» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ფსიქოტროპულებზე დამოკიდებულება და ალკოჰოლი - დიეგოს პრობლემებით სავსე ბოლო თვე


ფსიქოტროპულებზე დამოკიდებულება და ალკოჰოლი - დიეგოს პრობლემებით სავსე ბოლო თვე

ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა 60-წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი ცხოვრების წესის გათვალისწინებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ იყო მოულოდნელობა, მაგრამ 2020 წელს არგენტინელის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

"ნაპოლის" ლეგენდამ 30 ოქტომბერს აღნიშნა თავის მე-60, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, უკანასკნელი დაბადების დღე, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში მიიყვანეს. კლინიკაში გაკეთებულმა ტომოგრაფიამ აჩვენა, სუბდურალური ჰემატომა სამხრეთ ამერიკელის თავში. რას ნიშნავს ეს? სისხლჩაქცევა ტვინის მყარი გარსის ვენებიდან.

სისხლი აფორმირებს ჰემატომას უშუალოდ ტვინსა და გარსს შორის. ეს ყველაფერი ადამიანს შეიძლება დაემართოს როგორც ეტაპობრივად, სისხლძარღვების სხვადასხვა სახის დაავადებების გამო, ისე სწრაფად და მწვავედაც, ტრავმის შემთხვევაში. რა ხიფათს ქმნის აღნიშნული მდგომარეობა? იმის გათვალისწინებით, რომ თავის ქალაში სივრცე შეზღუდულია, ჰემატომა აწვება ტვინს, რითაც იცვლება სტრუქტურა.

ფსიქოტროპულებზე დამოკიდებულება და ალკოჰოლი - დიეგოს პრობლემებით სავსე ბოლო თვე

ეს ყველაფერი აზიანებს ზურგის ტვინის სითხეს, ვენებსა და არტერიულ სისხლს. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობა დაგვიანებულია - შედეგი ლეტალურია. რაც შეეხება მკურნალობას, საკმაოდ სწორხაზოვანი პროცედურა: თავის ქალის გახსნა, ჰემატომისა და მისი წყაროს მოცილება, დახურვა.

თუ ჰემატომა არც ისე დიდია, თავის ქალაში საკმარისია უბრალოდ ხვრელის გაკეთებაც. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურდება და დროული დახმარების შემთხვევაში ის ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მთავარი კი არის ჰემატომის გაჩენის მიზეზის აღმოჩენა.

მთავარმა არგენტინულმა სპორტულმა საინფორმაციო პორტალმა, Ole-მ მიიღო წვდომა სამედიცინო ექსპერტიზასთან, რომლის თანახმადაც ლეგენდარული ათიანის შემთხვევაში ჰემატომის გაჩენის მიზეზად ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება სახელდება. აღნიშნული გარემოება ზიანს აყენებს სისხლსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

ფსიქოტროპულებზე დამოკიდებულება და ალკოჰოლი - დიეგოს პრობლემებით სავსე ბოლო თვე

"ფეხბურთის უგვირგვინო მეფის" ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება უდიდესი ალბათობით გამოწვეული იყო დაბადების დღეზე მიღებული ალკოჰოლის შედეგად. მარადონას ქალიშვილი, ჯანინა იხსენებს, თუ რა ხდებოდა მამის 59-ე იუბილეზე, როდესაც ის მივიდა: ალკოჰოლის მიღების ბანალური ცერემონია, რომლის მსვლელობისას არგენტინელი ლეგენდა ვეღარც საუბრობდა.

დიეგოს აღშფოთებულმა ოჯახის წევრებმა დატოვეს სახლი, რადგან მათ არ სურდათ, რომ ამ ყველაფრის მომსწრენი ბავშვებიც ყოფილიყვნენ. ჯანინა მოგვიანებით დაბრუნდა და მას დახვდა საზარელი სანახაობა: მამა წევს სახით სალათში, ცხვირიდან მას მოსდის რაღაც სითხე, მოგვიანებით კი მან აღებინა კიდეც.

ქალბატონმა ისიც აღნიშნა, რომ სტუმრებს მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულაც არ ადარდებდათ, რადგან მათ უნდოდათ მხოლოდ ერთი რამ - გართობა. ჯანინას საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდა სტუმრების სახლიდან გასაშვებად და მამის ლოგინში დასაწვენად.

ფსიქოტროპულებზე დამოკიდებულება და ალკოჰოლი - დიეგოს პრობლემებით სავსე ბოლო თვე

მიმდინარე წლის ზაფხულში "ნაპოლის" ლეგენდის პირადმა ექიმმა, ლეოპოლდო ლუკემ აღნიშნა, მის პაციენტს კოკაინისადმი დამოკიდებულება ჰქონდა დამარცხებული, მაგრამ ის ალკოჰოლის წინაშე იყო უძლური. ამის გარდა, სამხრეთ ამერიკელი მიეძალა ტრანკვილიზატორს, ანქსიოლიტს, რომელიც მას შფოთვისა და სასოწარკვეთის გრძნობას უქრობდა.

ეს არ იყო მკურნალობის საუკეთესო ვარიანტი, თუმცა ლეგენდარული ათიანის ორგანიზმი იმდენად მიჩვეული იყო ამ ყველაფერს, რომ მომენტალური შეწყვეტა კარგ იდეად არ ჩანდა. ანქსიოლიტი და ალკოჰოლი ერთად დაუშვებელია, მაგრამ "ფეხბურთის უგვირგვინო მეფე" ამის შესახებ ნაკლებად ფიქრობდა.

მარადონა მშვიდად იყო მაშინაც კი, როდესაც განიცდიდა სუნთქვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სისტემატურ თვრობას. სექტემბრის ბოლოს ის გამოჩნდა პუბლიკაზე, "ხიმნასია ლა პლატასა" და "სან-ლორენსოს" მატჩზე, რომელზეც მაყურებელმა არც ისე სახარბიელო სურათი იხილა.

მარადონას უცნაური ინტერვიუ



გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ლეგენდარული არგენტინელი, რომელიც ინტერვიუში გამართულადაც ვერ საუბრობდა. 30 სექტემბერს დიეგო კვლავ გამოჩნდა ბუენოს-აირესელთა მატჩზე, მაგრამ ის სტადიონიდან მალევე გაქრა. 4 ოქტომბერს კი პრესამ ჰემატომის ოპერაციის შესახებ დაწერა.

"ტანმოვარჯიშეების" ყოფილი მთავარი მწვრთნელის სამედიცინო პროცედურა გაგრძელდა 80 წუთს და გართულებას ადგილი არ ჰქონია. ოპერაციის დასრულების შემდეგ, სამხრეთ ამერიკელი რჩებოდა ინტენსიური თერაპიის კურსზე, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება კი ერთ თვეში იგეგმებოდა.

ლეგენდარული ათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საუბრობდა ლუკეც, რომლის მტკიცებით, მისი პაციენტი საავადმყოფოდან დროზე ადრე წასვლასაც კი ითხოვდა. მოგვიანებით, "ფეხბურთის უგვირგვინო მეფის" კლინიკიდან გაწერა გადაიდო ერთი კვირით, მიზეზი: აბსტინენციის სინდრომი.

ფსიქოტროპულებზე დამოკიდებულება და ალკოჰოლი - დიეგოს პრობლემებით სავსე ბოლო თვე

მარტივი ენით რომ ვთქვათ, მარადონას გაუჩნდა ფსიქოტროპული წამლების მიღების მოთხოვნილება, რომელსაც ის ვერაფერს უხერხებდა. არგენტინელი პირადი ექიმის განცხადებით, მისი პაციენტს გონებაც კი ეკარგებოდა ანქსიოლიტის ვერმიღების გამო. 17 ნოემბერს თითქოს ყველაფერი კარგად დასრულდა და არგენტინელი "ხიმნასიაშიც" კი დაბრუნდა.

მართალია უკვე არა მწვრთნელად, არამედ ტექნიკურ დირექტორად. დიეგო ლა პლატელ ფეხბურთელებს ვარჯიშებზე გამოჩენასაც კი ჰპირდებოდა. ვიზიტი დაგეგმილი იყო 15 დღეში, იქამდე კი ბუენოს-აირესელთა ფუნქციონერი კლუბის საქმეებში სრულფასოვნად იყო ჩართული.

სამხრეთ ამერიკელის უკანასკნელი დღეების შესახებ ცნობილი ბევრი არაფერია - ის გადიოდა რეაბილიტაციის კურსსა და "ტანმოვარჯიშეებში" დაბრუნებისთვის ემზადებოდა. 25 ნოემბერს დილით საკულტო 10-იანი გახდა შეუძლოდ, მისი გული გაჩერდა, ექიმებმა გადარჩენა ვერ მოახერხეს.

ფსიქოტროპულებზე დამოკიდებულება და ალკოჰოლი - დიეგოს პრობლემებით სავსე ბოლო თვე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

"ახლა მბაპეს ადგილი პსჟ-ში არ არის", - პარიზელების ექს-ფეხბურთელი

„პსჟ-ს“ და „სენტ-ეტიენის“ ექს-ნახევარმცველმა, ჟან-მიშელ ლარკემ, კილიან მბაპე გააკრიტიკა.

დღეს, 18:09

მარსელინო: "გაგვიმართლა, რომ ატლეტიკოსთან თამაში გადაიდო"

„ატლეტიკის“ მწვრთნელმა, მარსელინო ტორალმა, „რეალთან“ მოგება შეაფასა.

დღეს, 18:05

ბარსელონაში საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

24 იანვარზე დათქმული საპრეზიდენტო არჩევნები „ბარსელონაში“ თავის დროზე არ შედგება.

დღეს, 17:40

ზიდანის მიერ უარყოფილი რეალის მცველი შესაძლოა სერია ა-ში ვიხილოთ

მადრიდის „რეალის“ მცველმა, ალვარო ოდრიოსოლამ, „ფიორენტინას“ ყურადღება მიიპყრო.

დღეს, 17:36

"პირადად მას არასდროს ვეუბნები", - იბრაჰიმოვიჩმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარე დაასახელა

„მილანის“ ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ჯანლუიჯი დონარუმა შეაქო.

დღეს, 17:09

ბაიერნი ალაბას შემცვლელად რეალის მცველს მოიაზრებს?!

„რეალის“ მცველმა, ედერ მილიტაომ, კარიერა შესაძლოა „ბაიერნში“ გააგრძელოს.

დღეს, 17:06

ტერ შტეგენი: სპაიდერმენი პრობლემური მყესით - როცა ტრავმის მოშუშება შეუძლებელი ხდება

2020 წლის ივლისში დადგინდა, რომ "ბარსელონას" მეკარე, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ლა ლიგის ახალი სეზონის სტარტს გამოტოვებდა.

დღეს, 15:25

რეალის თავსატკივარი! ბეილი ზაფხულში მადრიდში დაბრუნდება?

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Times საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 14:47

მიზეზი, რის გამოც რეალი მილიტაოს უშვებს

Sport-ის ცნობით, მადრიდის "რეალის" ცენტრალური მცველი, ედერ მილიტაო კარიერას უდიდესი ალბათობით "ტოტენჰემში"

დღეს, 13:44

ლივერპულმა ვეინალდუმის შემცვლელი ლიგა 1-ში შეარჩია - ფაბრიციო რომანო

ფაბრიციო რომანოს ტვიტერის თანახმად, "ლივერპული" ჯორჯინიო ვეინალდუმის სხვა გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს.

დღეს, 13:34

კიელინი: "ინტერიდან ორ ფეხბურთელს გამოვარჩევდი"

ტურინის "იუვენტუსის" კაპიტანმა, ჯორჯო კიელინიმ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც მისი აზრით, ინტერში საუკეთესოა:

დღეს, 13:28

რამდენად სერიოზულია მარსიალის ტრავმა და ითამაშებს თუ არა ის ლივერპულთან?

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, ანტონი მარსიალმა "ბარნლისთან" უკანასკნელ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

დღეს, 13:20

"ლამპარდი გათავისუფლებასთან ახლოს არის", - გალასი

ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ვილიამ გალასმა, ფრენკ ლამპარდის შესახებ განცხადება გააკეთა:

დღეს, 13:12

მოდრიჩი: "ოდეგორი მებრალება"

მადრიდის "რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი თანაგუნდელის, მარტინ ოდეგორის

დღეს, 12:48

ლინგარდის ლიგა 1-ში გადასვლა ჩაშლის პირას არის

Sky Sports-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევის, ჯესი ლინგარდის "ნიცაში" გადასვლა შესაძლოა არ შედგეს.

დღეს, 12:42

ციფრები: ფაბინიო ლივერპულის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია

"ლივერპულის" უნივერსალი საყრდენი ნახევარმცველი, ფაბინიო ტავარესი უბრალოდ ბრწყინვალე სეზონს ატარებს.

დღეს, 12:31

"პრემიერ ლიგის მოგების შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ", - დე ხეა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარემ, დავიდ დე ხეამ პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში თავისი გუნდის საჩემპიონო შანსები

დღეს, 12:24

კუმანი: "დემბელე რამდენიმე კომპონენტში საუკეთესოა"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა ესპანეთის სუპერთასის შემდეგ, შეაქო თავისი ერთ-ერთი შეგირდი, ო

დღეს, 12:16

სად თამაშობს ფეხბურთის ყველაზე უხუცესი მოთამაშე, 53-წლის კაძუიოში მიურა?

ფეხბურთის ყველაზე უხუცესმა მოთამაშემ, 53-წლის კაძუიოში მიურამ თავის ამჟამინდელ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით

დღეს, 12:01

"მანჩესტერი თავის ადგილზე დაბრუნდა", - მატიჩი

"მანჩესტერ იუნაიტედის" საყრდენმა ნახევარმცველმა, ნემანია მატიჩმა თავისი გუნდის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 11:55

ბენზემამ თავის ფავორიტს გაუტანა - ფრანგის საოცარი სტატისტიკა ბილბაოსთან

ბილბაოს "ატლეტიკის" წინააღმდეგ შეხვედრაში მადრიდის "რეალის" მხრიდან ერთადერთი გოლი კარიმ ბენზემამ გაიტანა.

დღეს, 11:43

"ჰენდერსონი ემიუს შემტევებს მარტივად გაუმკლავდება", - ლივერპულის ექს-მოთამაშე

"ლივერპულის" ყოფილმა მარცხენა მცველმა, ხოსე ენრიკემ თავის ექს-გუნდის "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მოახლოებული

დღეს, 11:30

"ინტერთან ფინალის ტოლფასი მატჩი იქნება", - პირლო

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ "ინტერის" წინააღმდეგ მოახლოებული შეხვედრის შესახებ

დღეს, 11:21

ჰოლანდმა რეალსა და ბარსელონას პასუხი შეუთვალა - გერმანული პრესა

მადრიდის "რეალი" და "ბარსელონა" არ ეშვებიან დორტმუნდის "ბორუსიას" ახალგაზრდა თავდამსხმელს, ერლინგ ჰოლანდს.

დღეს, 11:12

მესის ტრავმის ახალი დეტალები - ითამაშებს თუ არა არგენტინელი ფინალში?

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ ესპანეთის სუპერთასის 1/2 ფინალური შეხვედრა ტრავმის გამო

დღეს, 11:03

რეალის საკუთრებაში მყოფი რეინიერი შესაძლოა ლა ლიგაში დაბრუნდეს

Marca-ს ცნობით, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი, რეინიერ ჟეზუსი თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით უკმაყოფილოა.

დღეს, 10:53

რა თანხას იღებს პოჩეტინო პსჟ-ში ხელფასის სახით?

L’Equipe-ის თანახმად, ცნობილი გახდა "პარი სენ-ჟერმენის" მთავარი მწვრთნელის, მაურისიო პოჩეტინოს ყოველწლიური ხელფასი.

დღეს, 10:43

ნეიმარის გარშემო არსებულ სატრანსფერო ჭორებს მალე ბოლო მოეღება - Sky Sports

Sky Sports-ის თანახმად, ნეიმარ ჟუნიორსა და "პარი სენ-ჟერმენს" შორის სუფევს იდილია, რისი ნიშანიც თანამშრომლობის გაგრძელება

დღეს, 10:37

როდის გაიმართება ესპანეთის სუპერთასის ფინალი?

როგორც მოგეხსენებათ, ცნობილი გახდა ესპანეთის სუპერთასის ორივე ფინალისტის ვინაობა - "ბარსელონა" და ბილბაოს "ატლეტიკი".

დღეს, 10:29

"ბარსელონას სუპერთასის მოგებაში დავეხმარები", - ბრეიტუეიტი

"ბარსელონას" თავდამსხმელმა, მარტინ ბრეიტუეიტმა თავისი გუნდის მიზნების შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

დღეს, 10:15
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10