9 ტოპ-მწვრთნელი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია უმუშევარია!

პანდემიით გამოწვეული უმუშევრობა არამარტო საშუალო ფენის ხალხზე, არამედ მსოფლიოს ტოპ-მწვრთნელებზეც აისახა.
გავიხსენოთ 9 ტოპ-სპეციალისტი, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია უმუშევარია.
მარკუ სილვა, უმუშევარია 2019 წლის 5 დეკემბრიდან
უკანასკნელი კლუბი: „ევერტონი“
2018 წლის მაისში, სილვამ „ევერტონი“ ჩაიბარა. 2018/19-სეზონში პორტუგალიელის გუნდი ევროთასებზე ვერ გავიდა და პრემიერ ლიგაში მე-8 პოზიციას დასჯერდა. ახალი სეზონის დასაწყისიც ვერ აეწყო - წარუმატებელი სტარტის შემდეგ, გუნდი 14 ქულით ცხრილში მე-18 ადგილზე აღმოჩნდა და სილვა გაუშვეს.
მარკუ სილვას წარუმატებელმა მუშაობამ „ევერტონის“ მომავალს თავისი ანაბეჭდი დაატყო: სარეკორდო ხარჯების გამო, 2020 წლის ზამთარში მოსულ კარლო ანჩელოტის ისეთივე სატრანსფერო ბიუჯეტი არ ერგო, როგორიც მის წინამორბედს.
მაურისიო პოჩეტინო, უმუშევარია 2019 წლის 19 ნოემბრის შემდეგ

უკანასკნელი კლუბი: „ტოტენჰემი“
ამ სტატიის წერისას „პსჟ-ს“ პოჩეტინოს დანიშვნა ჯერ არ დაუდასტურებია, ამიტომ არგენტინელის აქ მოხსენიების უფლება ნამდვილად გვაქვს. თუმცა, მისი „პსჟ-ში“ მისვლა 99%-ით გადაწყვეტილი ამბავია და პოჩე აქ ფორმალურად უფროა.
მიუხედავად იმისა, რომ „ტოტენჰემიდან“ წასვლის შემდეგ, პოჩეს პრაქტიკულად ყოველ თვე უკავშირებდნენ სხვადასხვა კლუბებს, უმუშევრად მან წელიწადზე მეტხანს გასტანა - იყო საუბრები „რეალზე“, „ბარსელონაზეც“ კი, რომელიც მან ორჯერ გაისტუმრა უარით, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ და „იუვენტუსზეც“, თუმცა რეალურ დანიშვნამდე საქმე მხოლოდ „პსჟ-ში“ მივიდა.
მარკ ვან ბომელი - უმუშევარია 2019 წლის 16 დეკემბრის შემდეგ
უკანასკნელი კლუბი: „პსვ“
„შედეგები ზედმეტად ცუდი და წარუმატებელია. ტურნირები - საკვანძო მომენტებია, მაგრამ სავარჯიშო პროცესსაც აქვს მნიშვნელობა, რასაც ვაკვირდებით. „პსვ“ არის კლუბი, რომელშიც ყველა ერთმანეთის დახმარებას ცდილობს და ბოლო პერიოდში, ჩვენც ამის გაკეთებას ვცდილობდით. თუმცა, კლუბის ინტერესები პირველ ადგილზე დგას. ყველაფერი გავაკეთეთ სიტუაციის გამოსასწორებლად, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.“ - ასე დაახასიათა ვან ბომელის მუშაობა ეინდჰოვენის კლუბის გენ.დირექტორმა, ტოონ ჰერბრანდსმა. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა გუნდს ჩემპიონობა ვერ მოუტანა და 2019 წლსი დეკემბერში, მე-17 ტურის შემდეგ გაუშვეს.
მაისში ვან ბომელმა თავისი თავი „მილანს“ შესთავაზა, მაგრამ კლუბმა სტეფანო პიოლის ნდობა შეინარჩუნა.
მასიმილიანო ალეგრი, უმუშევარია 2019 წლის 30 ივნისის შემდეგ
უკანასკნელი კლუბი: „იუვენტუსი“
ალეგრიმ ტურინიდან წასვლის შემდეგ ერთწლიანი შვებულება აიღო, რომელიც ამოწიურა. მაქსის თქმით, ის მზადაა საქმიანობას დაუბრუნდეს. „თავისუფალი დრო ენერგიით აღსადგენად, ოჯახთან ერთად სიამოვნების მისაღებად და მშობლიური ქალაქით ტკბობისთვის გამოვიყენე. ლივორნოში ჩემი დიდი ხნის მეგობრები ცხოვრობენ. ახლა კი, ჩემთვის სულერთია, რომელ ქვეყანაში გავწვრთნი. ვეძებ კლუბს, რომელთან ერთადაც ვითანამშრომლებ და ჩვენი ამბიციები დაემთხვევა.“ - მის შესაძლო დანიშვნაზე ფიქრობდნენ „იუნაიტედში“, „პსჟ-ში“, „ინტერში“, „ჩელსისა“ და ჰოლანდიის ნაკრებში.
თუმცა, აქ არსებობს ერთი პრობლემა - მაქსის ფინანსური მოთხოვნები იმხელაა, რომ ამბობენ, „პსჟ-ს“ მდიდარი შეიხებიც კი შეშფოთებული დატოვა. არადა, პრესას თუ დავუჯერებთ, მათთვის პრიორიტეტული სწორედ ალეგრი იყო და არა პოჩეტინო.
ლუჩანო სპალეტი - უმუშევარია 2019 წლის 30 მაისის შემდეგ
უკანასკნელი კლუბი: „ინტერი“
სპალეტიმ „ინტერში“ ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. თანაც, ბოლოს კონტრაქტის კეთილსინდისიერად გაწყვეტაზე უარი თქვა და 2021 წლის ზაფხულამდე „ინტერისგან“ ხელფასს იღებს - ჯამში, სეზონში 4.5 მილიონ ევროს. ამიტომ, სხვა გუნდთან კონტრაქტის გაფორმება მას ჯერ არ შეუძლია. თუმცა, თავად ამას არ აღიარებს:
„ფინანსური მხარე არ მაღელვებს, იმიტომ ვწვრთნი, რომ მომწონს. ახლა კი მინდა, სამწვრთნელო სკამზე დავბრუნდე.“
მარსელინო ტორალი, უმუშევარია 2019 წლის 11 სექტემბრის შემდეგ

უკანასკნელი კლუბი: „ვალენსია“
მეოთხე ადგილი ლა ლიგაში, გასვლა ჩემპიონთა ლიგაზე, სამეფო თასის მოგება - ამ ყველაფერმა მარსელინომ „ვალენსიაში“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა ვერ შეუნარჩუნა. სპეციალისტის გაშვება ესპანეთში 2019 წლის ერთ-ერთ რეზონანსულ ისტორიად იქცა. ახლა კი, ტორალი „ინტერში“ კონტეს შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. გარდა ამისა, მისი გვარი ფიგურირებდა „ატლეტიკის“ შორტ-ლისტშიც.
თავად მწვრთნელს მთელი სამწვრთნელო კარიერა სამშობლოში აქვს გატარებული და მისი ხილვა საზღვარგარეთ საინტერესო იქნებოდა.
ლეონარდო ჟარდიმი, უმუშევარია 2019 წლის 27 დეკემბრის შემდეგ

უკანასკნელი კლუბი: „მონაკო“
ორჯერ ერთ მდინარეში ვერ შეხვალ, სამაგიეროდ შეიძლება ერთიდაიგივე „მონაკოში“ ორჯერ მისვლა. მეორე მისვლის შემდეგ გუნდის შედეგები გაუმჯობესდა, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ხელმძღვანელობას სურდა. ლეონარდოსთან კონტრაქტის გაწყვეტის გამო, მონეგასკებს 8 მილიონი ევროს სახით კომპენსაციის გადახდა მოუწიათ.
„გენ.დირექტორი ოლეგ პეტროვი ჩემი გუნდიდან წასვლის ინიციატორი გახდა. მის მწვრთნელად თავს ვერასდროს ვგრძნობდი, მას უფრო ვასილიევის კაცი ვეგონე. საშობაო დღესასწაულების შემდეგ, პეტროვმა კაბინეტში მიხმო და მითხრა, რომ კლუბის პრეზიდენტს ჩემი გაშვება სთხოვა და ეს თხოვნა დაკმაყოფილებული იყო.“ - იხსენებს „მონაკოდან“ საბოლოო წასვლას ჟარდიმი.
მარკ ჰიუზი - უმუშევარია 2018 წლის 3 დეკემბრის შემდეგ
უკანასკნელი კლუბი: „საუთჰემპტონი“
ჰიუზი უკვე მესამე წელია უმუშევარია. „წმინდანდებიდან“ გაშვების შემდეგ, ინგლისელი სპეციალისტი პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი გახდა, რომელიც კალენდარულ წელიწადში ორჯერ გაათავისუფლეს. იქამდე, ის „სტოკ სიტის“ ედგა სათავეში, რომლიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო გამოუშვეს, გუნდმა კი პრემიერ ლიგაში ადგილი საბოლოოდ მაინც ვერ შეიმაგრა. ამის შემდეგ, ჰიუზს „სოტონი“ ჩააბარეს, რომელსაც ის დაეხმარა ჩემპიონშიპში ვერ გავარდნაში, მაგრამ ახალი სეზონის 14 ტურის შემდეგ, „საუთჰემპტონი“ ისევ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდა. საბოლოოდ, კონტრაქტის ნაადრევი გაწყვეტის გამო, ჰიუზს დაახლოებით 6 მილიონი ფუნტი ერგო.
ვინჩენცო მონტელა, უმუშევარია 2019 წლის 21 დეკემბრის შემდეგ
უკანასკნელი კლუბი: „ფიორენტინა"
მონტელამ „ფიორენტინა“ „რომასთან“ საშინაო განადგურების (1:4) შემდეგ დატოვა. „ფიორენტინას“ გულშემატკივრები გაცილებით მეტს იმსახურებენ, ეს ეჭვგარეშეა. ამ კლუბის ქომაგები სამუდამოდ ჩემს გულში არიან. გარკვეული შეცდომები იქნა დაშვებული. როგორც ჩემს, ისე შტაბს და ფეხბურთელებს მიერ. თუმცა, აშკარაა, რომ შეცდომებს მხოლოდ ჩვენ არ ვუშვებდით.
იყო ბრძანება - გამოგვეყენებინა ესა თუ ის ფეხბურთელები. თუმცა, მე არავინ მეკითხებოდა, რა მსურს. სეზონის წინ არანაირი მიზანი არ დაგვისახეს. გასაგები იყო, რომ გარდამავალი პერიოდია. იანვარს ველოდით, რომ შემადგენლობა გაგვეძლიერებინა და კონკურენციის დონე აგვემაღლებინა. სიტუაცია ერთად გავაანალიზეთ. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ გაშვებით იმედგაცრუებული არ ვარ.
დარწმუნებული ვარ, სეზონის მეორე ნახევარში მოვუმატებდით.“ - ასე ისაუბრა თავის გაშვებაზე მონტელამ.
ვინჩენცოს შესახებ მას შემდეგ ჭორები როგორც არ დაწერილა, ისე არ იწერება დღემდე. ალბათ, იტალიელს ფეხბურთი ჯერ არ მონატრებია.