ავტორიზაცია

ქინქლაძის სიტიდან - კრისტალ პალასამდე: ლივერპულის 5 ყველაზე დიდი გამარჯვება ეპლ-ში

ქინქლაძის სიტიდან - კრისტალ პალასამდე: ლივერპულის 5 ყველაზე დიდი გამარჯვება ეპლ-ში
თარიღი 22 დეკ 2020, 20:15
როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ ლიგის უკანასკნელ ტურში "ლივერპულმა" სტუმრად ლონდონში გაანადგურა "კრისტალ პალასი", ანგარიშით 7:0.

მერსისაიდულმა გუნდმა ეპლ-ის ეპოქაში მოიპოვა ყველაზე დიდი ანგარიშით დაფიქსირებული გამარჯვება, თუმცა "მორიდებით" ეს გუნდი არც "არწივებთან" მატჩამდე გამოირჩეოდა.

გავიხსენოთ "წითლების" ხუთი ყველაზე შთამბეჭდავი გამარჯვება პრემიერ ლიგის ისტორიაში. საუბარია 1992 წლიდან, დღემდე.

1. კრისტალ პალასი-ლივერპული 0:7, 2020 წლის დეკემბერი
2. ლივერპული-საუთჰემპტონი 7:1, 1999 წლის იანვარი
3. ნიუკასლი-ლივერპული 0:6, 2013 წლის აპრილი
4. ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული 0:6, 2003 წლის აპრილი
5. ლივერპული-მან სიტი 6:0, 1995 წლის ოქტომბერი

აღსანიშნავია, რომ "სქაუზერებისა" და მანჩესტერელების 1995 წლის ოქტომბრის დაპირისპირებაში მონაწილეობას იღებდა გიორგი ქინლქლაძეც, თუმცა ანგარიშიდან გამომდინარე ვხედავთ, თავისი გუნდის გადარჩენა მან ვერ მოახერხა.