» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

ორი სიკვდილის ჯგუფი და მხოლოდ ერთი მატჩი გადარჩენისთვის - ყველაფერი ის, რაც ლიგამ ბოლოსთვის შემოგვინახა


ორი სიკვდილის ჯგუფი და მხოლოდ ერთი მატჩი გადარჩენისთვის - ყველაფერი ის, რაც ლიგამ ბოლოსთვის შემოგვინახა

ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრამ მიმდინარე სეზონში ერთმანეთს დააკავშირა მადრიდის "რეალი", "ინტერი", მიუნხენგლადბახის "ბორუსია" და დონეცკის "შახტარი". ბევრს ეგონა, რომ "სამეფო კლუბსა" და მილანელებს ელოდათ იოლი გასეირნება, მაგრამ მოხდა აბსოლიტურად საპირისპირო რამ.

არაა გამორიცხული, პლეი-ოფმა "ბლანკოსისა" და "ნერაძურის" გარეშე ჩაიაროს. დაახლოებით იგივე მდგომარეობაა H ჯგუფში, სადაც "მანჩესტერ იუნაიტედი", "პსჟ" და "ლაიფციგი" 1/8 ფინალში გამსვლელთა ვინაობას ბოლო ტურში გაარკვევენ. ყველაფრის შესახებ დაწვრილებით ვისაუბროთ.

ორი სიკვდილის ჯგუფი და მხოლოდ ერთი მატჩი გადარჩენისთვის - ყველაფერი ის, რაც ლიგამ ბოლოსთვის შემოგვინახა

B ჯგუფი

ჯგუფური ეტაპის ხუთი ტურის შემდეგ, პირველ ადგილზე რვა ქულით არიან "პრუსიელები", რომლებსაც 7-7 ქულით უკრაინელები და "თეთრები" მოსდევენ. "გალაქტიკოსებმა" დონბასელებთან წააგეს როგორც შინ, ასევე სტუმრად და აქედან გამომდინარე, მე-2 ადგილზე არიან "მაღაროელები" და უკვე შემდეგ, ზინედინ ზიდანის შეგირდები.

ბოლო ადგილზე კი ხუთი ქულით არიან "შავ-ლურჯები", რომლებიც ინარჩუნებენ პლეი-ოფში გასვლის შანსს და თანაც შესანიშნავს. მათ საამისოდ ბოლო ტურში სახლში სჭირდებათ ლუიშ კაშტრუს შეგირდების დამარცხება, თუმცა არსებობს ერთი "მაგრამ", "გველებს" კატეგორიულად არ აწყობთ "ბერნაბეუს" მკვიდრებისა და ვესტფალიელთა ფრე.

ორი სიკვდილის ჯგუფი და მხოლოდ ერთი მატჩი გადარჩენისთვის - ყველაფერი ის, რაც ლიგამ ბოლოსთვის შემოგვინახა

აღნიშნული სცენარით, პირველ ადგილზე ცხრა ქულით დარჩებიან "თეთრ-შავები", ლომბარდიელები კი გაუთანაბრდებიან "რეალს", თუმცა ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული უარესი შედეგის ხარჯზე მე-3 პოზიციაზე მაღლა ვერ ამოიწევიან. როგორც გვახსოვს, მადრიდელებმა "მეაცას" მკვიდრებს ორივე მატჩი მოუგეს.

ისმის კითხვა - რა შემთხვევაში უწევს ჯგუფში ჩარჩენა "სამეფო კლუბს"? ჩრდილოეთ რაინელებთან მარცხის შემთხვევაში, თანაც ანტონიო კონტეს გუნდისა და "შახტარის" მატჩი ვეღარ მოახდენს გავლენას, "ბლანკოსი" ასეც და ისეც განწირული იქნება. გადავავლოთ თვალი იდეალურ სცენარს 4-ვე გუნდისთვის:

ორი სიკვდილის ჯგუფი და მხოლოდ ერთი მატჩი გადარჩენისთვის - ყველაფერი ის, რაც ლიგამ ბოლოსთვის შემოგვინახა

"თეთრები" - იდეალური: მარკო როზეს გუნდის დამარცხება; კოშმარული: წაგება. "ინტერნაციონალე" - იდეალური: დონეცკელთა დამარცხება, არავითარი ფრე "გალაქტიკოსა" და "გლადბახის" მატჩში; კოშმარული: სხვა ყველაფერი დანარჩენი. "ბორუსია" - იდეალური: ზიდანის შეგირდებთან მოგება ან თუნდაც ფრე; კოშმარული: წაგება და მილანელთა მოგება უკრაინელებთან.

ბოლის კი დონბასელები - იდეალური: "ნერაძურის" დამარცხება ან თუნდაც ფრე; კოშმარული: წაგება და "სანტიაგო ბერნაბეუს" ბინადრების თუნდაც ერთი ქულა "პრუსიელებთან". მოკლედ, ამ ჯგუფში ყველაფერი საკმარისზე მეტად ჩახლართულია. ვნახოთ, ვინ გავა 1/8 ფინალში.

ორი სიკვდილის ჯგუფი და მხოლოდ ერთი მატჩი გადარჩენისთვის - ყველაფერი ის, რაც ლიგამ ბოლოსთვის შემოგვინახა

H ჯგუფი

ხუთი ტურის შემდეგ, "მანჩესტერ იუნაიტედის", "პარი სენ-ჟერმენისა" და "ლაიფციგის" სამეულს აქვთ ცხრა ქულა. ბოლო ტურში შეხვედრები განაწილებულია ასე - "წითელი ეშმაკები" ესტუმრებიან "რედ ბულსს", "პსჟ" კი უმოტივაციოდ დარჩენილ "ისტანბულ ბაშაქშეხირს" მიიღებს.

"მანიუსთვის" იდეალური ვარიანტი იქნება მოგება. სხვა შემთხვევაში ეს გუნდი შესაძლოა აღმოჩნდეს მეორე ადგილზე ("წითელი ხარების" მოგება, პარიზელთა მარცხი) და მესამეზეც კი ("რასენბალშპორტისა" და "ლურჯ-წითლების" მოგება). არსებობს კიდევ ორი, ნაკლებად სავარაუდო ვარიანტი:

ორივე შეხვედრა სრულდება ფრედ - ასეთ შემთხვევაში "მანკუნიანელები" რჩებიან პირველ ადგილზე, საქსონელებთან ფრე და "პარკ დე პრენსის" ბინადრების მარცხი თურქებთან. რატომ არის შანსები მცირე? 1/8 ფინალში გასვლისთვის მებრძოლი ტომას ტუხელის შეგირდები ჯგუფის უმოტივაციო აუტსაიდერთან ქულებს არ დაკარგავენ.

ორი სიკვდილის ჯგუფი და მხოლოდ ერთი მატჩი გადარჩენისთვის - ყველაფერი ის, რაც ლიგამ ბოლოსთვის შემოგვინახა

იდეალური ვარიანტი "პარი სენ-ჟერმენისთვის" - ფათიხ თერიმის სახელობის სტადიონის ბინადრების დამარცხება და "ემიუს" ქულების დაკარგვა იულიან ნაგელსმანის შეგირდებთან. "პსჟ"-ს კოშმარი: ოქან ბურუქის გუნდთან წაგება და "ლაიფციგის" მინიმუმ ერთი ქულის მოპოვება "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან.

ბოლოს კი "რედ ბულსი" - ბურთების შეფარდების უარესი მაჩვენებლით, აღნიშნული გუნდი ამ სამეულში მესამეა და აქედან გამომდინარე, ოლე-გუნარ სოლსკიაერის შეგირდებთან წაგება არც განიხილება. "ხარებისთვის" ფრე დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება იმ შემთხვევაში, თუ პარიზელები შინ "ისტანბულთან" ვერ მოიგებენ.

ორი სიკვდილის ჯგუფი და მხოლოდ ერთი მატჩი გადარჩენისთვის - ყველაფერი ის, რაც ლიგამ ბოლოსთვის შემოგვინახა

არაა გამორიცხული, "ოცნებათა თეატრის" ბინადრების დამარცხებითაც კი "რასენბალშპორტი" ვერ აღმოჩნდეს პირველ ადგილზე, მიზეზი - "ლურჯ-წითლების" მოსალოდნელი მოგება "ბაშაქშეხირთან" და ურთიერთშეხვედრების კომპონენტი, რომელშიც "პარკ დე პრენსის" მკვიდრები საქსონელებს ჯაბნიან.

ორი სიკვდილის ჯგუფი და მხოლოდ ერთი მატჩი გადარჩენისთვის - ყველაფერი ის, რაც ლიგამ ბოლოსთვის შემოგვინახა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

დიდი სენსაცია: რეალი თასიდან მესამე ლიგის გუნდმა გამოაგდო

ესპანეთის თასის 1/16 ფინალში ერთმანეთს მადრიდის 'რეალი" და "ალკოიანო" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 02:30

მორიგი გამარჯვება: იუნაიტედმა სიტის ლიდერობა არ შეარგო [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემს" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 02:02

რონალდუს და მორატას გოლებით იუვენტუსმა იტალიის სუპერთასი მოიგო [VIDEO]

იტალიის სუპერთასზე ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და "ნაპოლი" დაუპირისპირდნენ.

დღეს, 01:56

VIDEO: პოგბუუუუუუუუმ! ფრანგის ულამაზესი გასროლა ფულჰემის კარში

ფრანგმა „ფულჰემს" ულამაზესი შორეული დარტყმით გაუტანა.

დღეს, 01:50

ყველაზე მეტი გოლი ფეხბურთის ისტორიაში! - რონალდუს ახალი რეკორდი

იტალიის სუპერთასზე ტურინის "იუვენტუსი" "ნაპოლის" უპირისპირდება და 1:0 ამარცხებს.

დღეს, 01:31

ბაიერნმა კვლავ ლევანდოვსკის გოლით მოიგო [VIDEO]

გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "აუგსბურგს" დაუპირისპირდა და 0:1 დაამარცხა.

დღეს, 01:29

კავანიმ მანჩესტერში ისტორიული რეკორდი დაამყარა

პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ფულჰემს" უპირისპირდება. ანგარიში 1:1-ია.

დღეს, 01:03

"მოვიგებთ თუ არა პრემიერ ლიგას?" - კლოპის კომენტარი

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი პრემიერ ლიგის მოგების შანსებს აფასებს.

დღეს, 00:59

გადაწყვეტილია: ატლეტიკომ ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "ატლეტიკომ" ზამთრის ტრანსფერი განახორციელა.

დღეს, 00:54

კუმანი: "რომ მკითხოთ, გეტყვით, რომ მბაპეს და ნეიმარის შეძენა მსურს"

კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი რონალდ კუმანი "პსჟ"-ს სპორტული დირექტორის კომენტარს ეხმაურება.

დღეს, 00:50

გაგრამ გაძლიერება დაიწყო და 2 ფეხბურთელი დაიმატა

საქართველოს თასის მოქმედმა გამარჯვებულმა "გაგრამ" ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

დღეს, 00:46

ამჟამად, ჯაბა კანკავას საფრანგეთში თამაშის უფლება არ აქვს

მოგეხსენებათ, ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა კარიერას "ვალენსიენსში" გააგრძელებს.

დღეს, 00:42

მანჩესტერ სიტიმ ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო და ცხრილში გალიდერდა [VIDEO]

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ასტონ ვილას" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

დღეს, 00:39

რეალის ფეხბურთელმა წასვლა მოითხოვა, პირველი მსურველიც გამოჩნდა

როგორც ცნობილი გახდა, "რეალის" ფეხბურთელმა მადრიდული კლუბიდან წასვლა მოითხოვა.

გუშინ, 23:15

"ვინ იტყვის უარს ნეიმარზე და მბაპეზე?", - კუმანი მესისადმი პსჟ-ს ინტერესს ეხმაურება

"ბარსელონას" მწვრთნელი, რონალდ კუმანი ლიონელ მესისადმი "პსჟ"-ს ინტერესს გამოეხმაურა.

გუშინ, 23:06

რეალის ექს-ფორვარდი გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც კრიპტოვალუტით იყიდეს

"რეალის" ყოფილი ფეხბურთელი, დავიდ ბარალი სეგუნდა დივიზიონი B-ს ბინადარ კლუბში გადავიდა.

გუშინ, 22:53

პსჟ-ს გამო, ბარსელონას შესაძლოა დიდი ხნის ნანატრი ტრანსფერი ჩაეშალოს

"მანჩესტერ სიტის" მცველმა, ერიკ გარსიამ კარიერა შეიძლება საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.

გუშინ, 22:44

ოფიციალურად: ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილია

კატალონიის "ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ახალი თარიღი ცნობილი გახდა.

გუშინ, 22:35

რიბერი: "არ არის გამორიცხული, ბუნდესლიგაში დავბრუნდე"

"ფიორენტინას" ნახევარმცველმა, ფრანკ რიბერიმ აღნიშნა, რომ შეიძლება გერმანიაში დაბრუნდეს.

გუშინ, 22:29

კუმანი: "იმედი მაქვს, მესის დისკვალიფიკაციის ვადა შემცირდება"

"ბარსელონას" თავკაცმა, რონალდ კუმანმა ლიონელ მესის დისკვალიფიკაციაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:23

"სამწუხაროა", - არტეტა არსენალიდან ოზილის წასვლას გამოეხმაურა

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა მესუთ ოზილის "ფენერბაჰჩეში" გადასვლაზე განცხადება გააკეთა.

გუშინ, 22:11

კარაგერი: "ლივერპულის ტრიოდან ყველაზე სწრაფად ფირმინო ამოვარდება"

"ლივერპულის" ექს-ფეხბურთელმა, ჯეიმი კარაგერმა რობერტო ფირმინოს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

გუშინ, 22:05

"უჩვეულო არაფერია", - ვან დერ სარმა ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი დააფიქსირა

"აიაქსის" დირექტორმა, ედვინ ვან დერ სარმა დონი ვან დე ბეკის სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა.

გუშინ, 21:53

კუმანი: "ჩემთვის ხელოვნურ მოედნებზე თამაში ფეხბურთი არ არის"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მომავალი მეტოქის მოედანი გააკრიტიკა.

გუშინ, 21:43

ლაუტაროს მომავალი საბოლოოდ გადაწყდა, გარიგების პირობები ცნობილია

"ინტერის" ფორვარდ ლაუტარო მარტინესის აგენტი მოლაპარაკებების დასახურად იტალიაში ჩავიდა.

გუშინ, 21:37

ლივერპული საბოლოო პასუხს ელოდება - რა ვითარებაა ვეინალდუმის გარშემო?

"ლივერპული" და ჰავბეკი, ჟორჟინიო ვეინალდუმი ახალ კონტრაქტზე ჯერაც არ შეთანხმებულან.

გუშინ, 21:31

ცნობილი გახდა, თუ რატომ ჭიანურდება ახალ კლუბში ოზილის ტრანსფერი

"არსენალის" აწ უკვე ექს-ნახევარმცველის, მესუთ ოზილის ახალ კლუბში ტრანსფერი ჭიანურდება.

გუშინ, 21:24

პრემიერ ლიგის გრანდი, რომელსაც ალაბამ რეალის გამო უარი შეუთვალა

გავრცელებული ცნობით, "ბაიერნის" მცველმა, დავიდ ალაბამ "რეალთან" კონტრაქტი შეთანახმა.

გუშინ, 21:04

რეალის დიდი გეგმები: მბაპეს ტრანსფერს შესაძლოა აზარი შეეწიროს

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა ზაფხულში შეიძლება მადრიდული გრანდის რიგები დატოვოს.

გუშინ, 20:59

ტურინში იუვენტუსისა და რეალის პრეზიდენტების შეხვედრა შედგა

"იუვენტუსის" პრეზიდენტმა ტურინული გრანდის ბაზაზე "რეალის" ხელმძღვანელს უმასპინძლა.

გუშინ, 20:50
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10