ავტორიზაცია

"ინტერი" ტორესით ინტერესდება?

"ინტერი" ტორესით ინტერესდება?
თარიღი 19 თებ 2013, 15:56
მილანის "ინტერი" ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელის შეძენითაა დაინტერესებული. იტყობინება tribalfootball.com "ნერაძურის" მთავარი მწვრთნელი, ესპანელი ფორვარდის თამაშით პირადად ინტერესდება. მისი აზრით, ეს ფეხბურთელი დიეგო მილიტოს ჩანაცვლებას შეძლებს, რომელიც სავარაუდოდ გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. როგორც წყარო იუწყება, ამ ზაფხულს "არისტოკრატული" კლუბი ფერნანდოს სატრანსფერო ფანჯარაზე გასაყიდად წარადგენს. ის განიხილავს ყველა წინადადებას, რომლებსაც მას შესთავაზებენ. გაზეთ AS-ზე დაყრდნობით, ტორესი მადრიდის "რეალის" ინტერესების ქვეშაა მოქცეული. სამეფო კლუბი მზადაა გონსალო იგუაინი ფერნანდოში გაცვალოს. წყარო: Tribalfootball.com