ავტორიზაცია

რას წერენ უკრაინელი გულშემატკივრები ხოჭოლავას ახალ კონტრაქტზე?

რას წერენ უკრაინელი გულშემატკივრები ხოჭოლავას ახალ კონტრაქტზე?
თარიღი 29 დეკ 2020, 01:52
ოფიციალურად დადასტურდა, რომ დავით ხოჭოლავამ "შახტართან" ახალი კონტრაქტი გააფორმა.

კონტრაქტის თანახმად, ქართველი ფეხბურთელი ამ გუნდში მინიმუმ 2025 წლამდე დარჩება.

ამ ფაქტს უკრაინელი გულშემატკივრები სოციალურ ქსელებში გამოეხმაურნენ. ნაწილმა გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა, ნაწილმა კი უარყოფითად. გთავაზობთ მათ რამდენიმე კომენტარს.

"ფეხბურთელი, რომელიც რეალთან საუკეთესო იყო, ჩვენთან რჩება. ეს ნიშნავს, რომ რეალს კვლავ მოვუგებთ"

"ხოჭოლავა აქ არ არის და საერთოდ არ იცის ხოლმე, რა გააკეთოს მინდორზე"

"სწორი გადაწყვეტილება იყო, მადლობა კლუბს და ფეხბურთელს"

"ვფიქრობ, დაცვაში უფრო მაღალი დონის ფეხბურთელის მოყვანა უკეთესი იქნება"