიშვნელოვანესი მატჩი ჩაატარა, თუმცა მიზანს ვერ მიაღწია.

ნოემბრის თვეში კი ერთა ლიგის ფინალში მაკედონიასთან წავაგეთ, ჯგუფში კი სომხეთთან დავმარცხდით და ესტონეთს შინ ვერ მოვუგეთ.

გთავაზობთ 5 მთავარ მიზეზს, რის გამოც საქართველოს ნაკრებმა ბოლო მატჩები წარუმატებლად ჩაატარა.

კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი

ამ კრახის უმთავრესი მიზეზი ზემოთ ჩამოთვლილი 3 ფეხბურთელის არყოფნაა. გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრები ინდივიდუალურ ფეხბურთელებზეა დაყრდნობილი და თუ ისინი არ არიან, ჩვენი შეტევითი პოტენციალი 0-ს უდრის.  გიორგი ჩაკვეტაძემ ერთა ლიგის ჯგუფში მოგვაგებინა - 4 გოლი გაიტანა, 2 საგოლე გადაცემა გააკეთა და ერთხელ პენალტიც მოიპოვა. ხვიჩა კვარაცხელიამ წინა მატჩებში გაიბრწყინა, ნოემბერში კი კორონავირუსის გამო სამივე მატჩი გამოტოვა. ვსაუბრობთ ჩაკვესა და კვარაზე, თუმცა არ დაგვავიწყდეს ოთარ კიტეიშვილი, რომელიც იმ 2-ზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენი ნაკრებისთვის და ცენტრს მისი არყოფნა აშკარად დაეტყო.

5 მიზეზი, რის გამოც საქართველოს ნაკრებმა წინა მატჩები კატასტროფულად ჩაატარა

გულშემატკივარი

მიუხედავად იმისა, რომ უეფამ სტადიონზე გულშემატკივართა 33%-ის დასწრების ნებართვა გასცა, საქართველოს მთავრობამ სამივე შეხვედრა მაინც მაყურებლის გარეშე ჩაატარა. გულშემატკივარი რომ ფეხბურთელისთვის ბევრს ნიშნავს, ამას თავად ნაკრების ბიჭები თითქმის ყველა ინტერვიუში აღნიშნავენ და ამბობენ, რომ გადატენილ დინამო არენაზე თამაში მათთვის ორმაგი მოტივაციაა, ეს მოტივაცია კი ახლა მათ არ ჰქონდათ და ეს მათ თამაშშიც იგრძნობოდა.

წნეხი თამაშის წინ

მაკედონიასთან თამაშზე იმხელა აჟიოტაჟი იყო, ასეთი სიტუაცია შეიქმნა - თუ მათ მოვუგებდით, ფეხბურთელები ეროვნული გმირები გახდებოდნენ, თუ არადა, როგორც ვაისი იტყოდა, "ლუზერები". ისეთი ფონი შევქმენით, ფეხბურთელებს ეგონათ სამკვდრო-სასიცოცხლო თამაში ჰქონდათ და თამაშის წინა კვირებში ემოციურად ისე დაიცალნენ, მოედანზე "დუხით" ვეღარ გავიდნენ და ცოტას ნერვიულობდნენ კიდეც, რადგან გათავისებული ჰქონდათ, რასთან ჰქონდათ საქმე. ის, რომ ფეხბურთელები საქმეს უპასუხისმგებლოდ მოეკიდნენ, არ უნდა ვთქვათ. ყველა კარგად ვხედავდით მათ აცრემლებულ თვალებს თამაშის წინ. მოკლედ რომ ვთქვათ, საქართველო ასეთ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მატჩებში ფსიქოლოგიურად ყოველთვის მოიკოჭლებს.

5 მიზეზი, რის გამოც საქართველოს ნაკრებმა წინა მატჩები კატასტროფულად ჩაატარა

სტრესი, რომლიდანაც მალე უნდა გამოვიდეთ

"ოცნების დამსხვრევა, სტრესული მდგომარეობა და ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო და ურთულესი შეკრება გამოვიდა. მთავარია, წინ გავიხედოთ, რადგან ნაკრებს პერსპექტივა გააჩნია და იმედია მომავალში ყველაფერი კარგად იქნება" - ეს სიტყვები რამაზ სვანაძემ ესტონეთთან მატჩის შემდეგ თქვა. როგორც ჩანს, ნაკრები იმ დიდი სტრესიდან კვლავ არ გამოსულა და ეს სომხეთთან და ესტონეთთან თამაშებშიც გამოჩნდა. თითქოს, საქართველო მხოლოდ მაკედონიასთან მატჩისთვის იყო მომზადებული და ერთა ლიგის ჯგუფის მატჩებს დიდი ყურადღება არ მიაქციეს. მთავარია, იმ წნეხიდან გამოსვლა მალე შეძლონ და ახალ ციკლს ახალი, წარსულმივიწყებული შემართებით შევხვდეთ.

მწვრთნელის შეცდომები

მაკედონიასთან მატჩში ვაისმა ბევრი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მაგალითად, სკამზე დასვა დავით ხოჭოლავა, რომელიც "რეალთან" და "ინტერთან" ჩემპიონთა ლიგაზე გამორჩეული იყო და ათამაშა გურამ კაშია, რომელსაც ერთი თვეა კლუბში საერთოდ არ უთამაშია. ამასთანავე, როცა 54-ე წუთზე გოლი გაგვიტანეს, ამ დროიდან მოყოლებული ნაკრებს შეტევა და მომენტი საერთოდ არ ჰქონია და იმის ნაცვლად, რომ ვაისს სასწრაფოდ რამე შეეცვალა და მოედანზე ახალი სისხლი შემოეყვანა, ცვლილება მე-80 წუთამდე არ გააკეთა. სომხეთთან მატჩში კი მან შედარებით გადახალისებული შემადგენლობა გამოიყვანა, თითქოს გადამწყვეტი მატჩი არ ყოფილიყოს და ამის გამო, დავისაჯეთ კიდეც. მწვრთნელის შეცდომაა ბუდუ ზივზივაძის ნაკრებს მიღმა დატოვებაც. დღეს, ესტონეთის მწვრთნელმა თქვა, საქართველო ბრწყინვალე ნაკრებია, მაგრამ თავდამსხმელი გჭირდებათო - თავდამსხმელიც გვყავს, მაგრამ ვაისი პირადი სიმპათიების გამო არ იძახებდა.

5 მიზეზი, რის გამოც საქართველოს ნაკრებმა წინა მატჩები კატასტროფულად ჩაატარა

რა არის ნაკრების ცუდი მატჩების მთავარი მიზეზი?


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

რეალი ლა ლიგის 10 ტურში დამარცხდა იმდენჯერ, რამდენჯერაც მთელ გასულ სეზონში

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მორიგ ტურში საკუთარ კედლებში "დეპორტივო ალავესთან" დამარცხდა (1:2).

დღეს, 10:32

რას ვუყუროთ დღეს? მოურინიო ლონდონურ დერბიში ჩელსის წინააღმდეგ და ბევრი სხვა

საფეხბურთო დღე დაიწყება ადრიანად - 15:30 საათზე რომის "ლაციო" მიიღებს "უდინეზეს", ნახევარი საათის შემდეგ კი ლიონის "ოლიმპიკი" "რეიმსს".

დღეს, 10:14

ტაისონისა და ჯონსის ბრძოლაში ფრე დაფიქსირდა

ცოტა ხნის წინ, ლოს-ანჯელესში დასრულდა ბრძოლა მაიკ ტაისონსა და როი ჯონს ჯუნიორს შორის, რომელიც იყო საჩვენებითი.

დღეს, 09:40

"საქართველო არასდროს ნებდება" - რა ხდებოდა გასახდელში ფინეთთან მატჩის შემდეგ? [VIDEO]

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ფინეთი სტუმრად 92:85 დაამარცხა.

დღეს, 03:03

ზიდანი: "ფაქტია, ყველაფერი კარგად არ არის"

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე "ალავესთან" დამარცხდა.

დღეს, 02:59

რეალის საშინელი სტატისტიკა საშინაო არენაზე

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ალავესს" დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

დღეს, 02:55

პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ ცრემლები ვერ შეიკავა: "ყველასთვის მისაბაძმა ფეხბურთელმა დაგვტოვა"

მოგეხსნებათ, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს, 02:40

ქვილითაიას კომენტარი ჰეთ-თრიკის შემდეგ

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "ენესს" დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

დღეს, 02:33

დღის ფოტო: ჰეთ-თრიკის ავტორმა ქვილითაიამ ბურთი შინ წაიღო

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "ენოსისს" დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

დღეს, 02:27

ილიას ზუროსი: "ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდებმა ასე ითამაშეს"

ფინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა გააკეთა.

დღეს, 02:25

თორნიკე შენგელია მოგების შემდეგ:: "საქართველოსთვის სულ ბოლომდე ვიხარჯები"

ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და 92:85 გაიმარჯვა.

დღეს, 02:18

სასიამოვნო ინფორმაცია: ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა!

21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად უკვე რამდენიმე კვირაა ვარჯიშობს.

დღეს, 02:14

2-თვიანი პაუზის შემდეგ, კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდა!

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი 2-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

დღეს, 02:06

უხვგოლიანი მატჩი: პსჟ-მ შინ ბორდო ვერ დაამარცხა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "პსჟ"-სა და "ბორდოს" შორის.

დღეს, 02:02

სენსაცია მადრიდში: რეალმა ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ალავესი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:57

ედენ აზარმა კვლავ ტრავმა მიიღო

ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "რეალი" "ალავესს" უპირისპირდება და 1:2 ამარცხებს.

დღეს, 01:50

VIDEO: არსენალის ახალგაზრდა ფეხბურთელი 160-ათასიანი მანქანით ავარიაში მოყვა

„არსენალის“ და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების შემტევი, ჯო უილოკი ავარიაში მოყვა.

გუშინ, 23:55

იუვენტუსის მიერ ამ სეზონში გატანილი გოლების 48% მორატას მონაწილეობით გავიდა

როგორც ჩანს, ალვარო მორატამ საკუთარი გუნდი საბოლოოდ მაინც იპოვნა.

გუშინ, 23:54

სერია ა-ს ამ სეზონში იუვენტუსს მოგებაზე მეტი ფრე აქვს ნათამაშები

სერია ა-ს მე-9 ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „ბენევენტოს“ დაუზავდა - 1:1.

გუშინ, 23:50

მილნერი: "ამჟამინდელი მდგომარეობის გამო, ფეხბურთის მიმართ გრძნობები გამინელდა"

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა, ფეხბურთის თანამედროვე წესების გადახედვისკენ მოუწოდა.

გუშინ, 23:43

მორიგი წაგება - შალკე ბუნდესლიგაში უკვე 25 მატჩია ვერ იგებს

ბუნდესლიგის მე-9 ტურში „გლადბახმა“ „შალკე“ 4:1 გაანადგურა.

გუშინ, 23:37

VIDEO: ემოციური კადრები - მარადონასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს, ანჩელოტი ატირდა

„ევერტონისა“ და „ლიდსის“ პრემიერ ლიგის მატჩი დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილით დაიწყო.

გუშინ, 23:31

VIDEO: მარადონას საპატივცემლოდ, იუვენტუსის მატჩი ზუსტად მეათე წუთზე შეჩერდა

„იუვენტუსის“ და „ბენევენტოს“ სამაგალითო საქციელი.

გუშინ, 23:28

3-დან 3! - საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ლიდერია

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:27

რონალდუს გარეშე მოთამაშე იუვენტუსმა ბენევენტოსთან ქულები დაკარგა [VIDEO]

სერია ა-ს მეცხრე ტურის ფარგლებში ტურინის "იუვენტუსი" ესტუმრა ფილიპო ინძაგის მიერ გაწვრთნილ "ბენევენტოს", რომელთანაც კალჩოს გრანდმა ითამაშა ფრე, 1:1.

გუშინ, 23:03

გვარდიოლა: "იშვიათი შემთხვევა, როდესაც მთელი 90 წუთი მაღალ დონეზე ვითამაშეთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ "ბარნლისთან" შეხვედრის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:42

ობლაკი - ლა ლიგის ახალი რეკორდსმენი მეკარე

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "ატლეტიკომ" გასვლაზე დაამარცხა "ვალენსია", ანგარიშით 1:0. "ღამურებმა" ავტო-გოლი გაიტანეს.

გუშინ, 22:28

ატლეტიკომ ვალენსია ავტოგოლით დაამარცხა [VIDEO]

ლა ლიგის მეცხრე ტურის ცენტრალურ დაპირისპირებაში მადრიდის "ატლეტიკო" ესტუმრა "ვალენსიას" და მეტოქე ავტოგოლით 1:0 დაამარცხა.

გუშინ, 21:16

მაჰრეზის ჰეტ-ტრიკი და კიდევ ორი - სიტიმ ბარნლი არ დაინდო [VIDEO]

პრემიერ ლიგის მორიგი ტურის ფარგლებში "მანჩესტერ სიტიმ" საკუთარ კედლებში მიიღო "ბარნლი" და მოწინააღმდეგე 5:0 გაანადგურა.

გუშინ, 21:01

ბუდუ შეუჩერებელია! - ქართველის მორიგი ეფექტური გოლი უნგრეთში [VIDEO]

უნგრეთის ჩემპიონატში "ფეჰერვარი" "ზალაეგერშეგის" უპირისპირდება და 2:0 ამარცხებს.

გუშინ, 20:43
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10