ავტორიზაცია

საქართველოს ყველა დროის ნაკრები

საქართველოს ყველა დროის ნაკრები
თარიღი 23 Dec 2020, 23:18
ქართული ფეხბურთი შეგვიძლია დავყოთ ორ ეტაპად - საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდის და დამოუკიდებელი. ახლა კი წარმოიდგინეთ ჩვენი ნაკრები, რომლის რიგებში ყველა თაობის საუკეთესო ფეხბურთელები ითამაშებდნენ. მივყვეთ პოზიციების მიხედვით და ავირჩიოთ წარმოდგენილი 5 კანდიდატიდან საუკეთესო.

მეკარე

საქართველოს ყველა დროის ნაკრებისაქართველოს ყველა დროის ნაკრები

ოთარ გაბელია

წლები საკლუბო დონეზე: 1972-1990
კლუბები: სოხუმის დინამო, ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამო
შედეგი: 309 მატჩი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1979
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 1 მატჩი
მიღწევები: თასების თასი, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასი, სსრკ-ს წლის საუკეთესო მეკარე, სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

ანზორ კავაზაშვილი

წლები საკლუბო დონეზე: 1957-1972
კლუბები: თბილისის დინამო, ლენინგრადის ზენიტი, მოსკოვის ტორპედო, მოსკოვის სპარტაკი, ქუთაისის ტორპედო
შედეგი: 349 მატჩი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1965-1970
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 29 მატჩი
მიღწევები: 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონი, 2 სსრკ-ს თასი, 2-ჯერ სსრკ-ს წლის საუკეთესო მეკარე, მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილი, ევროპის ჩემპიონატის მე-4 ადგილი

სერგო კოტრიკაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1955-1970
კლუბები: თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო
შედეგი: 279 მატჩი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1962
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 2 მატჩი
მიღწევები: სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს წლის მეკარე, 4-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი, 2000 წელს აღიარებული იქნა საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო მეკარედ, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე

აკაკი დევაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1989-2008
კლუბები: გორის დილა, თბილისის დინამო, ზესტაფონის მარგვეთი, თბილისის შევარდენი, ფოთის კოლხეთი, როსტოვი, ტაიბეს ჰაპოელი, აშდოდის მაკაბი, თბილისის მერანი, თბილისის ყაზბეგი, თბილისის სპარტაკი, თბილისი, ზუგდიდის მგლები
შედეგი: 284 მატჩი
წლები საქართველოს ნაკრებში: 1992-2005
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 20 მატჩი
მიღწევები: საქართველოს ჩემპიონატის წლის ფეხბურთელი

გიორგი ლორია

წლები საკლუბო დონეზე: 2005-დღემდე
კლუბები: თბილისის დინამო, ოფი, ოლიმპიაკოსი, კრილია სოვეტოვი, ანჟი, მაგდებურგი, ანორთოსისი
შედეგი: 356 მატჩი
წლები საქართველოს ნაკრებში: 2008-დღემდე
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 61 მატჩი
მიღწევები: 3-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 3 საქართველოს თასი, 2 საქართველოს სუპერთასი, ერთა ლიგის ფინალისტი

ცენტრალური მცველები

მურთაზ ხურცილავა

წლები საკლუბო დონეზე: 1961-1976
კლუბები: თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო
შედეგი: 340 მატჩი, 19 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1965-1973
შედეგი ნაკრებში: 69 მატჩი, 6 გოლი
მიღწევები: 2-ჯერ ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-11 ადგილი, 24-ე ადგილი), ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის წევრი, უეფას ვერსიით 50-წლეულის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილოსანი, ევროპის ჩემპიონატის მე-4 ადგილოსანი, სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალისტი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასის ფინალისტი, 4-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, 6-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

ალექსანდრე ჩივაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1974-1987
კლუბები: თბილისის დინამო
შედეგი: 322 მატჩი, 44 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1980-1987
შედეგი ნაკრებში: 46 მატჩი, 3 გოლი
მიღწევები: ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-8 ადგილი), თასების თასი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი, სსრკ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, 2 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის ავტორი, სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასი

შოთა ხინჩაგაშვილი

წლები საკლუბო დონეზე: 1968-1982
კლუბები: რუსთავის მეტალურგი, თბილისის დინამო
შედეგი: 241 მატჩი, 0 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1976-1979
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 11 მატჩი, 0 გოლი
მიღწევები: სსრკ-ს ჩემპიონი, 2 სსრკ-ს თასი, თასების თასი, 5-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

კახაბერ ცხადაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1986-2004
კლუბები: რუსთავის მეტალურგი, თბილისის დინამო, სიუნდსვალი, მოსკოვის სპარტაკი, მოსკოვის დინამო, აინტრახტი, ალანია, მანჩესტერ სიტი, თბილისის ლოკომოტივი, ანჟი
შედეგი: 352 მატჩი, 10 გოლი
წლები დსთ-ს/საქართველოს ნაკრებში: 1992-1998
შედეგი დსთ-ს/საქართველოს ნაკრებში: 31 მატჩი, 1 გოლი
მიღწევები: 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონი, სსრკ-ს თასი, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე დსთ-ს ნაკრების რიგებში, რუსეთის ჩემპიონატის წლის მცველი, რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

გურამ კაშია

წლები საკლუბო დონეზე: 2006-დღემდე
კლუბები: თბილისის დინამო, ვიტესი, სან ხოსე
შედეგი: 444 მატჩი, 38 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 2009-დღემდე
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 82 მატჩი, 2 გოლი
მიღწევები: საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასი, საქართველოს სუპერთასი, ჰოლანდიის თასი, უეფას სპეციალური ჯილდო #EqualGame Award, 2-ჯერ საქართველოს წლის ფეხბურთელი, ვიტესის სეზონის ფეხბურთელი, ერთა ლიგის ფინალისტი

მარჯვენა მცველი

რევაზ ძოძუაშვილი

წლები საკლუბო დონეზე: 1964-1976
კლუბები: ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამო
შედეგი: 343 მატჩი, 5 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1969-1974
შედეგი ნაკრებში: 49 მატჩი, 0 გოლი
მიღწევები: ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი, ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის წევრი, 7-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალი

გივი ჩოხელი

წლები საკლუბო დონეზე: 1956-1965
კლუბები: თელავის ნადიკვარი, თბილისის დინამო
შედეგი: 1956-1965
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1960-1962
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 19 მატჩი, 0 გოლი
მიღწევები: ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, 4-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

თამაზ კოსტავა

წლები საკლუბო დონეზე: 1973-1984
კლუბები: ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამო
შედეგი: 260 მატჩი, 1 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1978
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 3 მატჩი, 1 გოლი
მიღწევები: სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასი, თასების თასი, 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

გელა კეტაშვილი

წლები საკლუბო დონეზე: 1983-1995
კლუბები: ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამო, ლანჩხუთის გურია, თეთრი არწივი
შედეგი: 203 მატჩი, 5 გოლი
წლები სსრკ-ს/საქართველოს ნაკრებში: 1986-1990
შედეგი სსრკ-ს/საქართველოს ნაკრებში: 15 მატჩი, 0 გოლი
მიღწევები: ოლიმპიური ჩემპიონი, 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

ოთარ კაკაბაძე

წლები საკლუბო დონეზე: 2014-დღემდე
კლუბები: თბილისის დინამო, ხიმნასტიკი, ესბიერგი, ლუცერნი, ტენერიფე
შედეგი: 160 მატჩი, 4 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 2015-დღემდე
შედეგი საქართელოს ნაკრებში: 36 მატჩი, 0 გოლი
მიღწევები: 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 3 საქართველოს თასი, 2 საქართველოს სუპერთასი, ერთა ლიგის ფინალისტი

მარცხენა მცველი

კახა კალაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1993-2012
კლუბები: თბილისის დინამო, კიევის დინამო, მილანი, ჯენოა
შედეგი: 538 მატჩი, 27 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 1996-2011
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 83 მატჩი, 1 გოლი
მიღწევები: 2 ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, 2 უეფას სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი, 3-ჯერ უკრაინის ჩემპიონი, 3 უკრაინის თასი, მილანის დიდების დარბაზის წევრი, ფინალისტი, 5-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 4 საქართველოს თასი, 5-ჯერ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი

გიორგი თავაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1973-1984
კლუბები: ლანჩხუთის გურია, თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო
შედეგი: 111 მატჩი, 5 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: არ უთამაშია
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: არ უთამაშია
მიღწევები: თასების თასი, სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

დავით კვირკველია

წლები საკლუბო დონეზე: 1999-2019
კლუბები: ფოთის კოლხეთი, თბილისის დინამო, ალანია, ზაპოროჟიეს მეტალურგი, რუბინი, ანჟი, პანიონისი, ანორთოსისი, გორის დილა, სამტრედია, ბათუმის დინამო, რუსთავი
შედეგი: 422 მატჩი, 36 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 2003-2014
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 59 მატჩი, 0 გოლი
მიღწევები: საქართველოს ჩემპიონი, 2 საქართველოს თასი, 2-ჯერ რუსეთის ჩემპიონი, რუსეთის სუპერთასი

დიმიტრი კუდინოვი

წლები საკლუბო დონეზე: 1981-1998
კლუბები: თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო, თბილისის შევარდენი, რუსთავის გორდა, აპოელი, სოჭი
შედეგი: 216 მატჩი, 7 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 1992-1996
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 18 მატჩი, 1 გოლი
მიღწევები: 2-ჯერ საქართველოს ჩემპიონი

გელა შეყილაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1990-2004
კლუბები: ბათუმის დინამო, ლიერსი, როსელარი, კიევის არსენალი, კიევის ცსკა
შედეგი: 359 მატჩი, 9 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 1997-2002
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 22 მატჩი, 0 გოლი
მიღწევები: საქართველოს თასი, ბელგიის თასი

ცენტრალური ნახევარმცველი

თენგიზ სულაქველიძე

წლები საკლუბო დონეზე: 1974-1989
კლუბები: ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამო, ჰოლმსუნდი
შედეგი: 431 მატჩი, 24 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1980-1988
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 49 მატჩი, 2 გოლი
მიღწევები: თასების თასი, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, ევროპის ჩემპიონატზე გოლის ავტორი, 4-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

ვიტალი დარასელია

წლები საკლუბო დონეზე: 1974-1982
კლუბები: ოჩამჩირეს ამირანი, თბილისის დინამო
შედეგი: 192 მატჩი, 26 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1978-1982
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 22 მატჩი, 3 გოლი
მიღწევები: თასების თასი, 2-ჯერ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, სსრკ-ს ჩემპიონი, 2 სსრკ-ს თასი, სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი, 5-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

მანუჩარ მაჩაიძე

წლები საკლუბო დონეზე: 1968-1982
კლუბები: თბილისის დინამო, ფახთაქორი, მოსკოვის სპარტაკი, ქუთაისის ტორპედო
შედეგი: 347 მატჩი, 49 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1974-1979
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 8 მატჩი, 1 გოლი
მიღწევები: სსრკ-ს ჩემპიონი, 2 სსრკ-ს თასი, სსრკ-ს პირველი ლიგის გამარჯვებული, სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი, სსრკ-ს თასის ფინალისტი, კარაველას თასი, 8-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

გიორგი ნემსაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1989-2005
კლუბები: თბილისის დინამო, ლანჩხუთის გურია, თბილისის შევარდენი, ჰომბურგი, ტრაბზონსპორი, გრასჰოპერი, რეჯანა, თბილისის ლოკომოტივი, დანდი
შედეგი: 343 მატჩი, 40 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 1992-2004
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 69 მატჩი
მიღწევები: 5-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 2 საქართველოს თასი, შვეიცარიის ჩემპიონი, დანდის დიდების დარბაზის წევრი

ჯაბა კანკავა

წლები საკლუბო დონეზე: 2003-დღემდე
კლუბები: თბილისის დინამო, ალანია, კიევის არსენალი, დნიპრო, კრივბასი, რეიმსი, ტობოლი
შედეგი: 349 მატჩი, 16 გოლი
წლები საქართელოს ნაკრებში: 2004-დღემდე
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 93 მატჩი, 10 გოლი
მიღწევები: ევროპა ლიგის ფინალისტი, ერთა ლიგის ფინალისტი, საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასი, 2-ჯერ საქართველოს წლის ფეხბურთელი

ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი

დავით ყიფიანი

წლები საკლუბო დონეზე: 1968-1982
კლუბები: თბილისის ლოკომოტივი, თბილისის დინამო
შედეგი: 344 მატჩი, 109 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1974-1981
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 19 მატჩი, 7 გოლი
მიღწევები: ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-11 ადგილი), თასების თასი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი, სსრკ-ს ჩემპიონი, 2 სსრკ-ს თასი, სსრკ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი, 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 6-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

გიორგი ქინქლაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1989-2006
კლუბები: თბილისის მრეტები, თბილისის დინამო, ზაარბრიუკენი, ბოკა ხუნიორსი, მანჩესტერ სიტი, აიაქსი, დერბი ქაუნთი, ანორთოსისი, რუბინი
შედეგი: 442 მატჩი, 94 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 1992-2005
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 57 მატჩი, 9 გოლი
მიღწევები: 2-ჯერ მანჩესტერ სიტის წლის ფეხბურთელი, დერბი ქაუნთის წლის ფეხბურთელი, კვიპროსის ჩემპიონი, 3-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 2 საქართველოს თასი, საქართველოს მეორე დივიზიონის გამარჯვებული, 2-ჯერ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი

შოთა იამანიძე

წლები საკლუბო დონეზე: 1954-1967
კლუბები: თბილისის დინამო
შედეგი: 300 მატჩი, 65 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1959
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 1 მატჩი, 0 გოლი
მიღწევები: სსრკ-ს ჩემპიონი, 3-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

კახი ასათიანი

წლები საკლუბო დონეზე: 1965-1975
კლუბები: თბილისის დინამო
შედეგი: 252 მატჩი, 30 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1968-1972
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 16 მატჩი, 5 გოლი
მიღწევები: ევროპის ჩემპიონატის მე-4 ადგილოსანი, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალისტი, 4-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის მე-3 ადგილოსანი, 3-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი, პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალზე გოლის გატანა მოახერხა

გივი ნოდია

წლები საკლუბო დონეზე: 1965-1978
კლუბები: ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამო, მოსკოვის ლოკომოტივი
შედეგი: 355 მატჩი, 105 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1967-1973
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 21 მატჩი, 5 გოლი
მიღწევები: სსრკ-ს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 5-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, ევროპის ჩემპიონატის მე-4 ადგილოსანი, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე

მარჯვენა გარემარბი

სლავა მეტრეველი

წლები საკლუბო დონეზე: 1953-1971
კლუბები: სოჭის სპარტაკი, გორკის ტორპედო, მოსკოვის ტორპედო, თბილისის დინამო
შედეგი: 464 მატჩი, 122 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1958-1970
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 52 მატჩი, 12 გოლი
მიღწევები: 2-ჯერ ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-17 და 23-ე ადგილი), ევროპის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის წევრი, 3 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის ავტორი, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლის ავტორი, 1968 წლის მსოფლიო ნაკრების წევრი, 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონი, 2-ჯერ სსრკ-ს ვიცე-ჩემპიონი, სსრკ-ს თასი, 2-ჯერ სსრკ-ს თასის ფინალისტი, საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი, 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი, 7-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

ვლადიმერ გუცაევი

წლები საკლუბო დონეზე: 1971-1986
კლუბები: თბილისის დინამო
შედეგი: 372 მატჩი, 63 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1972-1982
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 12 მატჩი, 1 გოლი
მიღწევები: თასების თასი, სსრკ-ს ჩემპიონი, 2 სსრკ-ს თასი, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული, 5-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

თემურ ქეცბაია

წლები საკლუბო დონეზე: 1987-2007
კლუბები: თბილისის დინამო, ანორთოსისი, აეკი, ნიუკასლი, ვულვერჰემპტონი, დანდი
შედეგი: 578 მატჩი, 157 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 1990-2003
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 52 მატჩი, 17 გოლი
მიღწევები: 4-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასი, 2 საბერძნეთის თასი, საბერძნეთის სუპერთასი, კვიპროსის ჩემპიონი, 2 კვიპროსის თასი, 2-ჯერ საქართველოს წლის ფეხბურთელი

არჩილ არველაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1991-2005
კლუბები: თბილისის დინამო, ტრაბზონსპორი, ბრედა, კიოლნი, თბილისის ლოკომოტივი
შედეგი: 221 მატჩი, 91 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 1994-2002
შედეგი საქართელოს ნაკრებში: 32 მატჩი, 6 გოლი
მიღწევები: 3-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 3 საქართველოს თასი, თურქეთის თასი, თურქეთის სუპერთასი

ვლადიმერ ბარქაია

წლები საკლუბო დონეზე: 1957-1967
კლუბები: თბილისის დინამო
შედეგი: 226 მატჩი, 68 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1965
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 2 მატჩი, 2 გოლი
მიღწევები: სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

მარცხენა გარემარბი

მიხეილ მესხი

წლები საკლუბო დონეზე: 1954-1970
კლუბები: თბილისის დინამო, თბილისის ლოკომოტივი
შედეგი: 305 მატჩი, 54 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1959-66
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 35 მატჩი, 4 გოლი
მიღწევები: ოქროს ბურთის ნიმინანტი (მე-17 ადგილი), ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასი, 7-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი, 1998 წელს დასახელებული იქნა ყველა დროის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად

ლევან კობიაშვილი

წლები საკლუბო დონეზე: 1993-2014
კლუბები: რუსთავის გორდა, თბილისის დინამო, ალანია, ფრაიბურგი, შალკე, ჰერტა
შედეგი: 641 მატჩი, 68 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 1996-2011
შედეგი საქართველოს ნაკრებში: 100 მატჩი, 12 გოლი
მიღწევები: გერმანიის ლიგის თასი, 2 ინტერტოტოს თასი, 2-ჯერ ბუნდესლიგის ვიცე-ჩემპიონი, გერმანიის თასის ფინალისტი, გერმანიის ლიგის თასის ფინალისტი, 3-ჯერ მეორე ბუნდესლიგის ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი ჩატარებული მატჩების რაოდენობით, 4-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 3 საქართველოს თასი, 2 საქართველოს სუპერთასი, 2-ჯერ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი

გრიგოლ ცაავა

წლები საკლუბო დონეზე: 1979-1995
კლუბები: თბილისის დინამო, ლანჩხუთის გურია, ცხუმი, თეთრი არწივი, თბილისის შევარდენი
შედეგი: 283 მატჩი, 48 გოლი
წლები ნაკრებში: არ უთამაშია
შედეგი ნაკრებში: არ უთამაშია
მიღწევები: საქართველოს ჩემპიონი, სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

გოჩა ჯამარაული

წლები საკლუბო დონეზე: 1990-2006
კლუბები: თბილისის დინამო, ალანია, ტრაბზონსპორი, ციურიხი, ლუცერნი, დონეცკის მეტალურგი, ანორთოსისი
შედეგი: 364 მატჩი, 71 გოლი
წლები საქართველოს ნაკრებში: 1994-2004
შედეგი ნაკრებში: 62 მატჩი, 6 გოლი
მიღწევები: 8-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 5 საქართველოს თასი, შვეიცარიის თასი

მიხეილ ყაველაშვილი

წლები საკლუბო დონეზე: 1988-2006
კლუბები: თბილისის დინამო, ალანია, მანჩესტერ სიტი, გრასჰოპერი, ციურიხი, ლუცერნი, სიონი, არაუ, ბაზელი
შედეგი: 451 მატჩი, 180 გოლი
წლები საქართელოს ნაკრებში ნაკრებში: 1991-2002
შედეგი საქართელოს ნაკრებში: 46 მატჩი, 9 გოლი
მიღწევები: 6-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონი, შვეიცარიის ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი

ცენტრალური თავდამსხმელი

რამაზ შენგელია

წლები საკლუბო დონეზე: 1973-1989
კლუბები: ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამო, ჰოლმსუნდი
შედეგი: 446 მატჩი, 182 გოლი
წლები ნაკრებში: 1979-1983
შედეგი ნაკრებში: 26 მატჩი, 10 გოლი
მიღწევები: ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-7 ადგილი), თასების თასი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასი, 2-ჯერ სსრკ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, თასების თასის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის ავტორი, სსრკ-ს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, 4-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

შოთა არველაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1990-2008
კლუბები: თბილისის მართვე, თბილისის დინამო, ტრაბზონსპორი, აიაქსი, რეინჯერსი, ალკმაარი, ლევანტე
შედეგი: 549 მატჩი, 321 გოლი
წლები საქართელოს ნაკრებში: 1992-2007
შედეგი ნაკრებში: 61 მატჩი, 26 გოლი
მიღწევები: ერედივიზია, 2 ჰოლანდიის თასი, 2 შოტლანდიის პრემიერლიგა, 2 შოტლანდიის თასი, შოტლანდიის ლიგის თასი, თურქეთის თასი, თურქეთის სუპერთასი, უეფას თასის/ევროპა ლიგის ყველა დროის საუკეთესო მე-4 ბომბარდირი, საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, სუპერლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, თურქეთის თასის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, 5-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 4 საქართველოს თასი, 3-ჯერ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი

ბორის პაიჭაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1936-1951
კლუბები: თბილისის დინამო
შედეგი: 190 მატჩი, 105 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: არ უთამაშია
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: არ უთამაშია
მიღწევები: სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, თბილისის დინამოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი

ავთანდილ ღოღობერიძე

წლები საკლუბო დონეზე: 1939-1961
კლუბები: პიშევიკი, სოხუმის დინამო, თბილისის დინამო
შედეგი: 344 მატჩი, 128 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1952-1954
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 3 მატჩი, 1 გოლი
მიღწევები: 2-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, ოლიმპიადის მონაწილე

რევაზ ჩელებაძე

წლები საკლუბო დონეზე: 1976-1987
კლუბები: თბილისის დინამო, ლანჩხუთის გურია, ბათუმის დინამო
შედეგი: 291 მატჩი, 125 გოლი
წლები სსრკ-ს ნაკრებში: 1977-1980
შედეგი სსრკ-ს ნაკრებში: 9 მატჩი, 3 გოლი
მიღწევები: სსრკ-ს ჩემპიონი, 2 სსრკ-ს თასი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი