ავტორიზაცია

ოფიციალურად: კორონავირუსის გამო, ფიფამ 2 ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაშალა

ოფიციალურად: კორონავირუსის გამო, ფიფამ 2 ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატი ჩაშალა
თარიღი 25 Dec 2020, 16:25
ფიფამ ოფიციალურ საიტზე 27 და 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატების გაუქმების შესახებ გამოაცხადა.

ეს ორი მსოფლიო ჩემპიონატი 2021 წელს, პერუში (U17) და ინდონეზიაში (U20) უნდა ჩატარებულიყო, თუმცა გათამაშებები 2023 წლამდე გადაიდო.

20-წლამდელთა მოქმედი ჩმპიონი უკრაინის ნაკრებია, რომელმაც 2019 წელს ფინალში სამხრეთ კორეა დაამარცხა.

რაც შეეხება 17-წლამდელებს, აქ მოქმედი გამარჯვებული ბრაზილიაა, რომელმაც 2019 წელს ეს ტურნირი ისტორიაში მეოთხედ მოიგო.