» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

"როცა მოვკვდები, მინდა, რომ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ", - დიეგო მარადონას გამორჩეული ფრაზები



გავიხსენოთ, ერთადერთი და განუმეორებელი დიეგო არმანდო მარადონას საუკეთესო ფრაზები.

დიეგო არმანდო მარადონა, არგენტინის ისტორიაში ცალსახად ყველაზე საკულტო პიროვნებაა. სპორტის ყველაზე პოპულარულის ახეობის ლეგენდა უბრალო „ფეხბურთელის“ სტატუსს გასცდა და მას საკუთარ სამშობლოში პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით, აღმერთებდნენ.

ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონის გამონათქვამები მალევე დაიშალა ციტატებად.

არგენტინა - მე ვარ!

რაღაც თვალსაზრისით, პოლიტიკოსებს ვჯობივარ: ისინი პუბლიკაზე მოთამაშე ხალხი არიან, მე კი - პოპულარული ვარ!

თუ მოვკვდები, მინდა რომ სამყაროს ისევ დიეგო არმანდო მარადონას სახით მოვევლინო. მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ხალხს აბედნიერებს და ეს ჩემთვის საკმარისზე მეტია.

"როცა მოვკვდები, მინდა, რომ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ", - დიეგო მარადონას გამორჩეული ფრაზები

პოლიტიკოსები მსოფლიოში არჩევნებს ფულით იგებენ, ფიდელმა კი იარაღით მოიგო! იმიტომ, რომ მას სათანადო კვერცხები აქვს! კუბა ძალიან მიყვარს.

ჩემს ქვეყანაში პოლიტიკოსები მდიდრდებიან, ხალხი კი ვერაფერს იგებს. ბევრჯერ შემომთავაზეს პოლიტიკაში წასვლა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან არ გამოვდგები იმისთვის, რომ ხალხისგან მოვიპარო.

ღმერთი მხოლოდ იმათ ეხმარება, ვინც საკუთარ თავს ეხმარება.

"როცა მოვკვდები, მინდა, რომ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ", - დიეგო მარადონას გამორჩეული ფრაზები

ნებისმიერი, ვინც ქურდს გაქურდავს, პატიებას იმსახურებს.

დიახ, მე რომის პაპს დავუპირისპირდი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ვატიკანში ჩავსვლისას ოქროს სახურავები ვნახე. შემდეგ კი მოვისმინე, როგორ ამბობდა პაპი, რომ ეკლესია ღარიბ ბავშვებზე დარდობდა... მაგრამ, ჯანდაბა! გაყიდე ეს სახურავი და რაიმე მაინც მოიმოქმედე!

ვატიკანი ჩემთვის - სრული სიცრუეა, იმიტომ რომ მიცემის გარდა, ისინი ხალხს მხოლოდ ართმევენ! ყველა წინა პაპიც იგივეს აკეთებდა და ძალიან არ მინდა, რომ ფრანცისკიც იგივე გზას გაყვეს.

როდესაც მოვკვდები, მინდა, რომ ჩემ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ: "მადლობა, ფეხბურთო". მან მე ყველაფერი მომცა.

ყველაფერი დავკარგე, რაც მქონდა. ახლა კი უბრალოდ ოჯახური ცხოვრებით ვტკბები.

"როცა მოვკვდები, მინდა, რომ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ", - დიეგო მარადონას გამორჩეული ფრაზები

მხოლოდ ჩემს ორ შვილს ვაღიარებ - დალმას და ჯანინას. ყველა დანარჩენი ჩემი ფულისა და შეცდომების შედეგია.

დედა ფიქრობს, რომ მე საუკეთესო ვარ. მე კი, დედას არასდროს ვეწინააღმდეგები.

არასდროს ვაპატიებ ჩემს თავს იმას, რომ ნარკოტიკმა არ მომცა იმის ხილვის საშუალება, რაც ყველაზე მთავარია - როგორ იზრდებოდნენ ჩემი გოგოები.

ჩემი შვილებისთვის მე კუმირი ვარ - ეს ჩემთვის საკმარისია.

ჩემმა შვილმა, ჯანინამ მკითხა: „მამიკო, რატომ აღარ თამაშობ ფეხბურთს ისე, როგორც ამ ვიდეოში?“ იმ მომენტში თავი ისე ვიგრძენი, თითქოს ფეხები მომაჭრეს.

"როცა მოვკვდები, მინდა, რომ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ", - დიეგო მარადონას გამორჩეული ფრაზები

ჩემი ცოლისთვის არასდროს მიღალატია. ეს რომც გამეკეთებინა, მაინც არ ვაღიარებდი.

ქალები მიყვარს. ახლა ვერონიკას ვხვდები, ის 31 წლის არის. ქერაა და ძაან ლამაზია!

ჩემზე ჭორებს ნუ ავრცელებთ. რა თქმა უნდა, ჩემი ფეხბურთელები მიყვარს, მაგრამ მისაღების ფარგლებში.

კარგია, რომ ცხოვრებაში ჰომოსექსუალისტები არიან. მათი წყალობით, უფრო მეტი ლამაზი ქალი ჩვენთვის რჩება.

ჩემთვის სულერთია, რას ფიქრობენ ჩემზე როგორც მწვრთნელზე. მყავს 23 ფეხბურთელი და მზად ვარ, მათთან ერთად მოვკვდე. ძირითადზე და თადარიგზე არ ვლაპარაკობ. მე 23 ფეხბურთელი მყავს და თამაში ყველას შეუძლია.

მივმართავ იმათ, ვისაც ჩვენი არ სჯეროდა (ქალბატონებო, ბოდიში): ყველა კრიტიკოსს შეუძლია მომი*ოვოს!

დაიმახსოვრეთ, ისეთი მწვრთნელები, როგორებიც არიან: მენოტი, ბილარდო ან მარადონა, მოდიან და მიდიან. ნამდვილი გამარჯვებულები - ფეხბურთელები არიან.

მწვრთნელი, რომელიც თავისი გუნდის გამარჯვებას ზეიმობს, ამას ისე უნდა აკეთებდეს, რომ უფრო მეტად არ დაამწუხროს თავისი მოწინააღმდეგე.

"როცა მოვკვდები, მინდა, რომ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ", - დიეგო მარადონას გამორჩეული ფრაზები

ის, ვინც იტყვის, რომ მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე ცუდად ითამაშა - იდიოტია!

მესისთან დაკავშირება შეუძლებელია. ობამასთან დარეკვა უფრო ადვილია, ვიდრე ლეოსთან!

მესი წარმოუდგენელი ტალანტია, ბურთით ისეთი უნიკალური რაღაცების გაკეთება შეუძლია, რასაც არ ელოდები. სწორედ ეს ხდის მას საუკეთესოდ. ამასთან, ჩვენ არ უნდა გამოვყოთ მხოლოდ ის, რასაც მესი ბურთით აკეთებს, რადგან მისი თამაში - გაცილებით მეტია. ის გუნდზეც ბევრს მუშაობს, როდესაც ბურთი არ აქვს ოპონენტებს ურთულებს ცხოვრებას. მასზე დაკვირვებით, როცა ბურთი „ბარსელონას“ არ აქვს, შეიძლება შენიშნო ის, რომ თანაგუნდელებმა იციან: ლეოს შეიძლება დაეყრდნო დაცვის ორგანიზების დროსაც. დიახ, ის ჯადოქარია, მაგრამ პარალელურად ძალიან მშრომელიც.

ნაკრებში კიდევ ერთხელ მუშაობისთვის ხელს დავთმობდი. ან, ცხოვრებასაც კი. ვფიქრობ, ამ პოსტზე დაბრუნების შანსი მექნება. გერმანიასთან წაგების გამო რევანში მწყურია.

"როცა მოვკვდები, მინდა, რომ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ", - დიეგო მარადონას გამორჩეული ფრაზები

ფაბიანომ გოლამდე ბურთი ხელით დაამუშავა. თუმცა, ღმერთის ხელით გატანილი მხოლოდ ერთადერთი გოლი არსებობს.

დებატები იმაზე, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი - მე თუ პელე - არ იქნება. ყველა იტყვის, რომ საუკეთესო მე ვარ. ხალხმა ხმა მე მომცა და პელესთან ჯილდოს გაყოფას არ ვაპირებ. უფრო სწორედ, მას არავისთან არ გავიყოფ.

პელეს ვურჩევ, რომ თავის მუზეუმში უკან დაბრუნდეს.

პელე, შენს კისერზე არა ერთი, არამედ ოთხი ფეხბურთელის ტრავმაა. შენ კი, ფრანც (ბენეკბაუერი - ავტ.) ყველა საშუალებას იყენებდი, რომ ვინმესთვის იდაყვი ჩაგერტყა.

ბრაზილიაშიც კი, ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენთა სიაში პელე მეორეა, აირტონ სენას შემდეგ. ის მეორეობისთვის არის განწირული. როგორც მსოფლიო ფეხბურთში, ისე ბრაზილიურ სპორტში.

ჯილდოს, რომელიც ფიფამ პელეს მიუსაჯა - ნეხვის ფასიც არ აქვს.

"როცა მოვკვდები, მინდა, რომ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ", - დიეგო მარადონას გამორჩეული ფრაზები

პლატინი ფრანგია, ჩვენ კი ვიცით, რას წარმოადგენს ეს ხალხი. მათ ღრმად სწამთ იმის, რომ სწორედ ისინი არიან საუკეთესოები.

მიშელ პლატინისგან წერილი მომივიდა, რომელშიც მან ამიხსნა, რომ არ უთქვამს არაფერი იქიდან, რაც თქვენ თქვით. ამიტომ, მინდა მიშელ პლატინის მიმართ შეურაცხყოფაზე ბოდიში მოვიხადო. პელეს წინაშე კი, ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ.

მე მსახიობი ვარ. იმიტომ, რომ ცხოვრებას ისე ვცხოვრობ, როგორც მინდა! ანუ, მსახიობებს აძლევენ სცენარს და ისინი კითხულობენ. ხო? მაგრამ მე არ ვკითხულობ, მე ვცხოვრობ და ეს ჩემი თამაშია.

ბურთის დასვრის ნუ შეგეშინდებათ.

იმისთვის, რომ ამ ყველაფრისთვის მიმეღწია, თავდაუზოგავად შრომა მომიწია. თუ ვინმე ამ ფაქტს უარყოფს - შეუძლია უკანალზე მაკოცოს.

ეროვნული ნაკრების მაისური მოვირგე და ის ჩემთვის ერთიანი კანის ტოლფასი გახდა. ასე იქნება უკანასკნელ დღემდე.

"როცა მოვკვდები, მინდა, რომ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ", - დიეგო მარადონას გამორჩეული ფრაზები

ნეაპოლიტანელებმა კარგად იციან, რომ „ნაპოლი“ მხოლოდ ჩემი დამსახურებით იგებდა. 1987 წლამდე სამხრეთს ჩრდილოეთი არასდროს დაუმარცხებია.

ჩემ 40 წლის ასაკში იმდენი რაღაც ვნახე, რომ 70 წლამდე მეყოფა. ვილა ფიორიტოს სიბინძურიდან სამყაროს მწვერვალამდე ავედი. ახლა კი უნდა გავიგო, რა მოვუხერხო ამ ყველაფერს.

ფსიქიატრიულ კლინიკაში, სადაც ვმკურნალობდი, ერთს თავი ნაპოლეონი ეგონა, მეორეს კი - სან-მარტინი. მე კი, არავინ მიჯერებდა, რომ მარადონა ვარ.

"როცა მოვკვდები, მინდა, რომ საფლავის ქვას ორი სიტყვა დააწერონ", - დიეგო მარადონას გამორჩეული ფრაზები

ამჟამად, არსებობს ინგლისელი ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ კლუბში ვარსკვლავები არიან, ქვეყანაში კი - არა. ამის ახსნა რთულია.

ხალხი ვერც კი იაზრებს, რომ ბექჰემისნაირი ასეულობით ბიჭუნა გარეთ, მტვრიან ქუჩებში თამაშობს ფეხბურთს.

პრობლემა ის არის, რომ მადრიდში ყველა ფეხბურთელი - ვარსკვლავია. მაგრამ, ვიღაცამ ბინძური საქმეც უნდა შეასრულოს.

მოდით, სუარესი გუანტანამოშიც გამოვკეტოთ. მან რა, ვიღაც მოკლა? ეს ფეხბურთია და აქ ბრძოლას ადგილი ნამდვილად აქვს. ფიფა მაფიასავით იქცევა.

ბრაზილიელები უნდა გავარდნილიყვნენ, პელე - იდიოტია.
(2014 წლის მუნდიალზე, ჩილესთან პენალტებში მოგებული მატჩის შემდეგ).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

შესნი: "დაგანახეთ, თუ როგორი მოშიებულები ვართ ტიტულს"

იტალიის სუპერთასზე "იუვენტუსი" "ნაპოლის" დაუპირისპირდა, 2:0 დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა.

დღეს, 03:57

ლამპარდი ჩელსის ფეხბურთელზე: "დე ბრუინის და სალაჰის გზას გაივლის"

ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრენკ ლამპარდმა ამავე გუნდის გერმანელ ნახევარმცველზე კაი ჰავერცზე ისაუბრა.

დღეს, 03:52

ჰოლანდის საოცარი სტატისტიკა ბუნდესლიგაში

ბუნდესლიგის გასულ ტურში "დორტმუნდი" "გლადბახს" დაუპირისპირდა და 4:2 წააგო.

დღეს, 03:48

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა [VIDEO]

ევროლიგის გასულ ტურში მოსკოვის "ცსკა" "ფენერბაჰჩეს" დაუპირისპირდა და 83:89 დამარცხდა.

დღეს, 03:43

"არ ვჩერდებით!" - ჩისკოს კომენტარი მორიგი გამარჯვების შემდეგ

ინგლისის ჩემპიონშიფის გასულ ტურში "უოტფორდი" "სტოკს" დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 03:38

ხვიჩა კვარაცხელიამ ვარჯიშზე მცველებს თავბრუ დაახვია და გოლი გაიტანა [VIDEO]

ყაზანის "რუბინი" სეზონის განახლებისთვის აქტიურად ემზადება და მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გადის.

დღეს, 03:29

ზედიზედ მე-3 გამარჯვება! - ჩისკოს გუნდის მორიგი ბრწყინვალე მატჩი ინგლისში

"დინამო თბილისის" ყოფილი თავკაცი ჩისკო მუნიოსი ინგლისში ბრწყინვალე შედეგებს აფიქსირებს.

დღეს, 03:27

მბაპეს ბენეფისი - პსჟ-მ მეტოქე 4:0 გაანადგურა [VIDEO]

საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული მატჩი "პსჟ"-სა და "მონპელიეს" შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

დღეს, 03:24

დორტმუნდს ჰოლანდის დუბლმა ვერ უშველა და 4:2 წააგო [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგაში გაიმართა უხვგოლიანი დაპირისპირება "გლადბახსა" და "დორტმუნდს" შორის.

დღეს, 03:19

VIDEO: 6 წუთში ორი გოლი! ჰოლანდს ვერავინ აჩერებს

ერლინგ ჰოლანდმა „გლადბახს“ 6 წუთში ორი გოლი გაუტანა.

დღეს, 00:12

ერთადერთი კანდიდატი! რეალს ზიდანის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს

მადრიდის „რეალის“ ზინედინ ზიდანის გაშვების შემთხვევისთვის მისი შემცვლელი უკვე მოძიებული ჰყავს.

გუშინ, 23:55

ფარაონი ევროპაში ბრუნდება! ელ შაარავი კარიერას ყოფილ გუნდში გააგრძელებს

„შანხაი შენხუას“ იტალიელი შემტევი, სტეფან ელ-შაარავი „რომაში“ დაბრუნებასთან არის ახლოს.

გუშინ, 23:45

დიეგო მარადონას ექიმს მისი ხელმოწერების გაყალბებაში ედება ბრალი

ექიმ ლეოპოლდო ლუკეს, რომელიც დიეგო მარადონას მკურნალობით იყო დაკავებული, მაქინაციებშია ბრალდებული.

გუშინ, 23:40

VIDEO: გოლი 96 მეტრიდან! ინგლისის ლიგა 2-ის მეკარემ სასწაული ჩაიდინა

ინგლისის ლიგა 2-ის ბინადარი "ნიუპორტ ქაუნთის" მეკარე, ტომ კინგი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

გუშინ, 23:38

მესის გარეშე! EA Sports-მა 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა

EA Sports-მა 2020 წლის სიმბოლური თერთმეტეული დაასახელა.

გუშინ, 23:35

დავა გრძელდება - ბარსელონას სეტიენისთვის კომპენსაციის გადახდა არ სურს

"ბარსელონას" გუნდის ექს-მწვრთნელ კიკე სეტიენისთვის კომპენსაციის გადახდა არ უნდა, წერენ ესპანურ პრესაში.

გუშინ, 23:28

მოურინიო: "ჩემი რეკორდების დამხობა ძალიან რთული იქნება"

"ტოტენჰემის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო "ლივერპულის" საშინაო წაუგებელი სერიის შეწყვეტას გამოეხმაურა:

გუშინ, 22:36

"კლოპი ცდება, როდესაც დაცვითი ფეხბურთის თამაშს გვაბრალებს", - სოლსკიაერი

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა, იურგენ კლოპს ერთგვარი პასუხი გასცა:

გუშინ, 22:28

"ბრუნოს გადმოსვლამდე, მანჩესტერი ჩელსის კონკურენტიც კი არ იყო", - ნევილი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა კაპიტანმა, გარი ნევილმა, ბრუნო ფერნანდეშის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:

გუშინ, 22:15

ანჩელოტი: "მჯერა თუ არა პირლოსი, როგორც მწვრთნელის?"

"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისუბრა თავისი ყოფილი შეგირდის, ანდრეა პირლოს შესახებ:

გუშინ, 22:06

"მანჯუკიჩის ათვალწუნება - იუვენტუსის დიდი შეცდომაა", - Sky Sports-ის ჟურნალისტი

Sky Sports-ის ჟურნალისტმა, სტეფანო დე გრანდისმა ტურინის "იუვენტუსი" მარიო მანჯუკიჩის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

გუშინ, 21:56

ვერონი: "დიბალას მხოლოდ ერთ რამეს ვურჩევ"

"ინტერის" ყოფილმა ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა, პაულო დიბალას საინტერესო რჩევა მისცა:

გუშინ, 21:47

"მალდინისა და ბარეზის მსგავსი ლიდერი მილანს ახლაც ჰყავს", - ვეა

"მილანის" ყოფილმა თავდამსხმელმა, ჯორჯ ვეამ თავისი ექს-გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 21:36

"მანჩესტერს ამჯერად დავამარცხებთ", - კლოპი

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოახლოებული შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

გუშინ, 21:24

რამდენად რეალურია სალაჰის ლივერპულიდან წასვლა?

The Athletic-მა, "ლივერპულის" თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის თაობაზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

გუშინ, 21:14

კლოპი: "ტიაგოს შესახებ სეზონის ბოლოს ისაუბრეთ"

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა ისაუბრა თავისი ერთ-ერთი შეგირდის, ტიაგო ალკანტარას შესახებ:

გუშინ, 21:05

ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ჩაიშალა?!

Sky Sports-ის თანახმად, "ინტერის" შემტევი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენის პრემიერ ლიგაში დაბრუნება ნაკლებად

გუშინ, 20:57

მიზეზი, რის გამოც ალეგრი ჩელსის მწვრთნელად აღარ განიხილება

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი გათავისუფლებასთან არის ახლოს.

გუშინ, 20:48

სოლსკიაერი: "საუკეთესო პოგბა გვიბრუნდება"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ოლე-გუნარ სოლსკიაერმა შეაქო თავისი შეგირდი, პოლ პოგბა, რომელმაც

გუშინ, 20:37
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10