ავტორიზაცია

კავშირი მაფიასთან - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

კავშირი მაფიასთან - 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
თარიღი 18 Dec 2020, 20:48
ბოლონიას სასამართლომ იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ვინჩენცო იაკვინტას განაჩენი დაამტკიცა, წერს La Gazzetta dello Sport.

ვეტერანმა ფეხბურთელმა აქამდე ორი წლით თავისუფლების აღკვეთა გაასაჩივრა, რომელიც 2018 წლის 31 ოქტომბერს მიესაჯა.

იაკვინტას ცეცხლსასროლი იარაღის შენახვასა და მაფიასთან კავშირში დასდეს ბრალი. მოგვიანებით, ვინჩენცოს მაფიასთან კავშირის ბრალდება მოეხსნა.

აღსანიშნავია, რომ იაკვინტას მამას 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, აპელაციის შემდეგ კი ვადა 13 წლამდე შემცირდა.

იაკვინტას კარიერის დიდი ნაწილი "უდინეზესა" და "ჩელსიში" აქვს გატარებული, იტალიის ნაკრებში კი 40 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. "სკუადრა აძურასთან" მან 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.