ავტორიზაცია

ანჩელოტი: "მჯერა, რომ პირლოსგან დიდი მწვრთნელი დადგება"

ანჩელოტი: "მჯერა, რომ პირლოსგან დიდი მწვრთნელი დადგება"
თარიღი 05 Jan 2021, 12:46
"ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ისუბრა თავისი ყოფილი შეგირდის, ანდრეა პირლოს შესახებ:

"პირლოს ვცემ დიდ პატივს და ზოგადად მის მიმართ საკმაოდ დადებითად ვარ განწყობილი. მჯერა, ის დიდი მწვრთნელი იქნება.

ანდრეა არ მიეკუთვნება ლეგენდარული ფეხბურთელების იმ კატეგორიას, რომლებმაც ვერ ივარგეს მწვრთნელობაში, მგონია, რომ პირიქით მოხდება".

შეგახსენებთ, ტურინის "იუვენტუსი" დამწყები იტალიელი სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერაში პირველი კლუბია.