ავტორიზაცია

Fifa The Best-ის დაჯილდოვება დასრულდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

Fifa The Best-ის დაჯილდოვება დასრულდა - გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
თარიღი 17 დეკ 2020, 23:51
ცოტა ხნის წინ, დასრულდა ფიფას დაჯილდოვება, სადაც შედგა 2020 წლის ერთგვარი შეჯამება სხვადასხვა ნომინაციების სახით. წარმოგიდგენთ სრულ სიას:

წლის ფეხბურთელი - რობერტ ლევანდოვსკი

წლის მწვრთნელი - იურგენ კლოპი

წლის მეკარე - მანუელ ნოიერი

წლის გოლი - სონ ჰინ მინის გოლი "ბარნლის" კარში

წლის თერთმეტეული - ალისონი, რამოსი, ვან დეიკი, ალექსანდერ-არნოლდი, დევისი, კიმიხი, ტიაგო, დე ბრუინი, მესი, რონალდუ, ლევანდოვსკი

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რაშფორდმა მიიღო სპეციალური ჯილდო ფიფას ფონდისგან, შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის.