» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ATP-ს ფინანსური შეჯამება - ვინ გამოიმუშავა 2020 წლის სეზონში ყველაზე დიდი თანხა?


ATP-ს ფინანსური შეჯამება - ვინ გამოიმუშავა 2020 წლის სეზონში ყველაზე დიდი თანხა?

2020 წელი ჩოგბურთშიც ძალიან მოკლე, მაგრამ არანაკლებ საინტერესო გამოვიდა.

წლის დაგეგმილი 4 გრენდ სლემიდან 3 ჩატარდა. ავსტრალიის ღია პირველობა შეუფერხებლად, უიმბლდონი წელს გაუქმდა, შემდეგ იყო ამერიკის ღია პირველობა და სეზონი, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, სეზონის მეორე გრენდ სლემმა დახურა. მიუხედავად სხვა პირობებისა - საფრანგეთში, როლანდ გაროსი ტრადიციულად მაისი-ივნისში ტარდება ხოლმე, ახლა კი გვიან ოქტომბერს გაიმართა. ბუნებრივია, პარიზში უფრო ციოდა, რაც ხელს უწყობდა შემტევი სტილის მოთამაშეებს ერთის მხრივ და მეორე მხრივ, საქმეს ურთულებდა თიხის ტრადიციულ ფავორიტებს, რაფა ნადალსა და დომინიკ ტიმს. მიუხედავად ამისა, ესპანელმა ტრიუმფი კვლავ იზეიმა და გაროსის თასი კარიერაში 13-დ ასწია.

ავსტრალიაში უკვე ტრადიციულად და კარიერაში მერვედ ნოვაკ ჯოკოვიჩმა იმარჯვა, ამერიკის ღია პირველობა კი, რომელიც ცნობისთვის, ბევრმა ტოპმა კოვიდის გამო გამოტოვა, დომინიკ ტიმმა მოიგო. ჯოკოვიჩი ტურნირის ცალსახა ფავორიტად მოიაზრებოდა, თუმცა მეოთხე წრეში დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგან გაბრაზებულმა ბურთი ხაზის მსაჯს ყელის არეში მოარტყა.

ჯამურად, ამ სეზონში ყველაზე დიდი თანხა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გამოიმუშავა - 6.511.233 დოლარი. სერბმა ავსტრალიის ღია პირველობის გარდა ATP-ს თასი, დუბაი ოუფენი და ცინცინატისა და რომის მასტერებზეც იმარჯვა.

რამდენი გამოიმუშავა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამ საჩოგბურთო სეზონში?

მეორე ადგილი დომინიკ ტიმმა დაიკავა - 6.030.756, რომელმაც კარიერის პირველი გრენდ სლემის გარდა, მორიგი ფინალიც ითამაშა - ავსტრალიაში ხუთ სეტში სწორედ ნოვაკთან დამარცხდა.

მესამე ადგილს კი რაფა ნადალი დასჯერდა, რომლის აქტივშიც მთელ სეზონში ერთადერთი ტურნირია, მაგრამ უმნიშვნელოვანი - როლანდ გაროსი, ანუ მეოცე გრენდ სლემი, რითაც ის როჯერ ფედერერს გაუთანაბრდა და პირველ ადგილს იყოფს.

ბოლო ორი ტურნირის (პარიზის მასტერსი და ლონდონში შემაჯამებელი) ჩემპიონი დანიილ მედვედევი მეოთხე ადგილზეა - 3.622.891. მას შედარებით არასტაბილური სეზონი ჰქონდა, თუმცა მიწურულს მოუმატა და ყველასთვის შეუჩერებელი აღმოჩნდა - მოიგო რა ზედიზედ 10 შეხვედრა და მასთან ერთად, ორი მნიშვნელოვანი ტიტულიც.

5. ალექსანდრ ზვერევი - 3.279.966
6. ანდრეი რუბლევი - 2.223.865
7. სტეფანოს ციციპასი - 2.106.450
8. პაბლო კარენიო ბუსტა - 1.941.470
9. დიეგო შვარცმანი - 1.585.369
10. რობერტო ბაუტისტა აგუტი - 1.390.184.

ლეგენდარულ როჯერ ფედერერს პრაქტიკულად მთელი სეზონი გაუცდა - ავსტრალიის ღია პირველობაში ის ნახევარფინალამდე მივიდა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა და ამის შემდეგ, მუხლის ტრავმის გამო ასპარეზს სეზონის ბოლომდე გამოეთიშა. შედეგად, ამ სეზონში მან 714.792$ გამოიმუშავა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის 16 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასულ კვირაში პრემიერ ლიგის კლუბების წევრებმა კორონავირუსზე ტესტირების მორიგი ეტაპი გაიარეს.

დღეს, 20:57

ლეონარდო: "არა მგონია, ტუხელისთვის გათავისუფლება სიურპრიზი ყოფილიყო"

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ თავკაცის პოსტიდან ტომას ტუხელის გაშვებაზე ისაუბრა.

დღეს, 20:45

რეალი რეინიერს დორტმუნდიდან დაიბრუნებს და სხვა გუნდში გაუშვებს

"რეალი" "დორტმუნდში" განათხოვრებული რეინიერის სათამაშო წუთების ოდენობით უკმაყოფილოა.

დღეს, 20:40

კიკე სეტიენის ყოფილი ასისტენტი პიკეს კლუბის მწვრთნელად დაინიშნა

"ბარსელონას" ექს-თავკაცის, კიკე სეტიენის ყოფილი თანაშემწე ხერარდ პიკეს კლუბის მწვრთნელი გახდა.

დღეს, 20:30

პსჟ-ს სპორტული დირექტორი მესის შესაძლო ტრანსფერს ეხმაურება

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ლიონელ მესით დაინტერესება დაადასტურა.

დღეს, 20:22

რაიოლამ მილანის შეთავაზება იუარა და მთავარი მოთხოვნა წამოაყენა

"მილანი" გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმასთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს აგრძელებს.

დღეს, 20:15

"ძალიან გახარებული ვარ", - ოზილი ახალ კლუბში გადასვლის შემდეგ

"არსენალის" აწ უკვე ექს-ჰავბეკმა, მესუთ ოზილმა "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:58

დე ბრუინი უკვე სიაშია - პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტთა რეიტინგი

"სიტის" ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინი პრემიერ ლიგის საუკეთესო ასისტენტთა ათეულშია.

დღეს, 19:51

ჩელსი მზადაა ჰოლანდის გამო ახალი სატრანსფერო რეკორდი დაამყაროს

ლონდონის "ჩელსი" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის შეძენისთვის ემზადება.

დღეს, 19:38

"გაბრაზდა და დამარტყა", - ბილბაოს თავდამსხმელი მესის ეპიზოდზე

"ბილბაოს" შემტევმა, ასიერ ვილიალიბრემ "ბარსელონას" კაპიტნის, ლიონელ მესის საქციელი შეაფასა.

დღეს, 19:26

დი მარიას ამ ზამთრისთვის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ანხელ დი მარიამ ამ ზამთარს შეიძლება კლუბი შეიცვალოს.

დღეს, 19:15

ლაკაზეტი: "როცა ორივეს 10-ნომრიანი მაისური გინდათ"

მესუთ იოზილი „არსენალს“ ტოვებს და გუნდში 10-ნომრიანი მაისური ვაკანტური რჩება.

დღეს, 17:33

ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა

მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ბუნდესლიგის მორიგი რეკორდი დაამყარა.

დღეს, 17:29

"მბაპე? ხვეწნას არ ვაპირებთ, დარჩება მხოლოდ ის, ვისაც დარჩენა უნდა", - ლეონარდოს ორაზროვანი განცხადება

„პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ, კილიან მბაპეს გუნდიდან შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 17:10

ოფიციალურად: ჩელსის ნახევარმცველი იჯარით თურქეთში გადავიდა

„ჩელსიმ“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დანიელ დრინკუოტერის ტრანსფერი დაადასტურდა.

დღეს, 17:05

"სოლსკიაერმა გააკეთა ის, რის გამოც ადრე მოურინიო გაანადგურეს", - იუნაიტედის ექს-ფეხბურთელი

„იუნაიტედის“ და „ლივერპულის“ ექს-ნახეავრმცველმა, პოლ ინსმა, ამ გუნდებს შორის გუშინ, ფრედ 0:0 დასრულებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 16:59

ვალდანო: "რონალდუს წასვლის შემდეგ, რეალს ყველა მატჩში თითო გოლი აკლდება"

„რეალის“ ყოფილმა გენ.დირექტორმა, ხორხე ვალდანომ, კრიშტიანუ რონალდუს წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 16:56

როდის იქნება ცნობილი, დაისჯება თუ არა ლეო მესი დამატებითი დისკვალიფიკაციით?

ცნობილი გახდა დრო, თუ როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას ლეო მესის დისკვალიფიკაციის თაობაზე.

დღეს, 16:41

როგორც იქნა! ოქტომბრის შემდეგ უმუშევარმა ჯეკ უილშერმა გუნდი იპოვნა

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელი, ჯეკ უილშირი, უახლოეს პერიოდში კონტრაქტს „ბორნმუთთან“ გააფორმებს.

დღეს, 16:27

იოზილი: "ძალიან აღელვებული ვარ"

ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა „ფენერბაჰჩეში“ ტრანსფერის წინ მცირე კომენტარი გააკეთა.

დღეს, 16:20

ჯაბა კანკავა: "შემოთავაზება რუსეთიდან და საქართველოდანაც მქონდა"

ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას ფრანგულ "ვალენსიენსში" გააგრძლებს.

დღეს, 16:06

ჩვენები საფრანგეთში - პირველი ლეგიონერი 50-იანებიდან, პსჟ-სა და ლიონის აკადემიები, მამლუქები

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა "ტობოლიდან" "ვალანსიენში" გადავიდა. ეს არ არის

დღეს, 16:05

იოვიჩმა აინტრახტში დუბლით დაბრუნება შეაფასა

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა, ლუკა იოვიჩმა, „აინტრახტში“ იჯარით დაბრუნება დუბლით აღმოჩნდა.

დღეს, 16:04

პრემიერ ლიგის ერთადერთი გუნდი ამ სეზონში, რომელმაც ზედიზედ 5 მატჩი მოიგო

გუშინ, 17 იანვარს, „სიტიმ“ „ეტიჰადზე“ „კრისტალ პალასი“ 4:0 გაანადგურა.

დღეს, 16:00

"ვიცით, რომ დიდ გუნდში ვართ, მაგრამ...", - დეპაი საკუთარ და უსემ აუარის მომავალზე ალაპარაკდა

„ლიონის“ თავდამსხმელმა, მემფის დეპაიმ, გუნდიდან წასვლის სურვილი გამოთქვა.

დღეს, 15:14

კლოპი: "ამ სეზონში, ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრა იქნება"

„ლივერპულის“ მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა, ამ სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა.

დღეს, 15:12

ვიდალმა იუვენტუსის ლოგოს კოცნის მიზეზი განმარტა

„ინტერის“ ნახევარმცველმა, არტურო ვიდალმა, „იუვენტუსის“ ლოგოს კოცნის მიზეზი განმარტა.

დღეს, 15:03

VIDEO: ის, რაც ინტერის ფანებს არ მოეწონებათ - ვიდალმა იუვენტუსის ლოგოს აკოცა

„ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის წინ, არტურო ვიდალის საქციელი ბევრს არ მოეწონა.

დღეს, 14:59

სრული სახეცვლილება - უახლოეს პერიოდში, ინტერი შეიცვლის სახელს, ლოგოს და სპონსორსაც

იტალიური პრესის ინფორმაციით, მილანის „ინტერში“ მარტში ცვლილებები იგეგმება.

დღეს, 14:56

"პრემიერ ლიგას ყველაზე არაპროგნოზირებადი გუნდი ლიდერობს", - კინი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის საჩემპიონო რბოლა შეაფასა:

დღეს, 13:39
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10