ავტორიზაცია

რომელ ჩემპიონატში როდის გაიხსნება იანვრის სატრანსფერო ფანჯარა?

რომელ ჩემპიონატში როდის გაიხსნება იანვრის სატრანსფერო ფანჯარა?
თარიღი 26 დეკ 2020, 22:23
კორონავირუსის პანდემიის გამო ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა არც თუ ისე აქტუალური იყო, რადგან გუნდებს ეკონომიკური კრიზისი შეექმნათ.

ასევე, სხვადასხვა ჩემპიონატებში ფანჯრის თარიღმა გადაიწია და სექტემბერში გადაინაცვლა.

რაც შეეხება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას, აქ ცვლილებები არ იგეგმება და ჩვეულებრივ იანვარში გაიხსნება.

პრემიერ ლიგა, ბუნდესლიგა, ლიგა 1
გაიხსენება 2 იანვარს, დაიხურება 1 თებერვალს

ლა ლიგა, სერია A
გაიხსნება 4 იანვარს, დაიხურება 1 თებერვალს