» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

15 გოლი ერთ მატჩში და ისტორიული გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - ინტერვიუ ლანჩხუთის ფეხბურთელთან


15 გოლი ერთ მატჩში და ისტორიული გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - ინტერვიუ ლანჩხუთის ფეხბურთელთან

კაცთა ფეხბურთში ნაჩვენები წარუმატებელი შედეგების შემდეგ, ქალთა ფეხბურთში ისტორიული შედეგი დაფიქსირდა.

ლანჩხუთის გურიამ რუმინული "კლუჟი" 1:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში პირველად გავიდა.

GOAL.GE ამ მატჩში გატანილ ერთადერთი გოლის ავტორს, ხატია ჭყონიას სხვადასხვა თემებზე ესაუბრა.

ემოციები მატჩის შემდეგ

ემოციები ენით აღუწერელი და წარმოუდგენელია. ამ ემოციებიდან გამოსულები ჯერ კიდევ არ ვართ. კი გვჯეროდა, რომ თამაშს მოვიგებდით, მაგრამ ის, რაც ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოში მოხდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

როგორი გრძნობაა, როცა ამ ისტორიული გოლის ავტორი შენ ხდები?

ერთადერთი გოლი კი მე გავიტანე, მაგრამ ეს გამარჯვება ყველას დამსახურებაა - სამწვრთნელო შტაბის, გულშემატკივრის, სხვა ფეხბურთელების. ნუ, რახან გოლი გავიტანე, ყველა მაინც ჩემზე ლაპარაკობს. სიმართლე გითხრათ, ამას მიჩვეული არ ვარ და ეს ჩემთვის უფრო დიდი მოტივაცია იქნება.

ისტორიული გოლი ჩემპიონთა ლიგაზე


ზოგადად, ქალთა ფეხბურთში არც თუ ისე წარმატებული შედეგები გვაქვს ხოლმე, ეს წარუმატებლობა კი თქვენ დაასრულეთ. რამდენად დაეხმარება ლანჩხუთის წარმატება ზოგადად ქალთა ფეხბურთს განვითარებაში?

სწორად აღნიშნეთ, ეს გამარჯვება ბევრ რამეში დაგვეხმარება. პირველ რიგში, ეს იქნება მოტივაცია სხვა გუნდებისა და ფეხბურთელების. კომენტარებში ვკითხულობდი, რომ ფეხბურთი ქალების საქმე არ არის და მხოლოდ კაცებმა უნდა ითამაშონ. კარგია, რომ ამ მოგების შემდეგ, ასე აღარ იფიქრებენ. დამწყებ ქალ ფეხბურთელებს მინდა ვუთხრა, რომ იშრომონ, ირწმუნონ და შედეგს აუცილებლად მიაღწევენ.

15 გოლი ერთ მატჩში

ვერ წარმოვიდგენდი, ადამიანს ერთ მატჩში 15 გოლის გატანა თუ შეეძლო (იცინის). 19:0 მოვიგეთ, მაგრამ ვცდილობდით, მეტოქისთვის ბევრი გოლი არ გაგვეტანა, რათა გული არ სტკენოდათ, თუმცა გულშემატკივრები და მწვრთნელები შეტევას ითხოვდნენ და ისე მოხდა, რომ ამ შეტევებით 15 გოლი გავიტანე.

ხატია ჭყონიას 15 გოლი ერთ მატჩში


მატჩის შემდეგ, თქვით, რომ გუნდს შესაბამისი პირობები არ აქვს...

ერთ-ერთ ინტერვიუში ბუცების დახევა და ჰიგიენა ვახსენე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა დახეული ბუცებით ვთამაშობთ. უბრალოდ, აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, რომ ხელფასი 3 თვეა არ აგვიღია და თუ უფრო მეტ კომფორტს შეგვიქმნიან და უფრო მეტ ყურადღებას მოგვაქცევენ, შედეგიც იქნება. აქვე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას, თამაშის შემდეგ მათ 45 ათასი ლარი გადმოგვცეს, რისი ნაწილიც კლუბის განვითარებას მოხმარდება.

საქართველოს ნაკრების შედეგებზე

ბევრი კრიტიკა იყო და ამბობდნენ, ქალებმა უფრო მეტი შეძლეს ფეხბურთში, ვიდრე კაცებმაო, რასაც არ ვეთანხმები. კაცებმა ფეხბურთი ბევრად კარგად იციან. გასაგებია, რომ მაკედონიასთან მნიშვნელოვანი მატჩი უნდა მოეგოთ, თუმცა არ გამოვიდა, წარმატებებს ვუსურვებ მათ და გვჯეროდეს, რომ მომავალ მატჩებში წარმატებული შედეგებს დააფიქსირებენ.

15 გოლი ერთ მატჩში და ისტორიული გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - ინტერვიუ ლანჩხუთის ფეხბურთელთან

გულშემატკივრები და რჩევა ქალ ფეხბურთელებს

ლანჩხუთში საოცარი გულშემატკივრობა იციან და თამაშების მოგებაში ძალიან გვეხმარებიან. დღეს რაც მოხდა, ნამდვილად არ ველოდი. კი ვიცოდი, რომ დახვედრას მოგვიწყობდნენ, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ძალიან ბედნიერები ვართ და დიდ მადლობას ყველას. როცა პატარა ვიყავი, საქართველოში ქალთა ფეხბურთი არ იყო და მხოლოდ მინი-ჩემპიონატები ტარდებოდა. მე-4 წელია, რაც ქალთა ჩემპიონატი მაღალ დონეზე ტარდება, ყველა რაიონს თავისი გუნდი ჰყავს და ყველას საშუალება აქვს, რომ მივიდეს გუნდში, თავი გამოიჩინოს და მიზანს მიაღწიოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ასე დახვდნენ ლანჩხუთელი გულშემატკივრები ფეხბურთელებს

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"VAR-ის გარეშე თამაში მირჩევნია", - ჰენდერსონი

"ლივერპულის" კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა განაცხადა, რომ მას ფეხბურთის თამაში VAR-ის გამოყენების გარეშე ურჩევნია:

დღეს, 11:52

"რონალდუს გარეშე თამაშსაც უნდა მივეჩვიოთ", - პირლო

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ თავისი გუნდისა და კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა:

დღეს, 11:42

იუვენტუსის საშინელი სტატისტიკა რონალდუს გარეშე

სერია ა-ს მეცხრე ტურის ფარგლებში ტურინის "იუვენტუსმა" გასვლაზე "ბენევენტოს" დამარცხება ვერ მოახერხა (1:1).

დღეს, 11:29

3 მატჩში იმდენი დანიშნული პენალტი, რამდენიც წინა 52 შეხვედრაში - მსაჯები რეალს არ ინდობენ

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" კარში "დეპორტივო ალავესთან" შეხვედრაში მორიგი პენალტი დაინიშნა.

დღეს, 11:23

"სხვა კლუბებში პირველი 100 დღე ბევრად მშვიდი მქონდა", - კუმანი

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში თავისი პირველი 100 დღე შეაფასა:

დღეს, 11:06

ნეიმარმა იბრაჰიმოვიჩი ჩამოიტოვა - პსჟ-ს ახალი რეკორდსმენი ჰყავს

"პარი სენ-ჟერმენის" ლიდერმა, ნეიმარ ჟუნიორმა "ბორდოსთან" უხვგოლიან დაპირისპირებაში მორიგი ბურთი გაიტანა.

დღეს, 10:55

რეალი ლა ლიგის 10 ტურში დამარცხდა იმდენჯერ, რამდენჯერაც მთელ გასულ სეზონში

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალი" ლა ლიგის მორიგ ტურში საკუთარ კედლებში "დეპორტივო ალავესთან" დამარცხდა (1:2).

დღეს, 10:32

რას ვუყუროთ დღეს? მოურინიო ლონდონურ დერბიში ჩელსის წინააღმდეგ და ბევრი სხვა

საფეხბურთო დღე დაიწყება ადრიანად - 15:30 საათზე რომის "ლაციო" მიიღებს "უდინეზეს", ნახევარი საათის შემდეგ კი ლიონის "ოლიმპიკი" "რეიმსს".

დღეს, 10:14

ტაისონისა და ჯონსის ბრძოლაში ფრე დაფიქსირდა

ცოტა ხნის წინ, ლოს-ანჯელესში დასრულდა ბრძოლა მაიკ ტაისონსა და როი ჯონს ჯუნიორს შორის, რომელიც იყო საჩვენებითი.

დღეს, 09:40

"საქართველო არასდროს ნებდება" - რა ხდებოდა გასახდელში ფინეთთან მატჩის შემდეგ? [VIDEO]

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ფინეთი სტუმრად 92:85 დაამარცხა.

დღეს, 03:03

ზიდანი: "ფაქტია, ყველაფერი კარგად არ არის"

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" საკუთარ მოედანზე "ალავესთან" დამარცხდა.

დღეს, 02:59

რეალის საშინელი სტატისტიკა საშინაო არენაზე

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ალავესს" დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

დღეს, 02:55

პრესკონფერენციაზე ქეცბაიამ ცრემლები ვერ შეიკავა: "ყველასთვის მისაბაძმა ფეხბურთელმა დაგვტოვა"

მოგეხსნებათ, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დღეს, 02:40

ქვილითაიას კომენტარი ჰეთ-თრიკის შემდეგ

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "ენესს" დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

დღეს, 02:33

დღის ფოტო: ჰეთ-თრიკის ავტორმა ქვილითაიამ ბურთი შინ წაიღო

კვიპროსის ჩემპიონატის გასულ ტურში "ანორთოსისი" "ენოსისს" დაუპირისპირდა და 4:2 დაამარცხა.

დღეს, 02:27

ილიას ზუროსი: "ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდებმა ასე ითამაშეს"

ფინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა გააკეთა.

დღეს, 02:25

თორნიკე შენგელია მოგების შემდეგ:: "საქართველოსთვის სულ ბოლომდე ვიხარჯები"

ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ფინეთს დაუპირისპირდა და 92:85 გაიმარჯვა.

დღეს, 02:18

სასიამოვნო ინფორმაცია: ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა!

21 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად უკვე რამდენიმე კვირაა ვარჯიშობს.

დღეს, 02:14

2-თვიანი პაუზის შემდეგ, კიტეიშვილი მოედანს დაუბრუნდა!

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი 2-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა.

დღეს, 02:06

უხვგოლიანი მატჩი: პსჟ-მ შინ ბორდო ვერ დაამარცხა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "პსჟ"-სა და "ბორდოს" შორის.

დღეს, 02:02

სენსაცია მადრიდში: რეალმა ლა ლიგაში ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო [VIDEO]

ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში ერთმანეთს მადრიდის "რეალი" და "ალავესი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:57

ედენ აზარმა კვლავ ტრავმა მიიღო

ესპანეთის ჩემპიონატში მადრიდის "რეალი" "ალავესს" უპირისპირდება და 1:2 ამარცხებს.

დღეს, 01:50

VIDEO: არსენალის ახალგაზრდა ფეხბურთელი 160-ათასიანი მანქანით ავარიაში მოყვა

„არსენალის“ და ინგლისის ახალგაზრდული ნაკრების შემტევი, ჯო უილოკი ავარიაში მოყვა.

გუშინ, 23:55

იუვენტუსის მიერ ამ სეზონში გატანილი გოლების 48% მორატას მონაწილეობით გავიდა

როგორც ჩანს, ალვარო მორატამ საკუთარი გუნდი საბოლოოდ მაინც იპოვნა.

გუშინ, 23:54

სერია ა-ს ამ სეზონში იუვენტუსს მოგებაზე მეტი ფრე აქვს ნათამაშები

სერია ა-ს მე-9 ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „ბენევენტოს“ დაუზავდა - 1:1.

გუშინ, 23:50

მილნერი: "ამჟამინდელი მდგომარეობის გამო, ფეხბურთის მიმართ გრძნობები გამინელდა"

„ლივერპულის“ ნახევარმცველმა, ჯეიმს მილნერმა, ფეხბურთის თანამედროვე წესების გადახედვისკენ მოუწოდა.

გუშინ, 23:43

მორიგი წაგება - შალკე ბუნდესლიგაში უკვე 25 მატჩია ვერ იგებს

ბუნდესლიგის მე-9 ტურში „გლადბახმა“ „შალკე“ 4:1 გაანადგურა.

გუშინ, 23:37

VIDEO: ემოციური კადრები - მარადონასთვის მიძღვნილი წუთიერი დუმილის დროს, ანჩელოტი ატირდა

„ევერტონისა“ და „ლიდსის“ პრემიერ ლიგის მატჩი დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილით დაიწყო.

გუშინ, 23:31

VIDEO: მარადონას საპატივცემლოდ, იუვენტუსის მატჩი ზუსტად მეათე წუთზე შეჩერდა

„იუვენტუსის“ და „ბენევენტოს“ სამაგალითო საქციელი.

გუშინ, 23:28

3-დან 3! - საქართველოს ნაკრებმა ფინეთიც დაამარცხა და ლიდერია

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთს საქართველოსა და ფინეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

გუშინ, 23:27
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10