ავტორიზაცია

უეფამ მამარდაშვილი 50 საუკეთესო ახალგაზრდას შორის შეიყვანა!

უეფამ მამარდაშვილი 50 საუკეთესო ახალგაზრდას შორის შეიყვანა!
თარიღი 03 იან 2021, 01:19
უეფას ოფიციალური საიტი იმ 50 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს გვთავაზობს, რომლებსაც წელს უნდა დავაკვირდეთ.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესოთა შორისაა "ლოკომოტივის" ახალგაზრდა მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

გამოკითხვაში მონაწილეობა უეფას რეპორტიორებმა, კორესპონდენტებმა და რედაქტორებმა მიიღეს.

გიორგი მამარდაშვილი - საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების პირველი მეკარე. ახლა, მამარდაშვილი რეპუტაციას იხვეჭს და ასევე, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, მან მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა - წერია უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ GOAL.GE-მ მამარდაშვილი 2020 წლის საუკეთეო მეკარედ დაასახელა.

უეფამ მამარდაშვილი 50 საუკეთესო ახალგაზრდას შორის შეიყვანა!